• ტექსტის ქვე-გვერდი

      • თავი I.  ზოგადი დებულებები

         

        უხლი 1.  სკოლის სტატუსი

        1.შპს დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“ არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. 

         

        მუხლი 2. შინაგანაწესის მიზანი 

        1. სკოლის საქმიანობისათვის ხელშეწყობა, სკოლის მისიის შესრულება, სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა და ჩამოყალიბება;

        2. სკოლაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანამდევი ურთიერთობის მოწესრიგება და კონტროლი;

        3. სკოლაში დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;

        4. სასწავლო-სამუშაო დროის  რეგულირება და რაციონალური გამოყენება;

        5. სკოლაში სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისა და დისციპლინის განმტკიცებისათვის მოსწავლეთა ქცევის წესების მოწესრიგება და კონტროლი;

         

         

        უხლი 3.  შინაგანაწესის მოქმედების სფერო

        1.შპს დამოუკიდებელი სკოლა  „მოძღვარის“ (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ და სხვა მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია სკოლისათვის, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას.

        2. შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად.

        3. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი პირის მიმართ გამოიყენება ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.

        4. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების  განუყოფელ ნაწილს.

        5. სკოლასა და დასაქმებულებს/მოსწავლეებს შორის აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის,  შეზღუდული შესაძლებლობების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების გამო.

        6. სკოლა ვალდებულია, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისას დასაქმებულს გააცნოს მოქმედი შინაგანაწესი;

        7. შინაგანაწესი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.
         

        8. შინაგანაწესით განისაზღვრება:                                                                                                                             

         ა)  სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაო და დასვენების დრო;                                                               

         ბ)  სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები და ფარგლები;                                                              

        გ)  შრომითი ურთიერთობის წარმოშობა;                                                                                                                          დ) შრომითი ურთიერთობის პირობები;                                                                                                                                     ე)   შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი;                                                                                                  

         ვ) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, საბოლოო ანგარიშსწორება;                                                     

         ზ) დასაქმებულის წახალისების  ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა;                                                                       თ)  მოსწავლეების  წახალისების  ფორმები და დისციპლინური წარმოების თავისებურებანი;                                                                               

        ი) მატერიალური პასუხისმგებლობა;                                                                                                                                 კ) სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვის და სკოლიდან გადაყვანის პირობები;                                                                      ლ) მოსწავლის  ჩაცმულობის წესი;

        მ) შრომის  პირობების დაცვასთან  დაკავშირებული  ზოგადი ინსტრუქციები;

        ნ) განცხადების/საჩივრის განხილვა.                                                                                                                                  

         

         

        თავი II   სკოლის სტრუქტურული ერთეულები და მათი უფლება-მოვალეობები

        მუხლი 4.  სკოლის სტრუქტურურლი ერთეულებია:

        1. დირექცია:
        • დირექტორი
        • დირექტორის მოადგილე
        • ხარისხის მართვის მენეჯერი
        • დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში
        • დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში
        • დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში
        • ფინანსური მენეჯერი
        1. პედაგოგიური საბჭო
        2. სკოლის დამხმარე ტექნიკური პერსონალი:
        • IT-ი  მენეჯერი
        • საქმეთამწარმოებელი
        • ფსიქოლოგი
        • ბიბლიოთეკარი
        • ექთანი
        • უსაფრხოების მებეჯერი
        • დიასახლისი
        • დამლაგებელი
        • დაცვა
        1. მოსწავლეთა თვითმმართველობა
        2. დისციპლინარული კომიტეტი

         

         

         

        მუხლი 5.  სკოლის დირექტორი

        დირექტორი

        1. იცავს საქართველოს კანონმდებლობას და დადგენილ ნორმებს, ხელს უწყობს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ზოგადი მიზნების მიღწევას და ამ პოლიტიკის შესაბამისი სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელებას. სკოლის დირექტორი თავისი ფუნქციების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია.
        2. ზედამხედველობს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს, ახორციელებს სკოლის მართვას, ხელმძღვანელობს პედაგოგიურ საბჭოს (საჭიროების შემთხვევაში ესწრება კრებას), ადმინისტრაციას და ტექნიკურ პერსონალს. 
        3. ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, საშტატო განრიგს, განსაზღვრავს სკოლის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობებს, შეიმშავებს სკოლის პედაგოგების, მოსწავლეების და მათი მშობლების რეკომენდაციების საფუძველზე სასკოლო სასწავლო გეგმის პროექტს, აცნობს და ათანხმებს პედაგოგიურ საბჭოს და ამტკიცებს მას. 
        4. წარმოადგენს სკოლას სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, კანონმდებლობით დადებული წესით დებს გარიგებებს დაწესებულების სახელით, მოქმეი კანონმდებლობისა და სკოლის წესდბის საფუძველზე განაგებს სკოლის ქონებასა და ფინანსებს. 
        5. იჩენს თანაბარ ყურადღებას მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის მიმართ განურჩევლად სქესისა, რასისა, ენისა, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, შეზღუდული შესაძლებლობისა თუ სხვა ნიშნისა. 
        6. იცავს მოსწავლესთან, მშობელთან, მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფრომაციის კონფიდენციალობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 
        7. უფრთხილდება და განკარგავს სკოლის ადამიანურ, ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს და უზრუნველყოფს მათ მიზნობრივ გამოყენებას. არ ეწევა რელიგიურ და პოლიტუკურ პროპაგანდას; არ იყენებს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილეგიებს პირადი მიზნებისთვის; არ იყენებს მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის ფიზიკურ ან ინტელექტუალურ შრომას ან პოტენციალს პირადი მიზნებისთვის; ხელს უწყობს მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს პროფესიულ განვითარებაში; უქმნის ყველა პირობას დამწყებ მასწავლებლებს სასკოლო გარემოში ინტეგრაციისთვის. 
        8. ხელს უწყობს სკოლის მიერ ორგანიზებული გასვლითი ღონისძიებების (ექსკურსია, სასწავლო ექსკურსია, ლაშქრობა, კოლექტიური სვლა) ჩატარებას, რომელიც განისაზღვრება დირექტორის სპეციალური ბრძანებით. 
        9. არ აყენებს მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს, სკოლის სხვა თანამშრომელს რაიმე სახის შეურაწყოფას და არ ახდენს მათზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას, სკოლის დირექტორი თანამშრომლობს სკოლის პედაგოგებთან, ითვალისწინებს მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და რეაგირებს მასზე. 
        10. უფლებამოსილია დანიშნოს სტიპენდიები და გასცეს პრემიები, ჯილდოები, განიხილოს წახალისებისა და დისციპლინური გადაცდომის საკითხი, ფინანსური დახმარება შრომითი კოლექტივის ცალკეულ წევრებზე და წარჩინებულ მოსწავლეებზე.
        11. უფლებამოსილია გაანთავისუფლოს სასწავლო გადასახადისაგან შეზღუდული შესაძლებლობების/უმწეო ოჯახის მოსწავლეები, შესაბამისი ბრძანების გამოცემით.
        12. სკოლის დირექტორი უფლებამოსილია პროცენტულად(%) შეუმციროს გადასახადი მრავალშვილიან ოჯახებს, დედმამიშვილებს და თანამშრომლების შვილებს შესაბამისი ბრძანების გამოცემით. 
        13. გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, ხელს აწერს სკოლის საფინანსო დოკუმენტებს, ამოწმებს სველი ბეჭდით.      

         

         

        მუხლი 6.  ხარისხის მართვის მენეჯერი

        ხარისხის მართვის მენეჯერი ვალდებულია:

        1. მოამზადოს დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტები, განსაზღვროს სკოლის განვითარების პოლიტიკა და სტრატეგია, ზედამხედველობა გაუწიოს სკოლის შინაგანაწესს და დირექტორის გადაწყვეტილებების შესრულებას. 
        2. ახორციელებს სკოლის შინაგანაწესით და დირექტორის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
        3. ესწრება გაკვეთილებს, ამოწმებს საგაკვეთილო პროცესის თანამედროვე მეთოდებითა და მიდგომებით ჩატარების  მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში, აკონტროლებს კურიკულუმის გაწერასა და მის შესრულებას.
        4. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სასწავლო დისციპლინების სწავლებას, ზრუნავს სწავლების ხარისხსა და ეფექტიანობის ამაღლებისათვის;
        5. უზრუნველყოფს სკოლისთვის საჭირო ადმინისტრაციულ სამართლებრივი და მეთოდური ინფორმაციის მოპოვებას და დაინტერესებულ პირამდე დაყვანას.
        6.  ზრუნავს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე; პასუხისმგებელია გააცნოს და აუხსნას პედაგოგებს ყველა სიახლე, რომელსაც ითვალისწინებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 
        7. კონსულტაციას და ზედამხედველობას უწევს კათედრების მუშაობას, იბარებს ანგარიშს და აწვდის დირექტორს.
        8. ატარებს სასკოლო ტესტირებებს, გამოცდებს, კვლევებს და მონიტორინგს. აწარმოებს აღნიშნული მასალის დამუშავებას და მოცემული სტატისტიკის ანალიზს.
        9. ატარებს კვლევებს სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
        10. ხელს უწყობს პედაგოგთა ურთიერთანამშრომლობის ფორმების მოძიებას, დახვეწასა და განხორციელების სისტემის შექმნას;
        11. ადგენს პედაგოგთა პროფესიულ საჭიროებებს და ამის შესაბამისად გეგმავს მათი განვითარებისთვის საჭირო ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს, უზრუნველყოფს მათ გეგმაზომიერად განხორციელებას;
        12. აწარმოებს და კოორდინაციას უწევს შეფასების პრინციპების სრულ დაცვას მათ ოპტიმალურ და უწყვეტ გამოყენებას.  
        13. აწარმოებს ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა დოკუმენტაციას. ამუშავებს და პედსაბჭოს წარუდგენს სასკოლო სასწავლო გეგმას. 
        14. ასრულებს დირექტორის ცალკეულ დავალებებს.

         

         

        მუხლი დირექტორის  მოადგილე

        დირექტორის  მოადგილე ვალდებულია:

        1. მონაწილეობს მოვალეობების შესარულებაში
        2. ზედამხედვრლობს სკოლაშიმომუშავე თანამშრომლებისა დამოსწავლეების ხარისხისუზრუნველყოფას
        3. უზრუნველყოფს დირექტორის არყოფნის პერიოდში დოკუმენტაციის ვიხირებას და ხელმოწერას.
        4. პერიოდულად აანალიზებს სკოლის საქმიანობას და დირექტორს წარუდგენს ანფარიშებსა და წინადადებებს სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით.
        5. ორგანიზებას უწევს სკოლაში თანამშრომელთა და მოსწავლეთა მოტივაციიც ამაღლებას.
        6. ორგანიზებას უწევს სკოლაში გამართულ ღონისძიებებს.
        7. ვა;დებულია იყოს ორგანიზებული სკოლის ყველა დეტალზე, ორიენტირებული, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარით.
        8. ასრულებს დირექტორის ცალკეულ მითითებებს.
        9. ახორციელებს საქ.კანონმდებლობით გათვალისწინებულ  უფლება0მოვალეობებს.
        10. ანგარიშვალდებულია დირექტორთან.

         

          

        მუხლი 8 დირექტორის  მოადგილე სასწავლო დარგში

        დირექტორის  მოადგილე სასწავლო დარგში ვალდებულია:

        1. პასუხისმგებელია სასკოლო-სასწავლო დოკუმენტაციის წარმოებაზე.
        2. შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს საგაკვეთილო ცხრილს.
        3. აწარმოებს შესაბამის დიაგრამებს, ცხრილებს და წარუდგენს დირექტორს რეკომენდაციების სახით. 
        4. აწარმოებს გაკვეთილის ჩატარების ხარისხის მონიტორინგს.
        5. მონიტორინგს უწევს თითოეული მოსწავლის აკადემიურ მოსწრების ყოველკვირეულ მონაცემებს, ყოველთვიურ სტატისტიკას პროგრესის და რეგრესის მითითებით. 
        6. აწარმოებს გაცდენილი გაკვეთილების შეცვლას და ასახავს ჟურნალში.
        7. აწარმოებს დამატებითი მეცადინეობების( საგნის დღეების) კონტეოლსა და აღრიცხვას.
        8. ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს პედ. საბჭოს;
        9. აწარმოებს და კოორდინაციას უწევს შეფასების პრინციპების სრულ დაცვას მათ ოპტიმალურ და უწყვეტ გამოყენებას.  
        10. საქმიანობას წარმართავს ისე, რომ ყველა რესურსი გამართული და გამოყენებული იქნას ბავშვების კეთილდღეობისთვის.
        11. აწარმოებს კოორდინირებულ თანამშრომლობას დისციპლინარულ კომიტეტთან და თვითმმართველობასთან.
        12. ხელმძღვანელობს მასწავლებელთა პორტფოლიოების წარმოებას.
        13. კოორდინაციას უწევს მოსწავლეთა გაცდენებისა და უარყოფითი შეფასების აღრიცხვას (VII-VIII-IX).
        14. აწარმოებს საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის გადასაცემ დოკუმენტაციას. 
        15. ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სასაწავლო შემოქმედებით კონფერენციებს, საგნობრივი ტურების, ოლიმპიადების, სასკოლო გამოცდების მომზადებას და ჩატარებას ადმინისტრაციის წევრებთან ერთად. 
        16. საჭიროების შემთხვევაში ესწრება მშობელთა კრებებს. 
        17. ასრულებს დირექტორის ცალკეულ დავალებებს.

         

        მუხლი 9.  დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში 

        1. ხელმძღვანელობს სკოლაში მიმდინარე სააღმზრდელო პროცესს.
        2. აწარმოებს კონტროლს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის აღრიცხვა         გაცემაზე.
        3. აკონტროლებს სასკოლო დოკუმენტაციის წარმოებას, უტარებს დოკუმენტის წარმოების წესზე ინსტრუქტაჟს.
        4. ახორციელებს კონტროლს ელ. ჟურნალების წარმოებაზე: ცხრილისა და შინაგანაწესის შესრულებაზე, სკოლაში თანამშრომელთა და გაკვეთილზე მოსწავლეთა გამოცხადებაზე.
        5. აწარმოებს ელ.ჟურნალის მონიტორინგს.
        6. ესწრება გაკვეთილებს;
        7. ზრუნავს საშემსრულებლო დისციპლინის განსამტკიცებლად და კოორდინირებულად თანამშრომლობს დისციპლინარულ კომიტეტთან. 
        8. ხელმძღვანელობს სადამრიგებოლო პროგრამების განხორციელებას.
        9. დააწესოს კონტროლი სემესტრული და წლიური ანგარიშის მომზადებაზე. 
        10. აწარმოებს მონიტორინგს და დირექტორს წარუდგენს სემესტრულ და წლიურ შედეგებს.
        11. ვალდებულია მხარი დაუჭიროს და განავითაროს პედაგოგთა/დამრიგებელთა ინიციატივა, აქტივობა, უზრუნველყოს სკოლის მართვაში მათი მონაწილეობა. 
        12. აწარმოებს პედაგოგთა სკოლაში გამოცხადების და დაგვიანების აღრიცხვას. 
        13. შეიმუშავებს და დირექტორს წარუდგენს ყოველი თვის ბოლოს სახელფასო ტაბელს. 
        14. ორგანიზებას უწევს სკოლის ღონისძიებებს, გამოცდებს, კონფერენციებს, ოლიმპიადებს და წარმომადგენლობით პრეზენტაციებს.
        15. აწესებს  კონტროლს შენობის სართულებზე მორიგეების მიერ მოვალეობათა განხორციელებაზე და აღმზრდელობითი პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობას. 
        16. ზრუნავს სკოლის თანამშრომლების, მშობლებისა და მოსწავლეებს შორის ჰარმონიული, უკონფლიქტო გარემოს ფორმირებაზე.
        17. ესწრება მშობელთა კრებებს.
        18. აწესებს კონტროლს ბრძანებათა შესრულებაზე.
        19. ასრულებს დირექტორის ცალკეულ დავალებებს.

        მუხლი 10.  დირექტორის მოადგილის ფუნქციები სამეურნეო დარგში 

        1. წარმართავს სკოლის სამეურნეო საქმიანობას და მომარაგების პროცესს.
        2. ახორციელებს სკოლის მატერიალური-ტექნიკური ბაზის კონტროლს. 
        3. აკონტროლებს სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის მოწესრიგებას.
        4. ანაწილებს სკოლის ტექნიკური პერსონალის ფუნქციებს და აკონტროლებს მათ მუშაობას.
        5. ხელმძღვანელობს სკოლის საგანგებო სიტუაციათა მობილურ ჯგუფს.
        6. ატარებს ინვენტარიზაციას სასწავლო წლის განმავლობაში საჭირო სამეურნეო საქონლის შესაძენად. 
        7. აკეთებს განაცხადს სასწავლო წლის განმავლობაში საჭირო სამეურნეო საქონლის შესაძენად.
        8. მხარი დაუჭიროს და განავითაროს პედაგოგთა ინიციატივა, აქტივობა, უზრუნველყოს სკოლის მართვაში მათი მონაწილეობა.
        9. ზრუნავს სკოლის თანამშრომლების, მშობლებისა და მოსავლეებს შორის ჰარმონიული, უკონფლიქტო გარემოს ფორმირებაზე. 
        10. ასრულებს დირექტორის ცალკეულ დავალებებს.

         

        მუხლი 11.   ფინანასური მენეჯერი

        1. საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფა.
        2. კონტროლის განხორციელება პირველადი დოკუმენტების თავის დროულ გაფორმებასა და მომხდარ ოპერაციების კანონზომიერებას.
        3. ზრუნავს სახსრების სწორად და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებას, იცავს ფულადი სახსრების მატერიალურ ფასეულობათა დაცვაზე.
        4. მომსახურეთა ხელფასების, პრემიების და სხვა გასაცემი თანხების თავისდროული აღრიცხვა.
        5. ბუღალტრული ანგარიშების შედგენა და დაწესებულ ვადებში მათი წარდგენა.
        6. ბუღალტრული დოკუმენტების შენახვა და არქივაცია, ბანკთან ურთიერთობა.
        7. აწარმოებს ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებთან წარმოშობილი ანგარიშსწორებათა დროულ აღრიცხვას.
        8. მონაწილებს მატერიალურ ინვენტარიზაციაში, გამოავლენს და აღრიცხავს შედეგებს.
        9. ასრულებს დირექტორის ცალკეულ დავალებებს.      

         

        მუხლი 12. IT  მენეჯერი

        1.ერთიანი სახელმწიფო სისტემის შესაბამისად აწარმოებს სკოლის საქმეებს;

        2. პასუხობს და ახორციელებს სატელეფონო ზარებს, სკოლის დირექტორის არყოფნაში, ინიშნავს შემოსულ შეტყობინებებს და დროულად გადასცემს დირექტორს;

        3.ხსნის საქმეებს დადგენილი ნომენკლატურის შესაბამისად, უზრუნველყოფს მათ დაცვასა და შენახვას და დადგენილ ვადებში არქივირებას;

        4. ღებულობს და რეგისტრაციაში ატარებს სკოლის დირექციის მიერ ხელმოწერილ ბრძანებებს, და სხვა შიდა დოკუმენტაციას;

        5. სკოლის დირექტორის რეზოლუციის შესაბამისად გადასცემს დოკუმენტებს შემსრულებლებს, ქმნის მონაცემთა ბანკს; ამრავლებს (აქსეროქსებს) და თანამშრომლებს აცნობს ბრძანებების შინაარსს;

        6. მიჰყავს შემოსული დოკუმენტების მოძრაობის აღრიცხვა, ახორციელებს კონტროლს მათს შესრულებაზე;

        7. ამზადებს დოკუმენტებს შემდგომი შენახვისა და გამოყენებისათვის (საქმეების გაფორმება, აღწერილობების შედგენა, არქივში ჩაბარება); ახდენს საქმისწარმოებით დასრულებულ დოკუმენტების, სარეგისტრაციო კარტოთეკის, მონაცემთა კომპიუტერულ ბანკის არქივირებას სათანადო აღწერილობის თანხლებით;

        8.  წარმოების  ვადაშეწყვეტილ  დასრულებულ       საქმეებს სათანადო წესების დაცვით ინახავს  სკოლის არქივში.

         

         

        მუხლი 13.  საქმეთა მწარმოებელი

        1. ერთიანი სახელმწიფო სისიტემის შესაბამისად აწარმოებს სკოლის საქმეებს;
        2. პასუხობს და ახორციელებს სატელეფონო ზარებს, სკოლის დირექტორის არყოფნაში ინიშნავს შემოსულ შეტყობინენბებს და დროულად გადასცემს დირექტოტს;
        3. ხსნის საქმეებს დადგენილი ნომენკლატურის შესაბამისად, უზრუნველყოფა მათ დაცვასა, შენახვასა და დადგენილ ვადებში არქივირებას.
        4. ღებულობსა და რეგისტრაციაში ატარებს სკოლის დირექციის მიერ ხელმოწერილ ბრძანებებს და სხვა დოკუმენტაციას.
        5. სკოლის დირექტორის რეზოლუციის შესაბამისად გადასცემს დოკუმენტებს შემსრულენლებს, ჰქმნის მონაცემთა ბანკს , ა,რავლებს(აქსეროქსებს) და თანამშრომლებს აცნობს ბრძანებების შინაარს,
        6. მიჰყავს შემოსული დოკუმენტების მოძრაობის აღრიცხვას, ახორციებს  კონტროლს მ,ათ შესრულებაზე.
        7. ამზადებს დიკუმენტებს შემდგომი შენახვისა და გამოყენებისათვის( საქმეების გაფორმება, აღწერილობების შედგენა, არქივში ჩაბარება). ახდენს საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტების, სარეგისტრაციო კარტოთეკის, მონაცემთა კომპიუტერული ბანკის არქივირებას სათანადო აღწერილობის თანხლებით.
        8. წარმოების ვადაშეწყვეტილ დასრულებულ საქმეებს საღანადო წესების დაცვით ინახავს სკოლის არქივში.

         

         

        მუხლი 14.  ბიბლიოთეკარი

        1. ზრუნავს იმ სასწავლო-მეთოდურ თუ მხატვრულ ლიტერატურაზე, რომლებიც სკოლის ბიბლიოთეკის განკარგულებაშია;
        2. ეხმარება მოსწავლეების ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისად მასალის შერჩევაში;
        3. აძლევს რჩევებს მოსწავლეებს , რათა ჩამოუყალიბოს მათ წიგანისადმი სწორი მოპყრობის ჩევები;
        4. დადგენილი აქვს და იცის ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების ზუსტი რაოდენობა;

         

         

        მუხლი 15.      ექთანი

        1. ხელმძღვანელობს სკოლის სამედიცინო, ჰიგიენურ-სანიტარული პროცესის დაცვას;
        2. პერიოდულად ამოწმებს კლასების, დერეფნების, ბუფეტის, საპირფარეშოების სისუფთავეს და აწვდის ინფორმაციას დირექტორს;
        3. პირველად სამედიცინო დახმარებას უწევს  მოსწავლეებს და სკოლის თანამშრომლებს;

         

         

         მუხლი 16.  დიასახლისი

        1. სამზარეულოს, სასადილოს სივრცის წესრიგის და სანიტარული ნორმების დაცვა.
        2. იმუსაოს სკოლის სკოლის შინაგანაწესითა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
        3. აწარმოოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
        4. აწარმოოს შემოსული პროდუქტების ვარგისიანობის კონტროლი.
        5. აწარმოოს პროდუქტების დასაწყობება,სანიტარულ- ჰიგიენური ნორმებისა და ფუჭებადობის გათვალისწინებით.
        6. აწარმოოს ინგრედიენტებისა ხარჯვისა და მარაგების კონტროლი, ტექნოლოგიების მკაცრი დაცვა.
        7. დისტრიბუციას დროუკად მიაწოდოს ინფორმაცია მარაგების შევსების მიზნით.
        8. ეფწქტურად დაგეგმოს საკუთარი გრაფიკი( კერძების დროულად მზადყოფნის მიზნით)
        9. მიაწოდოს უმაღლესი მომსახურეობა ყველა მოსწავლეს ,მასწავლბელსა და მომხმარებელს.
        10. დაემორჩილოს დირექტორის ცალკეულ მითიდებებს.

         

         

        მუხლი 17.  დამლაგებელი

        დამლაგებელი ვალდებულია:

        1. დაალაგოს მასზე გაპიროვნებული სათავსოები - საკლასო ოთახები, კაბინეტები, დერეფნები, კიბეები, სანიტარული კვანძები, ტუალეტები და ა.შ.
        2. გადაწმინდოს მტვერი, დაგავოს იატაკი, მორეცხოს კედლები, იატაკი, ფანჯრის ჩარჩოები, გაწმინდოს ფანჯრის მინები, რბილი ავეჯი.
        3. დაცალოს ურნები და გამორეცხოს ისინი სადეზინფექციო ხსნარით, მოაგროვოს და ნაგვის კონტეინერში ჩაყაროს ნაგავი.
        4. გაწმინდოს          და       სადეზინფექციო         ხსნარით     დაამუშაოს      ნიჟარები და   სხვა  სანიტარულ-ტექნიკური მოწყობილობანი.
        5. დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები დასალაგებლსდ მიმაგრებულ სათავსოებში, გაანიავოს, დაწესებული რეჟიმის დაცვით ჩართოს და გამორთოს ელექტროგანათება.
        6. უსაფრთხოების ტექნიკის დაცვით მოამზადოს და მოიხმაროს სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები.
        7. დაიცვას უსაფრთოების ტექნიკისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები.

         

         

        მუხლი 18.  დაცვა

        1. შეასრულოს სკოლის შინაგანაწესით და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები
        2. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს იყოს ადგილზე.
        3. სკოლისა და მისი მიმდებარე ტერიტოორის კონტროლი.
        4. გააკონტროლოს გასასვლელი კარები.
        5. აწარმოოს სკოლაში ვიზიტორთა აღრიცხვის ჟურნალს.
        6. დირექციის გაფრთხილების გარეშე არ დართოს ნება უცხო პირებს(ნებისმიერ დროს) იმყოფებოდნენ სკოლის ტერიტორიაზე.
        7. კეთისინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.
        8. შეამოწმოს დასაცავი ობიექტის, მისი კარების კლიტეებისა და ჩამკეტ-ჩამრაზი მოწყობილობების, ლუქების დაუზიანებლობა(მთლიანობა), სასიგნალიზაციო მოწყობილო0ბების, ტელეფონების, განათების გამართულობა, ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის ადგილზე ყოფნა და გამართულობა.
        9. გასაღებებისა და სხვა ჩამკეტ-ჩამრაზი მოწყობილობების, ლუქების, სიგნალიზაციისა და განათების დაზიანების (მთლიანობის დარღვევის), ან გაუმართაობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ტექნიკურ მენეჯერს.
        10. კარების, კედლების, კლიტეების, ლუქების გატეხვის შემთხვევების შემჩნევისთანავე, ობიექტზე განგაშის სიგნალიზაციის ჩართვისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს ტექნიკურ მენეჯერს.
        11. ობიექტზე ხანძრის შემჩნევისთანავე ატეხოს განგაში, გამოიძახოს სახანძრო რაზმი, აცნობოს სკოლის ადმინისტრაციას, მიიღოს ზომები ხანძრის სალიკვიდაციოდ.
        12. მორიგეობის მტელი პერიოდის განმავლობაში გაუსვლელად იმყოფებოდეს ობიექტზე.

           

        მუხლი 19. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი

        1. სკოლის მიერ დამტკიცებული უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის წესის თანახმად:

        უზრუნველყოფს სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი  წესრიგის  დაცვას.

        1. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის  უფლება მოვალეობებია:

        ა) სკოლის და მისი მიმდებარე ტერიტორიის კონტროლი;

        ბ) სკოლაში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი და გამოვლენილი სამართალდარღვევების აღკვეთა და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება;

        გ) სკოლის , პედაგოგიური საბჭოს, დირექციისა და მასწავლებლის თხოვნით, სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობა, მათთან ინდივიდუალური გასაუბრება, მათ ქცევაზე დაკვირვება;

        დ) მოსწავლეებისათვის სამოქალაქო თავდაცვასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან და სისხლის სამართლის დანაშაულებთან და მათ შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციისმიწოდება;

        ე) მოსწავლეთა კანონიერი წარმომადგენლების ინფორმირება სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა ქცევის შესახებ;

        ვ)კატასტროფის (ხანძარი,წყალდიდობა,მიწისძვრადასხვა)დროს მოსწავლეთა,სკოლაში მომუშავე და იქ მყოფი სხვა პირების დაცვისა და ევაკუაციისათვის ხელის შეწყობა, აგრეთვე კატასტროფისათვის მზად ყოფნის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვაში,მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

        ზ) ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ძალადობის (მათ შორის, ბულინგის) საწინააღმდეგო საგანმანათლებლო კამპანიებისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

        თ) დაპირისპირებულ მოსწავლეებს შორის მედიატორის როლის შესრულება, კონფლიქტური სიტუაციის გამოვლენა და კონფლიქტის მოგვარება;

        ი) დამოუკიდებლად ან სკოლის დირექციასთან ერთად სკოლის ტერიტორიაზე წესრიგისა და დისციპლინის დაცვა;

        კ) სკოლაში ვიდეოთვალთვალის სისტემის ადმინისტრირება;

        ლ) მოსწავლის განცალკევება ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

        ო) საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთის, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის  იარაღის აღმოჩენის, იმ საგნის აღმოჩენის, რომელსაც სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის კვალი ატყვია, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენით მოპოვებული ნივთისა და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნისა და დოკუმენტის აღმოჩენის მიზნით, რომლებიც საჭიროა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად, უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელება მეტალოდეტექტორის გამოყენებით;

         

         

        მუხლი 20.  ფსიქოლოგი

        1. ხელს უწყობს სწავლა–აღზრდას და აღსაზრდელის სრულყოფილ ფსიქიკურ განვითარებას ყოველ ასაკობრივ საფეხურზე, რისთვისაც ატარებს სათანადო მუშაობას მოსწავლეებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან და დირექციასთან;

        2. შეიმუშავებს და მიაწოდებს ფსიქოლოგიურ რეკომენდაციებს დირექციას,პედაგოგებს;

        3. ხელს უწყობს პირველკლასელთა სასკოლო ცხოვრებისათვის ადაპტაციას.

        4. გამოიკვლევს მოსწავლის აკადემიური ჩამორჩენილობის ან სოციალური ქცევის ფსიქოლოგიურ მიზეზებს და ატარებს საკორექციო მუშაობას კომპეტენციის ფარგლებში;

        5. ხელს უწყობს ბავშვთა და პედაგოგიურ კოლექტივებში ჯანსაღი ფსიქოლოგიური    ურთიერთობების დამყარებას;

        6. შეიმუშავებს რეკომენდაციებს კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში და საჭიროებისამებრ ატარებს მუშაობას;

        7. სკოლის მიერ დამტკიცებული უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის წესის თანახმად :

        7.1. მოსწავლეებს, მათ კანონიერ წარმომადგენლებს, აგრეთვე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ან/და მასწავლებლებს უწევს  ფსიქოლოგიური მომსახურებას;

        7.2. ერთვება საქმეში:  სუიციდის მცდელობის/ სუიციდის, თვიდაზიანების, სკოლაში ფეთქებადი ნივთიერების,  მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის სხვა თანამშრომლის მიერ ალკოჰოლის ან/და ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული  ნივთიერების,  მისი  ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შეტანა, რეალიზაცია, მოხმარება სკოლის ტერიტორიაზე ან/და მათი ზემოქმედების ქვეშყოფნის,  მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი სამართალდარღვევის შემთხვევაში;

        7.3.ასრულებს ზემოთ არნიშნული წესით გათვალისწინებულ  სხვა მოვალეობებს.

         

        მუხლი 21. პედაგოგიური საბჭო 

        1. წარმოადგენს სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანოს,რომელშიც შედის სკოლის ყველა მასწავლებელი.პედაგოგიურ საბჭოში ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი  ხმის უფლებით,საბო შეიმიშავებს რეკომენდაციებს სკოლის სასწავლო–სააღმზდელო საკითხთან დაკავშირებით;
        2. პედაგოგიური საბჭოს სხდომები მოიწვევა მინიმუმ 6–ჯერ სასწავლო წლის განმავლობაში,სხდომას იწვევს და უძღვება პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც 3 წლის ვადით აირჩევა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს ხმების უმრავლესობით,არანაკლებ საერთო ხმების ერთი მესამედისა. 

        ფუნქციები: 

        1. უფლებამოსილია შეიმუშავოს  დირექტორის მონაწილეობით და დაამტკიცოს სასკოლოს სასწავლო გეგმა და პროგრამები;
        2. ქმნის საგნობრივ კათედრებს, ირჩევს და ამტკიცებს საგნობრივი კათედრის ხელმძღვანელებს 1 წლის ვადით;
        3. ამტკიცებს კათედრის სამუშაო გეგმებს;
        4. ამტკიცებს სადამრიგებლო პროგრამის ზოგად პრინციპებს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად;
        5. ამტკიცებს შიდასასკოლო მონიტორინგის პრინციპებს და შეფასების ფორმას (კითხვარებს, ანკეტებს) მასწავლებელთათვის, მოსწავლეთათვის, მშობელთათვის.

         

         

        მუხლი 22.  მოსწავლეთა თვითმმართველობა 

        1. მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს არჩეულს ერთი წლის ვადით.
        2. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს ირჩევენ თვითმმართველობაში თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით შემდეგი წესით:
        • საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგიანეს 1 თვის ვადაში; 
        • მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღს განსაზღვრავს სკოლის დირექტორი,ხოლო არჩევნებზე პასუხისმგებელია დირექტორის მოადგილე;
        • საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწაველთა თვოთმმართველობაში თითოეული კლასის მოსწავლეები ირჩევენ თითო წარმომადგენელს. გამარჯვებულად ითვლება მოსწავლე,რომელიც შესაბამის კლასში მეტ ხმას მოიპოვებს;  
        • არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია ხდება შესაბამისი კლასის დამრიგებლებთან არჩევნების ჩატარებამდე არაუგვიანეს 3 დღით ადრე.
        • მოსწავლეთა  თვითმმართველობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე.
        1. მოსწავლეთა  თვითმმართველობის ფუნქციებია:
        • თვითმმართველობის სტრუქტურის შემუშავება;
        • სკოლის შინაგანაწესის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
        • პედაგოგიურ საბჭოში  მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით წინადადებების წარდგენა.

             

        მუხლი 23. დისციპლინური კომიტეტი 

        დისციპლინური გადაცდომის განხილვის მიზნით  სკოლა ირჩევს დისციპლინური კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში შედის თანაბარი რაოდენობით პედააგოგი, მშობელი და მოსწავლე თვითმმართველობის საშუალო საფეხურის წარმომადგენელი. დისციპლინური კომიტეტის არჩევა ხდება ერთი წლის ვადით. კომიტეტის წევრობის კანდიდატურის დაყენების უფლება აქვს: მშობელთა კომიტეტის მიერ არჩეულ წევრს, პედაგოგიურ საბჭოს, საშუალო საფეხურის თვითმმართველობას. დისციპლინური სახდელები რეგულირდება სკოლის შინაგანაწესით.

         

         

         

         

         

        თავი III. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა და შეწყვეტა

        თავი 3 . შრომითი ურთიერთობის პირობები

        მუხლი 24. სკოლაში პედაგოგის/თანამშრომლის მიღება და სამსახურებრივი შეთავსება

        1. სკოლაში პედაგოგის  მიღება ხდება კონკურსის გზით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკურსის გამოცხადებამ შეიძლება გამოიწვიოს სასწავლო პროცესის ჩაშლა.

        2. სკოლაში მასწავლებლის ვაკანტური ადგილის (კონკრეტულ საგანში არსებული ვაკანტური საათების) არსებობის შემთხვევაში, ვაკანსია შეივსება შიდა კონკურსის საფუძველზე. შიდა კონკურსით ვაკანსიის ვერშევსების შემთხვევაში, სკოლა უფლებამოსილია, გამოაცხადოს ღია კონკურსი.

        3. დირექტორი, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, უფლებამოსილია სკოლაში ვაკანტური ადგილი (კონკრეტულ საგანში არსებული ვაკანტური საათების) შეავსოს შიდა კონკურსის გამოცხადების გარეშე, ღია კონკურსის გამოცხადების გზით.

        4. საკონკურსო პირობებს, კანონმდებლობის საფუძველზე, ადგენს  სკოლის დირექტორი.

        5. განცხადება ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ, ინტერნეტსივრცეში არსებულ დასაქმების ვებგვერდზე - (მასწავლებლის ვაკანსიის შემთხვევაში -  www.pedagogi.ge/www.teacherjobs.ge-ზე), ხოლო განცხადება შიდა კონკურსის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს  სკოლაში დასაქმებულთათვის ხელმისაწვდომ ადგილას.

        6. სკოლაში  ძირითადი  მასწავლებლისათვის  დროებით შრომითი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში, სასწავლო  პროცესის ნორმალურად  წარმართვისთვის, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია დროებით არმყოფი  პირის ჩანაცვლების მიზნით, ვაკანტური ადგილი (კონკრეტულ საგანში არსებული ვაკანტური საათების) შეავსოს კონკურსის გამოცხადების გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, დროებით არმყოფი მასწავლებლის ნაცვლად მიღებულ(შემცვლელ)  მასწავლებელთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება დროებით არმყოფი პირის ჩანაცვლების მიზნით, ძირითადი მასწავლებლის სამსახურში გამოცხადებამდე.

        7. კონკურსის ეტაპებია:

        ა)  საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

        ბ) გასაუბრება;

        გ) საჩვენებელი გაკვეთილი( სკოლა ამის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს ვაკანსიის გამოცხადების დროს.

        8. საკონკურსო კომისია განიხილავს ვაკანტურ საათებზე  შესულ განცხადებებს და გადაარჩევს იმ კანდიდატებს, რომელთა მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება დამსაქმებლის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს.

        9. გადარჩეული განაცხადებებიდან კანდიდატის  შერჩევა ხდება გასაუბრების საშუალებით. მოწმდება პედაგოგიური, დიდაქტიკური და საგნობრივი კომპეტენცია.

        10.    სამუშაოდ მიღებულ ყველა დასაქმებულთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

        11. სკოლაში მიღებულ დასაქმებულზე იხსნება პირადი საქმე, რომელშიც  ინახება  1) CV; 2)პირადობის მოწმობის ასლი; 3)განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის   ასლი;ნოტარიულად დამოწმებული; 4) ნასამართლობის შესახებ ცნობა(პედაგოგის შემთხვევაში, რომ ის არ არის ნასამართლევი განზრახი დანაშაულისათვის); 5)  ცნობა  იმის შესახებ რომ  თანამშრომელი  არ არის ნასამართლევი სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის(ყველა თანამშრომლის შემთხვევაში);

        12.  თანამშრომლის მიღება (გარდა მასწავლებლისა) ხდება სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით კანდიდატთან გასაუბრების გზით.

        13.  დასაქმებულს უფლება აქვს შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა და ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს, თუ ამ სამუშაოს შესრულება ხელს არ შეუშლის სკოლაში დაკისრებული ვალდებულების შესრულებას.

        14.  სხვა დამსაქმებელთან მუშაობის შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია წინასწარ საქმის კურსში ჩააყენოს სკოლის დირექტორი. 

         

         

         

         

        თავი 4. შრომითი ურთიერთობის პირობები

         

        მუხლი 25.  სამუშაო დროის აღრიცხვა

        1. დასაქმებულთა სამუშაო დროის ყოველთვიური აღრიცხვა წარმოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 12 თებერვალის  №01-15/ნ ბრძანების სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი წარმოების წესის  დანართი N2 შესაბამისად;

        მუხლი 26. სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება და გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი

        1.   წინასწარ ცნობილი მიზეზით,  სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია წინასწარ  (წინა დღეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სამუშაოს დაწყებამდე მინიმუმ 1 (ერთი) საათით ადრე) გააფრთხილოს  სკოლის დირექცია გამოუცხადებლობის/სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების შესახებ, სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზების მითითებით.
        2. გადაუდებელი აუცილებლობისას (სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო) სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების  შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს სკოლის დირექციას გამოუცხადებლობის/სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების მიზეზი.

        3. დასაქმებულის გამოუცხადებლობის/სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების მიზეზის საპატიოდ ჩათვლის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი. დასაქმებულის გამოუცხადებლობის/სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების მიზეზის საპატიოდ ჩათვლის შემთხვევაში დასაქმებულზე არ გავრცელდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, თუმცა მას ხელფასიდან დაუკავდება გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ანაზღაურება.

        4. არასაპატიო მიზეზით სკოლაში გამოუცხადებლობა ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვება განიხილება დისციპლინურ გადაცდომად და დასაქმებულზე გავრცელდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები ამ შინაგანაწესით დადგენილი რიგითობით, ასევე, დასაქმებულს ხელფასიდან დაუკავდება გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ანაზღაურება.

        მუხლი 27. დასაქმებულთა  ჩაცმულობის წესი:

        1. დაუშვებელია დასაქმებული სკოლაში გამოცხადდეს შეუფერებელი, გამომწვევი ან/და ვულგარული  ჩაცმულობით.
        2. დაუშვებელია სკოლაში შეურაცხმყოფელი გამონათქვამების, სურათის ან/და კარიკატურის შემცველი  სამოსის ტარება.

        მუხლი 28ზეგანაკვეთური სამუშაო

        1. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 40 საათს.

        2. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. დასაქმებულის თანხმობით შესაძლებელია ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ მისთვის დამატებითი დასვენების დროის მიცემა.

        3. არასამუშაო დროს საკუთარი ინიციატივით (უფლებამოსილი პირის დავალების გარეშე) სამუშაოს შესრულებისას დასაქმებულს  არ მიეცემა რაიმე სახის ანაზღაურება.


        მუხლი 29.   შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი და წესი

        სკოლის დასაქმებულებზე შრომის ანაზღაურება გაიცემა შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში.  ანაზღაურების გაცემა ხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დასაქმებულის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.

        თავი 5შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

         

        მუხლი 30. ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

        1. სკოლაში დასაქმებულ ყველა პირს ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში  24 სამუშაო დღით.
        2. დასაქმებულის შვებულებით სარგებლობის უფლება წარმოიშობა მუშაობის  11 თვის შემდეგ. სკოლის დირექტორთან შეთანხმებით დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდეც.
        3. დასაქმებული შვებულებით სარგებლობის მოთხოვნით სკოლის დირექტორს მიმართვს წერილობითი განცხადებით. შვებულება ფორმდება სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.
        4. დასაქმებული ვალდებულია შვებულების დასრულებისთანავე დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს.
        5.  ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის დროს დროებითი შრომისუუნარობის დაწყების შემთხვევაში, დროებით შრომისუუნარობის გამო ანაზღაურება გაიცემა დროებით შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე. ამ შემთხვევაში შვებულების დღეები გადაიწევს საავადმყოფო ფურცელში მითითებული დღეების რაოდენობით.
        6. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.
        7. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.

        მუხლი 31. საშვებულებო ანაზღაურება

        დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელის შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.

        მუხლი 32. ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

        1. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.

        2. ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.

        უხლი 33.  შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო.

        1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 730 კალენდარული დღის ოდენობით.      

        2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში -200 კალენდარული დღე.

        3. ამ მუხლით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

        4. სკოლა წაახალისებს დეკრეტული შვებულების გამოყენებას როგორც ქალების, ისე მამაკაცების მიერ, საქართველოს მოქმედი შრომის კანონის შესაბამისად.

        მუხლი 34. შრომითი ურთიერთობის შეჩერების გაფორმება.

        1. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 46-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერებული შრომითი ურთიერთობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
        2. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სკოლას  შეუძლია სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება.

         

         

        თავი 6. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა/საბოლოო ანგარიშსწორება

         

        მუხლი 35. დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.

        1. სკოლას შეუძლია დასაქმებულთან შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება შემდეგი საფუძვლებით:

        ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;

        ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

        გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება;

        დ) დასაქმებულის მიერ სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;

        ე) მხარეთა წერილობითი შეთანხმება;

        ვ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;

        ზ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 (ერთი) კალენდარული წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;

        თ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;

        ი) ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 31-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულება;

        კ) მასწავლებლის მიერ სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;

        ლ)  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

        2. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

         

         

        თავი 7. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაო და დასვენების დრო

         

        მუხლი 36. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაო და დასვენების დრო

        1. სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება - მოვალეობანი.
        2. სკოლაში სასწავლო წლის, არდადეგების დაწყების და დამთავრების დრო განისაზღვრება  ,,საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის N84/ნ  ბრძანების შესაბამისად.
        3. სამუშაო კვირა, ისევე როგორც სასწავლო კვირა, ხუთდღიანია (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). სამუშაო დროში არ შედის შესვენების პერიოდი, დასვენებისა (შაბათი-კვირა) და საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს შრომის კოდექსით“ განსაზღვრული უქმე დღეები.
        4. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში 6 დღიანი სწავლება. კერძოდ, 6 დღიანი სწავლება დასაშვებია:

        ა) თუ სკოლას გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო გაუცდა სასწავლო დღე/დღეები.

        ბ) თუ ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ.

        1. სკოლაში სასწავლო პროცესი იწყება 09:00 საათზე.
        2.  გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით. გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნას   ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები, ფორსმაჟორული სიტუაცია და ა.შ.) როდესაც სკოლამ  შესაძლოა ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილებისა და დასვენებების ხანგრძლივობა სასწავლო დროის შემცირების მიზნით.
        3. სკოლაში დასაქმებულებისთვის (გარდა მასწავლებლებისა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განისაზღვრება 40 სამუშაო საათით, რომელშიც არ შედის შესვენების და დასვენების დრო. მათთვის სამუშაო დღის დასაწყისია 09:00 საათი, დასასრული-18:00 საათი; სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დროა 13:00 საათიდან 14:00 საათამდე;
        4. მასწავლებელი ვალდებულია სკოლაში გამოცხადდეს გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე. სკოლის მასწავლებლის სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განისაზღვრება მისი საათობრივი დატვირთვის შესაბამისად.

         

         

         

        თავი 8. დასაქმებულის წახალისების  ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა

        მუხლი 37.  წახალისების  ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა

        1. სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოს  შესრულებისათვის, საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულად  თავის გამოჩენისათვის დასაქმებულთა მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წახალისების შემდეგი ფორმები:

        ა) მადლობის გამოცხადება;

        ბ) საპატიო სიგელით დაჯილდოება ;

        გ) ერთჯერადი (ფულადი) პრემიის გაცემა;

        2. დასაქმებულის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებული იქნეს წახალისების რამოდენიმე ფორმა.

        მუხლი 38. წახალისების გამოყენების წესი

        1.  დასაქმებულის წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი.

        2. წახალისების შესახებ გადაწყვეტილება  ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.

         

        მუხლი 39. დისციპლინური სახდელი

        1. დისციპლინური სახდელი სკოლის თანამშრომელს ეკისრება   სკოლის მიერ ჩატარებული ღონისძიებების საფუძველზე. აღნიშნული ღონისძიებების მიზანია, გამოავლინოს  მოსწავლის ან დასაქმებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომა.

        2. სასკოლო დისციპლინა დაცული უნდა იქნეს იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ეფუძნება მოსწავლის და მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას.

        3. სკოლის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, დისციპლინური მოკვლევა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და თანაზომადი.

        4. დისციპლინური მოკვლევა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით.                                                                                                                                                              

         5. დისციპლინური მოკვლევისას  სკოლა ვალდებულია განუმარტოს მოსწავლეს ან დასაქმებულს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი.                                                                                                                       6. დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას.

        7.  ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება დაკისრებულ იქნეს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე.

        8. დაუშვებელია სკოლის მიერ დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც დასაქმებულმა ან მოსწავლემ ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი.

        9. დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმის ხარისხი ის შედეგი, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან.

         

        მუხლი 40. დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომა და სახდელი

        1. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დასაქმებულს ეკისრება დისციპლინური სახდელი;

        2. დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომაა:

        ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ან/და სკოლის შინაგანაწესის  შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

        ბ) სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;

        გ) დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი,  ზნეობრივ - ეთიკური ნორმების დარღვევა;

        დ) ქმედება, რომელიც ლახავს სკოლის რეპუტაციას ან/და ავტორიტეტს;

        ე) მასწავლებლის მიერ  მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის  დარღვევა;

        ვ) მოსწავლეზე, დასაქმებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლა;

        ზ) მოსწავლის/მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის/დასაქმებულის პირად ცხოვრებაში ჩარევა;

        თ) კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევა;

        ი)  სკოლის ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ან/და ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შეტანა, რეალიზაცია ან/და გავრცელება;

        კ) სამსახურში გამოცხადება ალკოჰოლის, ან/და ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების  ზემოქმედების ქვეშ (ექიმის დანიშნულების გარეშე);

        ლ) განზრახ ან გაუფრთხილებლობით სკოლისათვის ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;

        მ) სკოლის ტექნიკის, აღჭურვილობისა ან/და დოკუმენტების უნებართვოდ ან არასათანადოდ გამოყენება ან/და სკოლის ტერიტორიის გარეთ გატანა;

        ნ) სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების წესების დარღვევა;

        ო) სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს/ელექტრონული სიგარეტის მოხმარება;

        პ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/დაცვის /სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფა;

        ჟ) სამსახურში დაგვიანება, გაუფრთხილებლად სამუშაოს გაცდენა ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის გაუფრთხილებლად დატოვება, არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა;

        რ) სკოლის დოკუმენტაციის (ელ. ჟურნალი, კათედრის დოკუმენტაციის, სხდომის ოქმები და სხვა) წარმოების წესის დარღვევა;

        ს) მასწავლებლის მიერ საგაკვეთილო პროცესის მიტოვება, დასაქმებულის მიერ საგაკვეთილო პროცესის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა;

        ტ) შესაძლო დისციპლინური გადაცდომის შესახებ ინფორმაციის დამალვა;

        უ) სკოლაში კონფლიქტური სიტუაციების შექმნა;

        ფ)  ელექტრონული  ჟურნალის წარმოების წესების დარღვევა;

        ქ) სკოლის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ:

        ქ.ა) საგანგებო სიტუაციების დროს:

        ქ.ა.ა) კლასის კოორდინატორის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა;

        ქ.ა.ბ) სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის/დირექციის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა;

        ქ.ა.გ) უფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა;

        ქ.ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი გადამდები დაავადების შემთხვევის დროს:

        ქ.ბ.ა) კლასის კოორდინატორის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა;

        ქ.ბ.ბ) სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის/დირექციის/სკოლის ექიმის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა;

        ქ.ბ.გ) უფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა;

        ქ.გ) სუიციდური აზრის/სუიციდის მცდელობის/სუიციდის დროს უფლებამოსილი პირის/სკოლის ადმინისტრაციის/სკოლის დირექციის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა.

        ქ.დ) თვითდაზიანების დროს უფლებამოსილი პირის/სკოლის ადმინისტრაციის/კლასის კოორდინატორის  მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა.

        ქ.ე) ფეთქებადი ნივთიერებების სკოლაში აღმოჩენის დროს/სკოლაში ფეთქებადი ნივთიერებების არსებობის შესახებ შეტყობინების დროს კლასის კოორდინატორი/უფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისას;

        ქ.ვ) მოსწავლის მიერ საქართველოს კანონმდებლობითა და შინაგანაწესით აკრძალული ნივთის ქონის დროს, უფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა.

        ქ.ზ) მასწავლებლის/სკოლის სხვა თანამშრომლის/მოსწავლის მიერ ალკოჰოლის ან/და ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების სკოლის ტერიტორიაზე შეტანის, რეალიზაციის, გავრცელების, მათი მოხმარების (ექიმის ნებართვის გარეშე) ან/და ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს:

        ქ.ზ.ა) უფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა;

        ქ.ზ.ბ) სკოლის ადმინისტრაციის/მასწავლებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა;

        ქ.თ) მოსწავლის საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობის ან/და საპატიო მიზეზის გარეშე დაგვიანების დროს უფლებამოსილი პირის/მასწავლებლის (კლასის კოორდინატორის)  მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, იმ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი არ არის ინფორმირებული;

        ქ.ი) შესაბამისი საფუძვლისა და ნებართვის გარეშე მოსწავლის მიერ საგაკვეთილო/სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას კლასის ან/და სკოლის დატოვების დროს მასწავლებლის/სკოლის ადმინისტრაციის/უფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა;

        ქ.კ) მასწავლებლის/სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლის მიერ მოსწავლის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა;

        ქ.ლ)  მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი სამართალდარღვევის დროს უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაციის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა;

        ქ.მ) ბულინგის/კიბერბულინგის დროს უფლებამოსილი პირის/სკოლის დირექციის/სკოლის ადმინისტრაციის/კლასის კოორდინატორის/მასწავლებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა;

        ქ.ნ) მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის დროს უფლებამოსილი პირის/სკოლის დირექციის/სკოლის ადმინისტრაციის/კლასის კოორდინატორის/მასწავლებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა;

        ქ.ო) მოსწავლის დესტრუქციული ქცევის დროს უფლებამოსილი პირის/სკოლის ადმინისტრაციის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა;

        ქ.პ) მოსწავლის მიერ ფულის/ნივთის უნებართვოდ აღების, ფულის შეგროვების, ფულის/ნივთის სხვა მოსწავლისათვის იძულების ნებისმიერი ფორმით გამორთმევის დროს უფლებამოსილი პირის/სკოლის ადმინისტრაციის/კლასის კოორდინატორის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა;

        ქ.ჟ) მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის თანამშრომლის/სკოლის ქონების ხელყოფის დროს უფლებამოსილი პირის/სკოლის ადმინისტრაციის/კლასის კოორდინატორის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა;

        ქ.რ) მოსწავლის/მოსწავლეების განცალკევების დროს უფლებამოსილი პირის/სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის/ მასწავლებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა;

        ქ.ს) უფლებამოსილი პირის მიერ/უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების წესის დარღვევა;

        ქ.ფ) საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანიების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ კამპანიის ჩატარების ვალდებულების დარღვევა;

        ღ) ბულინგის ან/და კიბერბულინგის ჩადენა;

        ყ) დისკრიმინაციის განხორციელება ნებისმიერი ნიშნის მიხედვით;

        შ) პედაგოგიური საბჭოს, საგნობრივი კათედრის სამუშაო შეხვედრებზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობა/დასწრებისთვის თავის არიდება;

        ჩ) დირექტორის კანონიერი დავალებებისა და მითითებების შეუსრულებლობა;

        ც) დასაქმებულისათვის შეუფერებელი სხვა ქმედება.

        მუხლი 41.  დისციპლინური სახდელები

        1. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, დასაქმებულის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:

        ა)  შენიშვნა;

        ბ) საყვედური;

        გ) სასტიკი საყვედური;

        დ)ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;

        ე) სამსახურიდან გათავისუფლება.

        2. დისციპლინური სახდელის სახით შენიშვნა გამოიყენება:

        ა) სამსახურში დაგვიანებისას;

        ბ) სკოლის ტექნიკის, აღჭურვილობისა და დოკუმენტების უნებართვოდ ან არასათანადოდ გამოყენების ან/და სკოლის ტერიტორიის გარეთ გატანისას;

        გ) სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულებისას;

        დ) განზრახ ან გაუფრთხილებლობით სკოლისათვის ზიანის მიყენების საშიშროების შექმნისას;

        ე) სკოლის ტერიტორიაზე ალკოჰოლის შეტანისათვის.

        3. დისციპლინური სახდელის სახით  საყვედური გამოიყენება:

        ა) დასაქმებულის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ მის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (შენიშვნა) ან დასაქმებულის მიერ გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატიურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით საყვედურის გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე.

        ბ) გაუფრთხილებლად სამუშაოს გაცდენის, სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის მიტოვების ან არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობისას;

        გ) სკოლის დოკუმენტაციის (ელექტრონული ჟურნალი, კათედრის დოკუმენტაციის, სხდომის ოქმების და სხვა) წარმოების წესის დარღვევისას;

        დ) სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს/ელექტრონული სიგარეტის მოხმარებისას;

        ე) სკოლისათვის ზიანის მიყენება განზრახ ან გაუფრთხილებლობით;

        ვ) პედაგოგიური საბჭოს, საგნობრივი კათედრის, სამუშაო შეხვედრებზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობის/დასწრებისთვის თავის არიდებისათვის;

        ზ) უფლებამოსილის პირის მიერ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების წესის დარღვევისათვის;

        თ) სამსახურში ალკოჰოლის  ზემოქმედების ქვეშ გამოცხადების შემთხვევაში;

        4. დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედური გამოიყენება:

        ა) დასაქმებულის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ მის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (საყვედური) ან პირდაპირ, დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე:

        ბ) კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევისას;

        გ) სკოლაში კონფლიქტური სიტუაციების შექმნისას;

        დ)ნებისმიერი ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციის განხორციელებისას;

        ე) დისციპლინური გადაცდომის შესახებ ინფორმაციის დამალვისას;

        ვ) მასწავლებლის მიერ საგაკვეთილო პროცესის მიტოვების, დასაქმებულის მიერ საგაკვეთილო პროცესის ჩაშლის ან ჩაშლის მცდელობისას;

        ზ) სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების წესების დარღვევისას;

        თ) ბულინგის ან/და კიბერბულინგის ჩადენისას;

        ი) სკოლის ტერიტორიაზე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შეტანისათვის (ექიმის დანიშნულების გარეშე);

        კ) სამსახურში ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების  ზემოქმედების ქვეშ გამოცხადების შემთხვევაში (ექიმის დანიშნულების გარეშე);

        5. დისციპლინური სახდელის სახით არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება გამოიყენება:

         დასაქმებულის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ მის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (სასტიკი საყვედური) ან პირდაპირ, დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე:

        ა)  სამსახურებრივ მოვალეობათა ან/და სკოლის შინაგანაწესის  შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების, დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელის ჩადენის,  ზნეობრივ - ეთიკური ნორმების დარღვევის, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის  დარღვევის, დასაქმებულისათვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენის შემთხვევაში, ან/და  სკოლაში  უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დასაქმებულს დისციპლინური სახდელი ეკისრება კონკრეტული გადაცდომის სიმძიმიდან  გამომდინარე.

        6. დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან განთავისუფლებ გამოიყენება:

         დასაქმებულის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ მის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა ( ხელფასის დაკავება) ან პირდაპირ, დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე:

        ა) მოსწავლის/დირექციის წევრის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის;

        ბ) ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების რეალიზაციის ან/და გავრცელებისას;

        მუხლი 42. დისციპლინური გადაცდომის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო და დისციპლინური  წარმოების დაწყება

        1. დასაქმებულთა (გარდა მასწავლებლების) დისციპლინურ გადაცდომებს განიხილავს სკოლის დირექტორი. სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით დასაქმებულთა დისციპლინური გადაცდომა შეიძლება განიხილოს დისციპლინურმა კომიტეტმა. მასწავლებელთა გადაცდომების განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოა დისციპლინური კომიტეტი.

        2. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:

        ა) მოსწავლის, მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის, შესაბამის სკოლაში

        დასაქმებული პირის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის

        სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის

        უზრუნველყოფა;

        ბ) დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს მასწავლებლის/დასაქმებულის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, მასწავლებლის/დასაქმებულის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელზედაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს.

        2. ამ მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დისციპლინური წარმოება იწყება:

        ა) სკოლის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვის საფუძველზე;

        ბ) სკოლის დირექტორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

        3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების მიზნით წერილობით მიმართავენ დისციპლინურ კომიტეტს, ხოლო ყველა სხვა დასაქმებულის მიმართ სკოლის დირექტორს.

        4. დაუშვებელია სკოლის მიერ დასაქმებულისათვის (გარდა მასწავლებლების) დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც მან სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ ჩაიდინა, გარდა იმ ქმედებისა, რომელიც პირდაპირ, ან ირიბად ზიანს აყენებს სკოლის ან/და მოსწავლის ინტერესებს.

        5. დასაქმებულის (გარდა მასწავლებლების) მიმართ დისციპლინური წარმოება შეიძლება დაიწყოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან, ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) წლისა.

        6. დასაქმებულის მიმართ (გარდა მასწავლებლისა) დისციპლინური სახდელის დაკისრების ან არდაკისრების შესახებ ბრძანება გამოიცემა გადაცდომის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდანარაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა.

        7. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია

        ბრძანების გამოსაცემად ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ამ შემთხვევაში შესაძლებელია დისციპლინური წარმოების ვადის გაზრდა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს  წარმოების დაწყებიდან 3 თვეს.

        მუხლი 43. მასწავლებლის დისციპლინური წარმოების წესი საქმის გარემოებათა გამოკვლევა

        1. დისციპლინური კომიტეტი ვალდებულია დისციპლინური წარმოებისას გამოიკვლიოს

        საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

        2. დაინტერესებული მხარე ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს დისციპლინურ კომიტეტთან დისციპლინური წარმოებისას.

        3. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სკოლის დისციპლინური კომიტეტი უფლებამოსილია:

        ა) გამოითხოვოს დოკუმენტები;

        ბ) შეაგროვოს ცნობები;

        გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს;

        დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი;

        ე) დანიშნოს ექსპერტიზა;

        ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები;

        ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით

        გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

        4. დასაქმებულს უფლება აქვს დისციპლინური დევნისას ისარგებლოს დუმილის უფლებით.

        დუმილის უფლება არ ათავისუფლებს მას დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.

        5. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს

        მტკიცებულებები, აგრეთვე, შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით.

        6. შუამდგომლობასთან დაკავშირებით, დისციპლინური კომიტეტი 2 დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

        ა) შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ;

        ბ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

        7. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს

        დისციპლინური წარმოების მასალებს, გარდა იმ მასალებისა, რომელიც შეიცავს კანონმდებლობით

        გათვალისწინებულ საიდუმლო ინფორმაციას.

        8. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს

        დისციპლინურ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების ასლები. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს, კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი საქმის მასალების ასლები გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით.

         

        მუხლი 44. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობა/აცილება

        1. დისციპლინურ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს დისციპლინური კომიტეტის ის წევრი, რომელიც:

        ა) თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში;

        ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;

        გ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია;

        დ) იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;

        ე) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია.

        2. ამ წესის მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:

        ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;

        ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;

        გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;

        დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.

        3. დისციპლინური კომიტეტის წევრი ვალდებულია დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარეს აცნობოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.

        მუხლი 45. დისციპლინური კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღება

        1. დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.

        2. დისციპლინური კომიტეტი გადაწყვეტილებას, დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე, ან დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ, იღებს მიმართვის წარდგენიდან 3 კვირის ვადაში.

        3. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, დისციპლინური კომიტეტი დისციპლინური წარმოების დაწყებისას, იღებს გადაწყვეტილებას სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ. აღნიშნულ შემთხვევაში, აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

        4. დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმით.

        7. დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ დისციპლინური კომიტეტის ოქმი, ეგზავნება  სკოლის დირექტორს.

         

        თავი 9. მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის და სკოლიდან გადაყვანის პირობები

        მუხლი 46. სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვის  პირობები

        1. სკოლაში პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან. 

        2. პირველ კლასში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

        ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე, რომელიც უნდა შეიცავდეს განმცხადებლის საცხოვრებელ ადგილს და ტელეფონის ნომერს;

        ბ) ბავშვის ფოტოსურათი (3X4);

        გ) ბავშვის დაბადების მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;                                                                                   

        დ) მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების პირადობის მოწმობების ასლები;

        ე)მოსწავლის ჯანმრთელობის ცნობა, ფორმაN100;

        3. სკოლაში მოსწავლის პირველ კლასში ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლის პირადი საქმე.

        4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის N193/ნ  ბრძანებით დამტკიცებული ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის’’ შესაბამისად მოსწავლის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მობილობის შემთხვევაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

        ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე, რომელიც უნდა შეიცავდეს განმცხადებლის საცხოვრებელ ადგილს და ტელეფონის ნომერს;

        ბ) მოსწავლის პირადი საქმე/წინა კლასის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;

        გ) ინფორმაცია საგნების მიხედვით მიმდინარე შეფასებისა და გაცდენილი საათების შესახებ (სასწავლო წლის განმავლობაში მობილობის დროს);

        დ) მოსწავლის დაბადების მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;                                                                                  

        ე) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

        5. ზემოთ განსაზღვრული დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

        6. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა ხდება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  წესით.

        7.   მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა აჭარბებს სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა ადგილების კანონმდებლობით დადგენილ ოდენობას.

        8.  სკოლა უფლებამოსილია მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა.

        9. დასაშვებია მოსწავლის პარალელურ კლასში გადასვლა. ამ საკითხს მშობლის განცხადების საფუძველზე წყვეტს სკოლის დირექტორი.

        10. დირექცია ვალდებულია სკოლაში ჩარიცხვისას მოსწავლესა და მის მშობელს გააცნოს  მოსწავლეთა ქცევის კოდექსი; სკოლის შინაგანაწესი, სასკოლო სასწავლო გეგმა;

        თავი 10. მოსწავლის და მოსწავლის მშობლის უფლება-მოვალეობები

         

        მუხლი 47 მოსწავლის მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) უფლება-მოვალეობანი

           1. მოსწავლის მშობელი (ან კანონიერი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაიხადოს სწავლის ქირა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში. გადაუხდელობის შემთხვევაში სკოლა მიმართავს სასამართლოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან უფლებამოსილია შეუწყვიტოს მოსწავლის სტატუსი სემესტრის დასრულების შემდგომ.

        2. მოსწავლის მშობელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს ისარგებლოს მობილობით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

        2. მოსწავლის მშობელს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი მომსახურეობის პაკეტი და დამატებით გადაიხადოს მომსახურეობისათვის საჭირო თანხა, რომელიც განსაზღვრული იქნება შეთანხმებით და გათვალისწინებული იქნება ხელშეკრულებით.       

        მუხლი 48მოსწავლეთა ვალდებულებები

        1.         მოსწავლეთა ვალდებულებები განსაზღვრულია მოსწავლეთა ქცევის კოდექსით.

        2.         მოსწავლე ვალდებულია გაეცნოს ამ კოდექსს და დაემორჩილოს კოდექსის და ამ შინაგანაწესის მოთხოვნებს, ასევე დაუყონებლივ ჩააყენოს ადმინისტრაცია საქმის კურსში მოსწავლეთა ქცევის კოდექსის უხეში დარღვევის შემთხვევისას.

        3.         მოსწავლეთა ქცევის კოდექსი ამ შინაგანაწესის განუყოფელი ნაწილია.

        4.         მოსწავლე ვალდებულია  სასწავლო პროცესის დროს გამორთოს მობილური ტელეფონი .

        5. მოსწავლე ვალდებულია გაუფრთხილდეს სკოლის შენობას, მასში არსებულ მოწყობილობებსა და აღჭურვილობას და დაზიანების შემთხვევაში აღადგინოს იგი თავად ან სხვათა დახმარებით.

         

        თავი 11.  მოსწავლის წახალისების ფორმები და დისციპლინური წარმოების თავისებურებანი

        მუხლი 49. მოსწავლის წახალისება წარმატებისათვის

        1.სანიმუშო ყოფაქცევის, სწავლაში მიღწეული  მაღალი შედეგებისა, მოსწავლეთა სასკოლო ოლიმპიადებში, კონფერენციებში, პროექტებში მოპოვებული წარმატებისათვის მოსწავლე შეიძლება წახალისდეს და დაჯილდოდეს.

        •           სიგელით

        •           დიპლომით

        •           მადლობის გამოცხადებით

        •           ფულადი პრემიით

        •           სხვა ჯილდოებით.

        1. შეიძლება გამოყენებული იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.

        მუხლი 50. წახალისების გამოყენების წესი

        1. მოსწავლის წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი.         

        მუხლი 51. მოსწავლეთა დისციპლინური დევნის თავისებურებანი

        მოსწავლეთა დისციპლინური წარმოებისას გამოიყენება ამ შინაგანაწესით დადგენილი წესები ამ თავით გათვალისწინებული თავისებურებების გათვალისწინებით.

        მუხლი 52. მოსწავლის დისციპლინური გადაცდომა/დისციპლინური სახდელი

        1. მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება:

        ა) საგაკვეთილო პროცესზე არაერთგზის დაგვიანება;

        ბ) საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობა, იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულის შესახებ მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი არ არის ინფორმირებული;

        გ) ნებართვის გარეშე, საგაკვეთილო/სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას კლასის ან/და სკოლის დატოვება;

        დ) გაკვეთილზე მობილური ტელეფონით ან/და  ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა;

        ე) სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;

        ვ) მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის (სამოსი, იერსახე და სხვა) დაუცველად  სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება, გარდა სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადებისა;

        ზ)მოსწავლის/სკოლაშიდასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/წარმომადგენლის სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა;

        თ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/წარმომადგენლის სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფა;

        ი) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის შემდეგი ნივთებით გამოცხადება, ტარება/ქონა ან/და მოხმარება/გამოყენება:

        ი.ა) თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი;

        ი.ბ) ალკოჰოლური საშუალებები;

        ი.გ) ნარკოტიკული საშუალებები, მისი ანალოგი, პრეკურსორი, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება;

        ი.დ) ფსიქოტროპული საშუალებები, მისი ანალოგი ან ძლიერმოქმედი ნივთიერება ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე;

        ი.ე) ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები;

        ი.ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;

        ი.ზ) ნებისმიერი სახის იარაღი ან ბასრი ნივთი (მაგ. კასტეტი, დანა და ა.შ.) რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად;

        ი.თ) სანთებელა ან ასანთი;

        ი.ი) აზარტული თამაშის საშუალებები;

        ი.კ) უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები;

        ი.ლ) ელექტროშოკური მოწყობილობა;

        ი.მ) ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;

        ი.ნ) სხვა აკრძალული ნივთი, რომელიც არ არის განკუთვნილი სასწავლო პროცესისთვის.

        კ) ალკოჰოლის ან/და ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების რეალიზაცია ან/და გავრცელება სკოლის ტერიტორიაზე;

        ლ) მოსწავლის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნის მიხედვით;

        მ) ფულის/ან სხვა ნივთის/ნივთების სხვა პირისთვის იძულების ფორმით გამორთმევა;

        ნ) არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება;

        ო) ყურსასმენების გამოყენება არასასწავლო მიზნით;

        პ) სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირების  კანონიერი მოთხოვნისადმი მოსწავლის დაუმორჩილებლობა;

        ჟ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ქონების უნებართვოდ აღება ან/და ხელყოფა (დაკარგვა ან/და დაზიანება);

        რ) სკოლის ტერიტორიაზე სკოლის  უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის წესის დარღვევა, რომელიც წინამდებარე მუხლში არ არის მოცემული;

        ს) მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევა.

        ტ) ფსიქოლოგიური ზეწოლა;

        უ) სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა;

        ფ) სკოლის საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემის მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება;

        ქ) მოსწავლის მიმართ ბულინგის ან/და კიბერბულინგის განხორციელება;

        ღ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა;

        ყ) სკოლის ტერიტორიაზე უნებართვოდ ფულის შეგროვება;

        შ) მოსწავლის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა ან/და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი სამართალდარღვევა;

        ჩ) სხვა გარემოება ან/და ქმედება, რომელმაც შეიძლება სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს საფრთხე შეუქმნას იქ მყოფ პირთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან/და ქონებას, სკოლის გამართულ ფუნქციონირებას ან/და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, ასევე სკოლის შინაგანაწესის დარღვევა ან/და მოსწავლისათვის შეუფერებელი სხვა ქმედება.

        2. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსწავლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:

        ა) შენიშვნა;

        ბ) საყვედური;

        გ) სასტიკი საყვედური;

        დ) გაკვეთილიდან გაძევება;

        ე) სკოლიდან დროებით დათხოვნა;

        ვ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება;

        მუხლი 53. მოსწავლის  პასუხისმგებლობა კონკრეტული გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში

        1. დისციპლინური სახდელის სახით შენიშვნა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

        ა) საგაკვეთილო პროცესზე არაერთგზის დაგვიანება;

        ბ) საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობა იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულის შესახებ მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი არ არის ინფორმირებული;

        გ) გაკვეთილზე რასასწავლო მიზნით მობილური ტელეფონით ან/და რაიმე სხვა ნებისმიერი  სახის ტექნიკური საშუალებით სარგებლობა;

        დ) გაკვეთილზე ყურსასმენების არასასწავლო მიზნით გამოყენება;

        ე) მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის (სამოსი, იერსახე და სხვა) დაუცველად  სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება, გარდა სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადებისა;

        ვ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება;

        ზ) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება ან/და შემდეგი ნივთების ტარება:

        ზ.ა) თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი;

        ზ.ბ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;

        ზ.გ) სანთებელა ან ასანთი;

        ზ.დ) აზარტული თამაშის საშუალებები;

        1. დისციპლინური სახდელის სახით საყვედური შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

        ა) შინაგანაწესის გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (შენიშვნა ) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით საყვედურის გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე.

        ბ) ფსიქოლოგიური ზეწოლა;

        გ) სკოლის საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემის მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება;

        დ) სკოლის ტერიტორიაზე ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე,  ფსიქოტროპული ნივთიერებით, მისი ანალოგით ან ძლიერმოქმედი ნივთიერებით მოსწავლის გამოცხადება;

        ე) მოსწავლის მიმართ ბულინგის ან/და კიბერბულინგის განხორციელება;

        1. დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედური შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

        ა) შინაგანაწესის გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (საყვედური) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედურის გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე;

        ბ) სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/წარმომადგენლის სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა;

        გ) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება ან/და შემდეგი ნივთების ქონა:

        გ.ა) ნებისმიერი სახის იარაღი ან ბასრი ნივთი (მაგ. კასტეტი, დანა და ა.შ), რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად;

        გ.ბ) ელექტროშოკური მოწყობილობა;

        გ.გ) ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

        დ) ალკოჰოლის რეალიზაცია ან/და გავრცელება სკოლის ტერიტორიაზე.

        6. დისციპლინური სახდელის სახით სკოლიდან დათხოვნა დროებით, 5 სასწავლო დღემდე სკოლის დირექტორის მიერ  შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

        ა) შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (სასტიკი საყვედური) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედურის გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე;

        ბ) სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/წარმომადგენლის სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფა;

        გ) მოსწავლის მიერ სკოლის ტერიტორიაზე ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენება;

        დ) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება ან/და შემდეგი ნივთების ქონა:

        დ.ა) ნარკოტიკული საშუალებები, მისი ანალოგი, პრეკურსორი, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება;

        დ.ბ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები.

        7. სხვა გარემოების ან/და ქმედების, რომელმაც შეიძლება სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს საფრთხე შეუქმნას იქ მყოფ პირთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან/და ქონებას, სკოლის გამართულ ფუნქციონირებას ან/და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას.

        8. წინამდებარე შინაგანაწესის განსაზღვრული გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, დისციპლინური სახდელის სახით, სასარგებლო საქმიანობის დაკისრება შეიძლება გამოყენებულ იქნეს, თუ სკოლა მიიჩნევს, რომ სასარგებლო საქმიანობის დაკისრებით მეტად არის შესაძლებელი მოსწავლის დისციპლინის გაუმჯობესება და განმეორებით დისციპლინური გადაცდომის ჩადენის პრევენცია.

        9. დისციპლინური სახდელის სახით, საშუალო საფეხურზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა, სკოლის დირექტორის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
        მოსწავლის მიერ შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ მის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (სკოლიდან დროებით დათხოვნა 5-დღით ან პირდაპირ, დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე, თუ მოსწავლის მიერ ჩადენილი ქმედება  განზრახ ან/და არსებით ზიანს აყენებს სკოლის ინტერესებს.

        მუხლი 54. დისციპლინური წარმოების ვადა

        1. დისციპლინური სახდელის დაკისრების ან არდაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა გადაცდომის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა.

        2. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ადმინისტრაციული წარმოების გაზრდა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს წარმოების დაწყებიდან 3 თვეს.

         

        მუხლი 55.  მოსწავლეთა დისციპლინური წარმოება

        1. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:

        ა) მოსწავლის, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, კოორდინატორის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირის, მოსწავლეთა თვითმართველობის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;

        2.  დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა.

        3. მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების,  აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ერთად წარდგეს.

        4. მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრებისას უნდა განისაზღვროს: სასარგებლო საქმიანობის შინაარსი; მისი განხორციელების წესი და პირობები; სასარგებლო საქმიანობის განხორციელების ადგილი სკოლის ტერიტორიის ფარგლებში; მისი ხანგრძლივობა, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1 საათს, საბაზო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 2 საათს და საშუალო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 3 საათს; უფლებამოსილი პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას. სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობა მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს მშობლის თანხმობით. მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება სკოლის ადმინისტრაციას.

        5. სკოლა ვალდებულია მიიღოს ზომები, რათა დისციპლინურმა სახდელმა არ  გამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისგან.

        6. მოსწავლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და შეიტანება მოსწავლის პირად საქმეში.

        7. მოსწავლეს დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება  მოეხსნას თუ მოსწავლემ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა, გამოირჩევა სანიმუშო ქცევით და აქვს გარკვეული მიღწევები. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი. გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და შეიტანება მოსწავლის პირად საქმეში.

        8. მოსწავლის დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაა 6 თვე. თუ მოსწავლეს 6 თვის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური  სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

        მუხლი 56. მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება

        1.სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით დასაშვებია უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება, რომლის მიზანია უსაფრთხოების მენეჯერის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთის, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის აღმოჩენა, იმ საგნის აღმოჩენა, რომელსაც სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის კვალი ატყვია, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომით/სამართალდარღვევით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის აღმოჩენა,რომლებიც საჭიროა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად.

        2. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების წესი დეტალურად მოცემულია სკოლის  უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესში.

         

        თავი 12. ექსკურსია

        მუხლი 57. ექსკურსიის ორგანიზება, პასუხისმგებელი პირები.

        1. კლასის კოორდინატორის/მშობლის ინიციატივით, სკოლის დირექციასთან შეთანხმებით, შესაძლოა მოეწყოს ექსკურსია.

        2. ექსკურსიის შესათანხმებლად კლასის დამრიგებელი/მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს  და ავსებს განაცხადს, რომელსაც უნდა დაურთოს, მძღოლის პირადობის მოწმობისა, მართვის მოწმობის, ასევე გადამზიდავი კომპანიის ტრანსპორტის გამართულობისა და ტექნიკური გამართვიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები.

        3. ექსკურსიის დროს აუცილებლად უნდა იქნეს დაცული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციები.

        4. პასუხისმგებლობა ექსკურსიის ორგანიზებულად ჩატარებასა და მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე ეკისრება ორგანიზატორ პირს.

        თავი 13. შრომის  პირობების დაცვასთან  დაკავშირებული  ზოგადი ინსტრუქციები

        მუხლი 58. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო  უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები

        1. სკოლა ვალდებულია  თანამშრომლებს შეუქმნას შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო-პირობები, შეასრულოს შრომის დაცვის წესები. განახორციელოს ღონისძიებები უსაფრთხოებისა  და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის სფეროში.

        2. სკოლის ადმინისტრაცია პასუხისმგებელია მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, სკოლაში მათი ყოფნისა და სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.

        3. დასაქმებული ვალდებულია:
        ა) დაიცვას შინაგანაწესის პირობები;
        ბ) შეასრულოს სკოლის დირექციის მითითებები;
        გ) გაუფრთხილდეს მასზე  მინდობილ დაწესებულების ქონებას;

        დ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი;
        ე) მოწესრიგებული ჰქონდეს თავისი სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე და სიმშვიდე დაწესებულებაში;
        ვ) იყოს კოლეგიალური, თავაზიანი, კორექტული თანამშრომლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან;

        4. დასაქმებულების, მოსწავლეების, მშობლებისა და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის შესასრულებლად სავალდებულოა  ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისა და შრომის პირობების დაცვის წესები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით.

        5. სკოლაში  უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს უსაფრთხოების მენეჯერი.

        6. სკოლაში უსაფრთხოების დაცვის მიზნით:

        ა) განთავსებულია ვიდეოკამერები სკოლის შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე;

        ბ) ევაკუაციის გეგმის შესაბამისად განთავსებულია  ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;

        გ) ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილზე გამოკრულია ევაკუაციის გეგმა.

        მუხლი 59. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი

        1. სკოლა ვალდებულია დაიცვას სკოლის  უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი  შემდეგ შემთხვევებში:

        ა) საგანგებო სიტუაციების დროს;

        ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი გადამდები დაავადების შემთხვევის დროს;

        გ) სუიციდური აზრის/სუიციდის მცდელობის/სუიციდის დროს;

        დ) თვითდაზიანების დროს;

        ე) ფეთქებადი ნივთიერებების სკოლაში აღმოჩენის დროს/სკოლაში ფეთქებადი ნივთიერებების არსებობის შესახებ შეტყობინების დროს;

        ვ) მოსწავლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთის ქონის დროს;

        ზ) მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის სხვა თანამშრომლის მიერ ალკოჰოლის ან/და ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შეტანის რეალიზაციის, სკოლის ტერიტორიაზე მოხმარების ან/და მათი ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს;

        თ) თუ მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი არ არის ინფორმირებული, მოსწავლის საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობის ან/და საპატიო მიზეზის გარეშე დაგვიანების დროს;

        ი) შესაბამისი საფუძვლისა და ნებართვის გარეშე მოსწავლის მიერ საგაკვეთილო/სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას კლასის ან/და სკოლის დატოვების დროს;

        კ) მასწავლებლის/სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლის მიერ მოსწავლის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობის დროს;

        ლ)  მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი სამართალდარღვევის დროს;

        მ) ბულინგის/კიბერბულინგის დროს;

        ნ) მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის დროს;

        ო) მოსწავლის დესტრუქციული ქცევის დროს;

        პ) მოსწავლის მიერ ფულის/ნივთის უნებართვოდ აღების, ფულის შეგროვების, ფულის/ნივთის სხვა მოსწავლისათვის იძულების ნებისმიერი ფორმით გამორთმევის დროს;

        ჟ) მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის თანამშრომლის/სკოლის ქონების ხელყოფის დროს;

        რ) მოსწავლის/მოსწავლეების განცალკევების დროს.

         

        თავი 14.  სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები და ფარგლები

        მუხლი 60. სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები;

        1. სკოლამ შეიძლება გამოიყენოს სასწავლო პროცესის მონიტორინგის  შემდეგი ფორმები:

        ა)  მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება  სხვადასხვა სახის ტესტით;

        ბ) გაკვეთილებზე დასწრება, მოსწავლეთა აკადემიური შედეგების კათედრის სხდომაზე განხილვა.

        გ) წინასწარ შემუშავებული სპეციალური კითხვარები.

        1. სასწავლო პროცესის მონიტორინგს ახორციელებს სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე და ხარისხის მართვის მენეჯერი.

        მუხლი 61. ელექტრონული  ჟურნალით სარგებლობა

        1. ელექტრონული ჟურნალით სარგებლობენ მხოლოდ სკოლის შესაბამისი კლასის მასწავლებლები, კოორდინატორები და ჟურნალის მონიტორინგზე უფლებამოსილი პირი დანიშნულებისამებრ.
        2. ელექტრონული ჟურნალის მონიტორინგზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია პერიოდულად ჩაატაროს ჟურნალის წარმოებასთან დაკავშირებით მონიტორინგი.
        3. ამ მუხლით დადგენილი წესების დარღვევა წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და შესაბამისად, დისციპლინური სახდელის შეფარდების საფუძველს.

         

        თავი 15. სწავლის საფასური და   მოსწავლეთა რაოდენობა კლასში

        მუხლი 62.  სწავლის საფასური

        1. შპს დამოუკიდებელი სკოლა „მოღვარის“სწავლის საფასური  წელიწადში შეადგენს   სახელმწიფო დაფინანსების გარეშე 3000ლარს;  XII კლასი-3200 ლარს.

        მუხლი 63.  მოსწავლეთა რაოდენობა კლასში

        1.მოსწავლეთა რაოდენობა კლასში განისაზღვრება  20  მოსწავლით.(± 2 მოსწავლე)

         

        თავი 16. მატერიალური პასუხისმგებლობა

        მუხლი 64. დასაქმებულთა და მოსწავლეთა მატერიალური პასუხისმგებლობა

        1. სკოლაში დასაქმებულები და მოსწავლეები პასუხისმგებელი არიან სკოლის ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე.
        2. დასაქმებულები და მოსწავლეები ვალდებული არიან:

        ა)  ქონება გამოიყენონ მხოლოდ დანიშნულების მიხედვით;

        ბ) ქონების ნებისმიერი სახის დაზიანების, განადგურების ან  დაკარგვის შესახებ აცნობონ სკოლის დირექტორს;

        3. დასაქმებულები, მოსწავლეები და კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები ვალდებული არიან აანაზღაურონ სკოლისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი  საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

        თავი 17. განცხადების / საჩივრის განხილვა

        მუხლი 65.  განცხადების / საჩივრის განხილვის წესი      

        1.  სკოლაში შემოსული განცხადება/საჩივარი რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დადგენილი წესით.

        2.  სკოლაში შემოსულ განცხადებაზე სკოლის დირექცია რეაგირებას ახდენს საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად.                                                                                               

        3. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ, თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.

         

         

        თავი 18. დასკვნითი დებულებანი

        მუხლი 66. შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა

        1. შინაგანაწესი შეთანხმებულია   პედაგოგიურ საბჭოზე და დამტკიცებულია დირექტორის მიერ;
        2. შინაგანაწესში ცვლილებები შეიტანება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
        3.  შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა მოსწავლეებისათვის, სკოლაში დასაქმებული და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირისათვის.

         დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით.
         

    • კონტაქტი

      • დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარი"
      • 2 704 734 ;
        595 704 634
      • ი. ბაბუციძის ქ. 12
        თბილისი, შემოსასვლელი ოცხელის ქუჩიდან


        Georgia
      • https://www.facebook.com/skolamodzgvari2/
      • შპს "დამოუკიდებელი სკოლა მოძღვარი"
        ს/კ: 208156261

        საქართველოს ბანკი
        ბანკის კოდი BAGAGE22
        ა/ნ: GE63BG0000000908568800GEL

        პროკრედიტ ბანკი
        ბაკის კოდი: MIBGGE22
        ა/ნ: GE70PC0493600100001824GEL
  • ფოტო გალერეა

      ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად