ტექსტის ქვე-გვერდი
დანართი N 1
შპს დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარის“ პროფესიული ორიენტაციისა დაგეგმვისა და
კონსულტირების გაწევის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს შპს დამოუკიდებელი სკოლა ,,მოძღვარის“ საკონსულტაციო მომსახურების გაწევის, დამატებითი აქტივობების განხორციელების, სკოლის მოსწავლეებისათვის კარიერული მხარდაჭერისა და პროფორიენტაციის ღონისძიებების დაგეგმვის წესს.
2. აღნიშნული წესი გულისხმობს ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემას − ღონისძიებათა ფართო სპექტრს, რომელიც პირს ეხმარება ფორმალური განათლების მიღების ნებისმიერ ეტაპზე განსაზღვროს საკუთარი შესაძლებლობა, კომპეტენცია და ინტერესი განათლებასთან და პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად და მართოს საკუთარი კარიერა.
3. კარიერის დაგეგმვა ეხმარება პიროვნებას, გააკეთოს არჩევანი განათლების, ტრენინგისა და დასაქმების თემასთან დაკავშირებით. პროცესი ეფუძნება თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ მდგომარეობას − ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, ინტერესებს, მოტივაციას, სხვადასხვა ფასეულობას. ის ითვალისწინებს შრომის ბაზრის მოთხოვნებს და იმ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, რომელთა მეშვეობით მოსწავლე იძენს შრომის ბაზრისათვის საჭირო ცოდნას.
4. კარიერის დაგეგმვა არის პროცესი, რომელიც ხელს უწყობს მომხმარებელს, შეიძინოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას სჭირდება პროფესიულ მომავალთან დაკავშირებული არჩევანის გასაკეთებლად და გადაწყვეტილებების მისაღებად. კონსულტირების პროცესი განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როდესაც მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა, არამარტო მის წინაშე მოცემული მომენტისათვის მდგარი არჩევანის გაკეთებაში, არამედ ის იძენს უნარს, დამოუკიდებლად მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები მომავალში.
სკოლაში კარიერული კონსულტაცია ითვალისწინებს მოსწავლეებისთვის ორი ტიპის სერვისით უზრუნველყოფას:
1) კარიერული დაგეგმვის კონსულტაცია .რაც გულისხმობს მოსწავლეების კონსულტაციას საკუთარი პიროვნული თვისებების, ინტერესებისა და სხვა ასპექტების განსაზღვრის პროცესში, მოსწავლეების შესაბამისი რესურსებითა და ცოდნით უზრუნველყოფა და სოციალური ურთიერთობების დამყარებაში დახმარება
2) ფსიქოლოგიური კონსულტაცია - ემოციური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისა და კარიერული პრობლემის გადაწყვეტისას, კარიერული გეგმებისა და მიზნების დასახვაში რჩევის მიცემა, პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარება.
5. კარიერის დაგეგმვის სერვისის მიზანია:
5.1. დაეხმაროს ადამიანს, საკუთარი პიროვნული მახასიათებლების, მიდრეკილებების, ინტერესების; შესაძლებლობების, ღირებულებების, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და განვითარების პერსპექტივების გათვლისწინებით, აირჩიოს ან შეცვალოს პროფესია;
5.2. დაეხმაროს თითოეულ პიროვნებას, განსაზღვროს საკუთარი პროფესიული საჭიროებები;
5.3. დაეხმაროს თითოეულ პიროვნებას, მოძებნოს პროფესიული საჭიროებების დაკმაყოფილების საუკეთესო საშუალება და გაზარდოს პიროვნების თავდაჯერებულობა.
6. სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ:
6.1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები და მათი მშობლები;
პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის მართვა სკოლებში მოსწავლეებს ეხმარება: 1.აღმოაჩინონ, ვინ არიან, რა მოსწონთ და რა გამოსდით ყველაზე უკეთ;
2.არ იყვნენ იმედგაცრუებულნი სწავლის პროცესში, რადგანაც ზოგიერთი მათგანი ვერ აკავშირებს სწავლასა და მის პრაქტიკულ გამოყენებას მომავალში;
3. აღმოაჩინონ (და პრაქტიკაში გამოცადონ) სამსახურებისა და პროფესიების ფართო არჩევანი, რომელთაგანაც მათი ინტერესების, უნარებისა და სამუშაო ფასეულობების შესაბამის ვარიანტს შეარჩევენ;
4.შეიქმნან სამუშაო პორტფოლიო სკოლის დასრულების შემდეგ, დაგეგმონ მომავალი ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღების გზები.
საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთათვის კარიერის დაგეგმვასა და პროფესიულ ორიენტაციაში დახმარება გულისხმობს, როგორც ინდივიდუალურ დონეზე მოსწავლისთვის კონსულტაციის გაწევას, ისე ჯგუფურ სამუშაოებს, რომლებშიც თანაბრად იქნებიან ჩართულნი: ფსიქოლოგები, მრჩევლები, მასწავლებლები, სოციალური მუშაკები, დამსაქმებლები და სხვ. და კოორდინირებული თანამშრომლობა უნდა იყოს საგანმანათლებლო სისტემასა და შრომითი ბაზრის წარმომადგენლებს შორის. აუცილებელია ახალგაზრდებისთვის დასაქმებისთვის საჭირო უნარისა და შესაძლებლობის განვითარება. აღნიშნულში მოიაზრება პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის დანერგვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა (სადაც პირველად ხდება პროფესიის არჩევა)
კარიერის დაგეგმვაში კონსულტაციის გაწევა
1. შეისწავლოს მოსწავლეების შესაძლებლობები. სკოლამ უნდა გამოიკვლიოს მოსწავლეების ინდივიდუალური განვითარების დონე, დაეხმაროს მათ საკუთარი უნარების განსაზღვრაში და მიაწოდოს ინფორმაცია შესაძლებლობების, საჭიროებების, ღირებულებების, უნარებისა და ცოდნის შესახებ. მათი მოვალეობაა მოსწავლეების ემოციური მხარდაჭერა კარიერული პრობლემის გადაწყვეტის პროცესში, კარიერული გეგმებისა და მიზნების დასახვაში კარიერული კონსულტაციის გაწევა, პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარება;
2.დაეხმაროს მოსწავლეებს პროფესიის არჩევის პროცესში.
3.ხელი შეუწყოს მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარებას.
4.ხელი შეუწყოს სკოლებისა და პროფესიული კოლეჯების თანამშრომლობას. უნდა გაუმჯობესდეს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში განათლების საფეხურებს შორის კოორდინირებული მუშაობა.
5.უზრუნველყოს კარიერული დახმარებისა და კონსულტაციის გაწევა სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთათვის: პროფესიის არჩევა ყველაზე აქტუალურია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, ამიტომაც ამ ეტაპზე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ოთხ კომპონენტს: 1. თვითშემეცნება; 2. შრომის ბაზრის კვლევა; 3. ინფორმაცია პროფესიაზე; 4. ინფორმაცია საგანმანათლებლო პროცესების შესახებ.
სკოლის ადმინისტრაციის ფუნქცია-მოვალეობები
- უზრუნველყოფს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგვმის პროგრამის სამივე კომპონენტის (სასწავლო სესია, ექსკურისია, შეხვედრები სხვადასხვა სპეციალობის წარმომადგენლებთან, სკოლის კურსდამთავრებულებთან) განხორციელებას სკოლაში;
- უზრუნველყოფს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგვმის სასწავლო სესიებს დამხმარე მასალით (ტექსტის ამობეჭდვა, საბეჭდი ფურცლები, მარკერები, პროექტორი – არსებობის შემთხვევაში და სხვა);
ლოჯისტიკურად უზრუნველყოფს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ექსკურსიებს (უზრუნველყოფს ექსკურიების ტრანსპორტირებას ან/და თავისუფალია მოიძიოს ექსკურსიების განხორციელების თანადაფინანსების წყაროები (თვითმართველობა, დასაქმების ობიექტი, საგანმანათლებლო პროფესიული და უმაღლესი დაწესებულება, საგრანტო პროექტები).