დღეს ჩვენს მე-5 კლასელებს ჩაუტარდათ საინფორმაციო გაკვეთილი ,,რა არის ბულინგი ‘’ .
მათ ისაუბრეს ბულინგის ნეგატიურ მიზეზებსა და შედეგებზე, ასევე მისი აღმოფხვრის შესაძლო გზებსა და საშუალებებზე
დღეს ჩვენს მე-5 კლასელებს ჩაუტარდათ საინფორმაციო გაკვეთილი ,,რა არის ბულინგი ‘’ .
მათ ისაუბრეს ბულინგის ნეგატიურ მიზეზებსა და შედეგებზე, ასევე მისი აღმოფხვრის შესაძლო გზებსა და საშუალებებზე
დამოუკიდებელი სკოლა ,,მოძღვარი'' ულოცავს ჩვენს პირველკლასელებს სწავლის დაწყებას ! ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოზე , ყოველგვარი რეგულაციების დაცვით.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს დიდ ოჯახში !
გისურვებთ წარმატებებს !
მე-6 კლასმა ისტორიის პედაგოგის ნანა ბეგიაშვილის ხელმძღვანელობით განახორციელა სოციალური პროექტი თემაზე "კულტურული მემკვიდრეობის დაცვა". პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს ეთნოგრაფიული მუზეუმი, წარმოადგინეს პრეზენტაცია და შექმნეს საგანმანათლებლო ბუკლეტები.
ჩვენი სკოლის მე-12 კლასელებმა, ისტორიის პედაგოგის ნანა ბეგიაშვილის ხელმძღვანელობით განახორციელეს სოციალური პროექტი საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ, რომელიც ეხება ოკუპირებული ტერიტორიების თემას. პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობამ უკეთ გაიგოს და გაითავისოს მოქალაქეობრივი მრწამსის მნიშვნელობა და როლი.....
V-VI კლასის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, ქარვასლას დარბაზებს სტუმრობდნენ. "ჩემო ჭკვიანო ბავშვებო, რამდენი რამ გისწავლიათ და რამდენი რამ იცით" , ასეთი სიტყვებით დაგვემშვიდობა მუზეუმის გიდი. <3 მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროექტში - "საოცარი თიხა"
II კლასის მოსწავლეები კაფეს - „შოკოლადი-მუზეუმი" სტუმრობდნენ, რომელიც ისტორიულ შენობაში, 20-ე საუკუნეში ცნობილი მეწარმის, მიხეილ კალანტაროვის სახლში მდებარეობს და ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც ნატურალური, ქართული წარმოების თეთრი და შავი შოკოლადის დაგემოვნება შეიძლება. შოკოლადით სავსე გარემოში საინტერესო ლექცია ჩაუტარა ბავშვებს კაფე „შოკოლადი-მუზეუმის“ დამფუძნებელმა, ლევან კიკალიშვილმა და უგემრიელესი ცხელი შოკოლადიც დააგემოვნეს <3
ქალბატონ მანანა სანიშვილის ხელმძღვანელობით V, VI და VIII კლასის მოსწავლეებმა ოსკარ უაილდის "ვარსკვლავბიჭუნა" წარმოადგინეს.
ქალბატონი ირმა მაკასარაშვილის ხელმძღვანელობით IX და XII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ორი განსხვავებული სიყვარული: გალაკტიონ ტაბიძის "მესაფლავე" და უილიამ შექსპირის "რომეო და ჯულიეტა". თუმცა, ორივეს მესიჯი ერთია- "მხოლოდ სიყვარული გვჭირდება". ❤❤
IX კლასის მოსწავლეებმა გაიხსენეს შექსპირის შემოქმედება.მათ ინგლისურ ენაზე გაგვაცნეს შექსპირის ბიოგრაფია და მისი მოღვაწეობა, წაიკითხეს მისი სონეტები ინგლისურ და ქართულ ენებზე. ასევე შეასრულეს ფრაგმენტი "რომეო და ჯულიეტადან"
"Поездка в Грузию-это поездка внутрь себя"-ასე ფიქრობდნენ რუსი პოეტები საქართველოზე. მათ მრავალი ლამაზი ლექსი თუ პოემა უძღვნეს ჩვენს ლამაზ ქვეყანას. XI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია "Русские поэты о Грузии"
II-III კლასის მოსწავლეები აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს სტუმრობდნენ. მუზეუმის მეტად საინტერესო ტურის შემდეგ პრაქტიკულმა ნაწილმაც ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. ცოდნის გასაღმავებლად გონების სავარჯიშო გააკეთეს, მოკლემეტრაჟიან ფილმს უყურეს, აბრეშუმის ჭიის სასიცოცხლო ციკლის შესახებ და პროექტ "4 სიცოცხლის" ფარგლებში წიგნაკებიც ააწყვეს.
მოსწავლეებმა ქალბატონი გულნარა ქსანდოპულო-გვეტაძის დახმარებით კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს და გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს მანდილოსნებს.
სკოლა მოძღვარის თვითმმართველობის ორგანიზებით ყოველ კვირას 18:00 საათზე ტარდება კინოჩვენება, სადაც მოსწავლეები იკრიბებიან, უყურებენ და განიხილავენ საყვარელ ფილმებს.
V და VI კლასში ჩატარდა ვიქტორინა "ნორჩი მათემატიკოსები."სახალისოდ და საინტერესოდ წარმართულმა შემეცნებითმა გაკვეთილმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა გუნდურობასა და კომუნიკაციის ჩართულობას, ინტელექტისა და უნარების თანაბრად გამოვლენას და რაც მთავარია თამაშით სწავლებას. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი "გამარჯვებული" - Vკლასი
VI კლასის მოსწავლეები გაეცნენ სიმეტრიის არსს, პრაქტიკულად შეასრულეს მითითებული დავალებები და პარალელი გაავლეს სამყაროში სიმეტრიის არსებობასთან
VIII კლასში ჩატარდა გაკვეთილი თემაზე პიროვნება და საზოგადოება, გ.ლეონიძის "მარიტასა" და მ.ჯავახიშვილის "ეშმაკის ქვის" მიხედვით.მოსწავლეებმა შემოქმედებითად განაზოგადეს ნაწარმოებში გადმოცემული პრობლემა, აიღეს ინტერვიუ სამი სხვადასხვა თაობის წარმომადგენლისგან რუბრიკით- "წყალნი წავლენ და წამოვლენ".