ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეული აქტიურად გრძელდება და VI კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია წარმოგვიდგინეს-"თამარი და ვეფხისტყაოსანი"
IX კლასის მოსწავლეები ეროვნულ მუზეუმში
05/03/2019ეროვნულ მუზეუმში თავმოყრილია მრავალი კოლექცია: ევრაზიაში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთები, უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ბუნების ისტორიის ამსახველი მასალა, ქრისტიანული კულტურის მდიდარი მემკვიდრეობა – ჭედური და ფერწერული ხატები, ჯვრები, ნაქარგობა, ტიხრული მინანქარი; პირველხარისხოვანი აღმოსავლური ძეგლები, ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექცია, ოქროსა და ვერცხლის ნატიფი სამკაულები ანტიკური კოლხეთიდან, სხვადასხვა დროის ქართველი და ევროპელი მხატვრების შესანიშნავი ნამუშევრები.
38
XI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია-"მგზავრის წერილები"
05/03/2019ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში XI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია-"მგზავრის წერილები"
7
"საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის" წარმომადგენლები დამოუკიდებელ სკოლა "მოძღვარში"
05/03/2019დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარის" მოსწავლეებს "საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის" წარმომადგენლები შეხვდნენ და მათ ‘’საერთაშორისო ორგანიზაციების ახალგაზრდული სამიტი 2019"-ზე შესთავაზეს მონაწილეობის მიღება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარის" მოსწავლეებს უმასპინძლა
05/03/2019ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარის" მოსწავლეებს უმასპინძლა. საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საუნივერსიტეტო ტურში და დაათვალიერეს: 🏢ილიაუნის ტექნოლოგიების კორპუსი, რომლის მშენებლობაც ფინალურ ეტაპზეა; 📚 სტუდენტური სივრცე და ილიას სამკითხველო დარბაზი; 📈 მომავლის სამრეწველო ლაბორატორია
12
"მოძღვარის" მოსწავლეები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში
05/03/2019🖥🎙💻🎶დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარის" V-VI კლასის მოსწავლეები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ. დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები პროგრამის მსვლელობისას მოსწავლეებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ, დღის ბოლოს კი სერთიფიკატები გადასცეს.
57
საგანმანათლებლო პროექტი - "მეფე ერეკლე..ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია"
22/11/2018XI კლასის მოსწავლეები საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტს-"მეფე ერეკლე..ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია" დაესწრნენ და აქტიური მონაწილეობა მიიღეს პროექტის პრაქტიკულ ნაწილში.
👨🍳👩🍳 კულინარიული დღე სკოლა მოძღვარში 🍪🍪
22/11/2018👨🍳👩🍳 კულინარიული დღე სკოლა მოძღვარში 🍪🍪🍪🍪 ორცხობილის გამოცხობა ვისწავლეთ და ძალიან გემრიელიც გამოგვივიდა
17
სტუმრად ხელოვნების სასახლეში
22/11/2018მოსწავლეები ხელოვნების სასახლეს სტუმრობდნენ. მოისმინეს სასახლის დაარსების ისტორია, ნახეს მეფე თეიმურაზის 257 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული პორტრეტი, დაათვალიერეს ულამაზესი დარბაზები, ეწვივნენ სიყვარულის კოშკს. დღის ბოლოს კი საგანმანათლებლო პროექტში- "მხატვარი და ქსოვილის საიდუმლო" მიიღეს მონაწილეობა.✂👗👔👖 ახალბედა დიზაინერებმა სამუშაოს თავი დიდი მონდომებით და ხალისით გაართვეს.
9
გასვლითი გაკვეთილი მეტეხის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე
22/11/2018X კლასის გასვლითი გაკვეთილი მეტეხის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე
"საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები"
30/10/2018არასამთავრობო ორგანიზაციის "მრავალფეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" ძირითად მისიას წარმოადგენს მოსწავლე-ახალგაზრდების არაფორმალური განათლების უზრუნველყოფა საქართველოში და საზღვარგარეთ. ორგანიზაცია დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარის" მოსწავლეებს სთავაზობს თავად იყვნენ სხვადასხვა პროექტის ავტორები და თანაორგანიზატორები, რაც დაეხმარებათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში.
IX კლასის მოსწავლეები სტუმრად ქ.თბილისის პარლამენტში
30/10/2018ტურის განმავლობაში ვიზიტიორებმა დაათვალიერეს პარლამენტის ისტორიული შენობა, პირველი რესპუბლიკის, დავით აღმაშენებლის (ბიურო), შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის სახელობის დარბაზები, ასევე, პლენარულ სხდომათა და კინო დარბაზები.. გარდა ამისა, ვიზიტიორებს შესაძლებლობა მიეცათ მოენახულებინათ პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველო. ექსკურსიის მსვლელობისას გაეცვნენ ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას, პარლამენტის სტრუქტურას, მისიასა და როლს, აგრეთვე, კანონშემოქმედებით პროცესს.
8