დღეს ჩვენმა VII კლასის მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაცია შემოგვთავაზეს თემაზე - ,,საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი"
ისაუბრეს პატრიოტიზმზე, მის მნიშვნელობასა და ქართველ გმირებზე.
დღეს ჩვენმა VII კლასის მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაცია შემოგვთავაზეს თემაზე - ,,საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი"
ისაუბრეს პატრიოტიზმზე, მის მნიშვნელობასა და ქართველ გმირებზე.
ჩვენი II კლასის მოსწავლეებს ამჯერად "შოკოლადის მუზეუმმა" უმასპინძლა, სადაც ნახეს დოკუმენტური ფილმი შოკოლადის წარმოების და ისტორიის შესახებ. ასევე დაათვალიერეს მუზეუმში განთავსებული საინტერესო ექსპონატები.
ლექციის ბოლოს კი მასპინძელთა უგემრიელესი პროდუქტიც დააგემოვნეს.
ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო, დღეს ჩვენი საერთო ძალისხმევით შეგროვებული უკრაინელებისათვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება მივიტანეთ ჩამბარებელ პუნქტში და რამდენიმე დღეში გაიგზავნება უკრაინაში.
დიდ მადლობას გიხდით ყველას ვინც წვლილი შეიტანეთ ამ მნიშვნელოვან საქმეში.
ასევე მადლობას ვუხდით "ჯორჯიან ქარდბოარდი-Georgian Cardboard" რომელმაც უსასყიდლოდ გადმოგვცა მუყაოს ყუთები.
დღეს ჩვენი I კლასის მოსწავლეები ზოოპარკს ესტუმრნენ, სადაც ჩაუტარდათ თავისუფალი გაკვეთილი ცხოველებისა და მათ საცხოვრებელი გარემოს შესახებ.
დღეს ჩვენი IV კლასის მოსწავლეები კოდალას სკოლა-სახელოსნოს სტუმრობდნენ.
წარმატებით გაიარეს მასტერკლასი "ნორჩი ოსტატი" და დაეუფლნენ ხის ეკო-სათამაშოების შექმნის ტექნიკას.
დღეს , VI კლასში , წარმოდგენილი იყო ძალიან საინტერესო პრეზენტაცია თემაზე - აფხაზეთი .
მადლობა ისტორიის მასწავლებელს და მოსწავლეებს გაწეული შრომისათვის
დღეს ჩვენმა VII , IX და X კლასელებმა წარადგინეს პრეზენტაციები შემდეგ თემებზე :
სკოლა მოძღვარი გილოცავთ დამდეგ 2022 წელს
ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო, გთავაზობთ საახალწლო ვიდეო რგოლს
ჩვენი V კლასელების პროექტი კოსმოსზე
მათ შექმნეს ინდივიდუალური კოსმოსში სამოგზაურო სააგენტო და ასტროტურისტებს შესთავაზეს სხვა და სხვა პლანეტებზე გამგზავრება.
ჩვენმა მოსწავლეებმა ისაუბრეს გენდერული თანასწორობის შესახებ. არსებულ სტერეოტიპებზე და მისი დაძლევის გზებზე
დღეს ჩვენმა მოსწავლეებმა წარადგინე პრეზენტაციები თემაზე- გლობალური დათბობა ისაუბრეს ძირითად პრობლემებსა და მისი გადაჭრის, ჩვენთვის ნაცნობ გზებზე
ღია გაკვეთილი Xll კლასში
დღეს ჩვენმა აბიტურიენტებმა წარადგინეს კომპლექსური დავალება მათემატიკაში.
თემები :
გულისცემის და არტერიული წნევის ჩაწერა მათემატიკური მოდელით.
პლანეტებს შორის მანძილის გაზომვა ტრიგონეტრიის გამოყენებით.
წელიწადის ოთხი დროის და ზოგადად დროის პერიოდულობა.
დღეს ჩვენმა Vll კლასელებმა განიხილეს თემა: გენდერული თანასწორობა
ისაუბრეს სტერეოტიპებზე და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებულ გენდერულ პრობლემებზე.
დღეს ჩვენმა Xl და X კლასელებმა წარადგინეს პრეზენტაციები თემებზე - ტოლერანტობა და "ონლაინ თამაშები"
ისაუბრეს ტოლერანტობის რაობაზე და ონალინ თამაშების დადებით და უარყოფით მხარეებზე.
დღეს ჩვენს Vll და Vlll კლასელებს ჩაუტარდათ საინფორმაციო ვიდეოგაკვეთილი თემაზე - რა არის მდგრადი განვითარება?
ისაუბრეს მდგრადი განვითარების რაობაზე , მის აუცილებლობასა და მისი მიღწევის გზებზე.
ჩვენმა X და XI კლასელებმა წარადგინეს პრეზენტაციები თემაზე- სოციალური მედიის გავლენა საზოგადოებაზე
ისაუბრეს სოციალური მედიის გავლენაზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე
დღეს ჩვენთან გაიმართა ინტელექტუალური შეჯიბრი ,, რა ? სად? როდის?’’ , სადაც მონაწილეობდნენ ბავშვები VII_დან XII კლასების ჩათვლით.
ფინალში გასულ გუნდებს გადაეცათ სიგელები , ხოლო გამარჯვებულ გუნდს სკოლისგან ბოულინგის ვაუჩერი.
ამჯერად , ჩვენს VI კლასელებს კლასელებს ჩაუტარდათ საინფორმაციო გაკვეთილი ,, რა არის ბულინგი’’
გაკვეთილის პროცესში ნახეს ბულინგის საწინააღმდეგო ანიმაცია , ისაუბრეს და იმსჯელეს ბულინგის შესაძლო მიზეზებსა და მისი აღმოფხვრის გზებზე .
დღეს დეზინფექცია ჩაუტარდა სკოლის შენობაში არსებულ ყველა ოთახს და დამუშავდა ზედაპირები
აღსანიშნავია, რომ ჩვენს ყველა მასწავლებელსა და ადმინისტრაციულ პერსონალს გავლილი აქვს ტესტირება და მათი 96% უკვე აცრილია Covid-19-ის ვაქცინით
სკოლის შენობაში შემოსული თითოეული პირისთვის კი აუცილებელია ხელების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება და თერმოსკრინინგი