• ტექსტის ქვე-გვერდი

      • მუხლი 1. მოქმედების სფერო

         

        წინამდებარე წესი არეგულირებს შპს დამოუკიდებელი სკოლა ,,მოძღვარის“  სკოლის (შემდეგში „სკოლა“) მოსწავლის  სტატუსის მოპოვების, შეჩერების,  მობილობის განხორციელების წესებსა და პროცედურებს.

        მუხლი 2. მოსწავლის ცნება

         

        მოსწავლე  არის პირი, რომელიც  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩაირიცხა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და სწავლობს  დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე.

        მუხლი 3.  მოსწავლის  სტატუსის მოპოვება - პირველ კლასში ჩარიცხვა

         

        1. სკოლის პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს. 

        2. პირველ კლასში მოსწავლის რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრული მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში;

        3. პირველ კლასში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

        3.1. განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;                                                                                                                      

        3.2. ბავშვის  ფოტოსურათი (3X4);                                                                                                                            

        3.3. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი სანოტარო წესით დამოწმებული;

        3.4. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ბინადრობის მოწმობის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

        3.5. მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;  

        3.5 ჯანმრთელობის ცნობა ფორმა N100;

        3.6. შშმ პირის შემთხვევაში - შესაბამისი ცნობა.

        4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, განცხადებას აგრეთვე უნდა  დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

        5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული რეგისტრაციისა და ჩარიცხვის ვადების გასვლის შემდეგ შესაძლებელია განხორციელდეს მოსწავლის პირველ კლასში განსხვავებულ ვადებში ჩარიცხვა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანხმობით, ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში.

        6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შეიძლება უარი ეთქვას ბავშვის სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აჭარბებს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულ კლასში მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობას.

        8. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია სკოლისა და მშობლის ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობები.

        9. სკოლაში მოსწავლის პირველ კლასში ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლის პირადი საქმე.

         

        მუხლი 4. მოსწავლის სტატუსის არმქონე პირის სკოლაში ჩარიცხვა და მოსწავლის სტატუსის მოპოვება

        1. თუ მოსწავლე არ სწავლობდა საქართველოში ან სწავლა შეწყვეტილი ჰქონდა ამორიცხვის საფუძველზე, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს ან სრულწლოვან პირს უფლება აქვს მიმართოს სკოლას სწავლის გაგრძელების სურვილით.

        2. თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია ან მან გარკვეული მიზეზების გამო გამოტოვა კლასი/კლასები, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე მას უფლება აქვს, ექსტერნატის გარეშე ჩაირიცხოს სკოლაში ასაკის შესაბამის კლასში ან არაუმეტეს 3 კლასით დაბალ კლასში. 18 წელს გადაცილებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი სკოლაში ირიცხება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნით განსაზღვრულ დაწყებით ან საბაზო საფეხურზე შესაბამის კლასში.

        მუხლი 5.  უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებით მოსწავლის ჩარიცხვა

         

        1. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების გათვალისწინებით მოსწავლის მისაღებად, მშობელმა პირველ რიგში, სკოლას განცხადებით უნდა მიმართოს მისი შვილის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების შესაბამისობის დასკვნის შედგენის მოთხოვნით.

        2. მოსწავლის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების შესაბამისობის დადგენის მოთხოვნას თან უნდა დაურთოს:

        ა) ქართულ ენაზე ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ნიშნების ფურცლის ასლი, რომელიც იმ სკოლის მიერაა შედგენილი, რომელშიც მოსწავლე უცხოეთში სწავლობდა;

        ბ) მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი ან პასპორტის/დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში);

        გ) მშობლის პირადობის ან ბინადრობის მოწმობა ან პასპორტის ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

        3. მომართვის შემდგომ სკოლა ადგენს უცხოეთში მიღებული განათლების შესაბამისობის დასკვნას სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი რეკომენდაციების შესაბამისად, რომელსაც მშობელი წარადგენს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. მან  თან უნდა იქონიოს შემდეგი დოკუმენტები:

        • სკოლის მიერ შედგენილი დასკვნა;
        • ქართულ ენაზე ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ნიშნების ფურცლის ასლი;
        • მოსწავლის დაბადების მოწმობის ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, თუ საქართველოში გაცემული, მაშინ დედანი;
        • თავისი პირადობის ან ბინადრობის მოწმობა ან პასპორტის ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
        • აღიარების პროცედურის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

        4. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული  ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე განცხადების წარდგენის დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე, ცენტრის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს სკოლას, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი კლასის გაკვეთილზე დასწრების შესაძლებლობას, სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით. 

        5. მოსწავლე ირიცხება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტში მითითებული კლასის შესაბამისად.  განსხვავებული საგნები, რომელშიც შესაბამისობა ვერ დადგინდა, მოსწავლემ უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით ან ინდივიდუალური სასწავლო გეგმით.

        6. თუ მოსწავლეს აღიარება ვერ დაუდგინდა, იგი ირიცხება ასაკის შესაბამის ან მშობლის მოთხოვნის შემთხვევაში ერთი კლასით დაბალ კლასში.

        7. ჩარიცხვის ბრძანების საფუძველზე სკოლა მოსწავლეს ამატებს eschool.emis.ge-ს ბაზაში.

        მუხლი 6. მობილობის უფლება

         

        1. მობილობის უფლების განხორციელების უფლება აქვს სკოლის ნებისმიერ მოსწავლეს, რომელიც ირიცხება სკოლაში.
        2. მობილობის უფლების განსახორციელებლად, მოსწავლეს უნდა ჰქონდეს აქტიური სტატუსი. თუ მოსწავლეს შეჩერებული აქვს სტატუსი სკოლაში, მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა ან სრულწლოვანმა მოსწავლემ უნდა მიმართოს სტატუსის აღდგენის მოთხოვნით იმ სკოლას, რომელშიც სტატუსი აქვს შეჩერებული, ხოლო შემდეგ განხორციელდეს მობილობა.

        მუხლი 7. მობილობა

         

        1. მოსწავლეების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს სკოლაში არსებული თავისუფალი ადგილების ფარგლებში.

        2. მობილობა დაუშვებელია პირველი სექტემბრიდან 01 ოქტომბრამდე, მე-12 კლასის მე-2 სემესტრის მიმდინარეობისას და სასწავლო წლის დასრულებამდე 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

        3. ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის მობილობის თაობაზე.

        4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე, დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა, ცალკეულ საგანში/საგნებში მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საჭიროების განსაზღვრის მიზნით. 

        მუხლი 8. მობილობის დროს წარმოსადგენი დოკუმენტაცია

         

        1.  მოსწავლის მობილობის დროს წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

        1.1. განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე, რომელიც უნდა შეიცავდეს განმცხადებლის საცხოვრებელ ადგილს და ტელეფონის ნომერს;

        1.2.  მოსწავლის პირადი საქმე/წინა კლასის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;

        1.3. ინფორმაცია საგნების მიხედვით მიმდინარე შეფასებისა და გაცდენილი საათების შესახებ (სასწავლო წლის განმავლობაში მობილობის დროს);

        1.4. მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;                                                                                  

        1.5. მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

        1.6. მოსწავლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში));

        1.7. მშობლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში));

        1.8. სსსმ მოსწავლის მობილობით ჩარიცხვის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.

        2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

        3. მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა აჭარბებს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულ კლასში მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობას.

        4. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას მოსწავლის მშობელთან (კანონიერ წარმომადგენელთან) ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია სკოლისა და მშობლის ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობები.

        მუხლი 9. მოსწავლის სტატუსის შეჩერება

         

        1. სკოლა ვალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში,  თუ:

        ა)  მოსწავლე 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში/არ მონაწილეობს დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებში და არ იღებს შეფასებას;

        ბ) მოსწავლე მიემგზავრება/გაემგზავრა საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას;

        გ)  სკოლაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე და სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე;

        დ) არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/სრულწლოვანი მოსწავლე  სკოლას მიმართავს სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებით. არასრულწლოვანი მოსწავლის სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილების მიღებამდე სკოლა ვალდებულია მოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალურ მუშაკთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეფერირების გზით, დაადგინოს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის მიზეზები. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი ვალდებულია, თავის მხრივ, მოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს რეფერირება შესაბამის ორგანოში.

        2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერებამდე, კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გარდა, სკოლა ვალდებულია  განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის,  ზედიზედ მე-10 და მე-20 სასწავლო დღის გაცდენის შემთხვევაში, კლასის დამრიგებელმა მოამზადოს წერილობითი ანგარიში მოსწავლის მიერ სასწავლო პროცესის გაცდენის მიზეზების დასადგენად და მის სასწავლო პროცესში ჩასართავად გატარებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგის შესახებ, რომელსაც სკოლა მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს  რესურსცენტრს, ხოლო ზედიზედ გაცდენილი 20 სასწავლო დღის შემდეგ, მოსწავლის  სასწავლო პროცესში ჩაურთველობის შემთხვევის მართვის მიზნით, კლასის დამრიგებელთან ერთად ჩართოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც, მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩაურთველობის შემთხვევის მასთან რეფერირებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ახორციელებს ვიზიტს ოჯახში დამრიგებლის მიერ მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით დასახული ღონისძიებების გაუტარებლობის მიზეზების დასადგენად და/ან მიღწეული შედეგების მდგრადობის შესაფასებლად.

        3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჩერდება მოსწავლის სტატუსი და თუ საკითხის შესწავლის შედეგად გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი,  რომ მოსწავლის სკოლაში გამოუცხადებლობა/მონაწილეობის მიუღებლობა დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებში, გახდა მიზეზი არასრულწლოვნის სწავლის უფლების შეზღუდვისა, სკოლა მოქმედებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

        4. მოსწავლეს  ავტომატურად უჩერდება სტატუსი, თუ სკოლას უარი ეთქვა ავტორიზაციაზე, გაუუქმდა ავტორიზაცია ან გავიდა ავტორიზაციის ვადა და არ ჰყავს უფლებამონაცვლე და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ათი სამუშაო დღის ვადაში არ მიმართავს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის მოთხოვნით.

        მუხლი 10. მოსწავლის  შეჩერებული სტატუსის აღდგენა

         

         

        1. მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა უნდა მიმართოს სკოლას, რომელმაც შეუჩერა მოსწავლეს სტატუსი ან მის უფლებამონაცვლეს.

        2. იმ შემთხვევაში, თუ სკოლამ შეწყვიტა საგანმანათლებლო საქმიანობა და არ ჰყავს უფლებამონაცვლე, მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა, უნდა მიმართოს იმ სკოლას, სადაც სურს სწავლის გაგრძელება.

        3. მოსწავლეს აღუდგება მოსწავლის სტატუსი იმავე კლასში, სადაც შეუჩერდა სტატუსი.

        4. იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება მოსწავლის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომდევნო კლასის/კლასების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის ფაქტი, მას სტატუსი აღუდგება შესაბამის კლასში.

        5. მოსწავლის სტატუსის აღდგენა ხდება სკოლის დირექტორის ბრძანებით.

        6. მოსწავლის სტატუსის აღდგენის შესახებ ინფორმაცია სკოლამ უნდა ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში, დირექტორის ბრძანების გამოცემიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.

        მუხლი 11. სტატუსის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია

        1. ფინანსური დავალიანების არსებობის შემთხვევაში, სკოლა უზრუნველყოფს  მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობით გაფრთხილებას და განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადაა შესაბამისი ვალდებულების შესასრულებლად, აგრეთვე განუმარტავს ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებს.
        2. წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, თუ მშობელმა არ დაფარა სწავლის გადასახადი, სკოლა უფლებამოსილია ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს შეუწყვიტოს მოსწავლის სტატუსი მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულების შემდეგ, მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე.სკოლა მოსწავლისთვის მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღეს წერილობით ატყობინებს სამინისტროს და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს ამ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.
        3. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ სათანადო განცხადების წარდგენის შემდგომ სკოლა უზრუნველყოფსნონიერი წარმომადგენლის მიერ სათანადო განცხადებიგატარებას.

        მუხლი 12. დასკვნითი დებულებები

         

         

        1.  მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერების/აღდგენისა და შეწყვეტის  წესს ბრძანებით ამტკიცებს სკოლის დირექტორი;
        2. წინამდებარე წესში ცვლილების შეტანა ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.
    • კონტაქტი

      • დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარი"
      • 2 704 734 ;
        595 704 634
      • ი. ბაბუციძის ქ. 12
        თბილისი, შემოსასვლელი ოცხელის ქუჩიდან


        Georgia
      • https://www.facebook.com/skolamodzgvari2/
      • შპს "დამოუკიდებელი სკოლა მოძღვარი"
        ს/კ: 208156261

        საქართველოს ბანკი
        ბანკის კოდი BAGAGE22
        ა/ნ: GE63BG0000000908568800GEL

        პროკრედიტ ბანკი
        ბაკის კოდი: MIBGGE22
        ა/ნ: GE70PC0493600100001824GEL
  • ფოტო გალერეა

      ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად