• ტექსტის ქვე-გვერდი

      • თავი I. ზოგადი დებულებები

         

        მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო და მიზანი

        1.1 შპს დამოუკიდებელი სკოლა ,,მოძღვარი“  („სკოლა“) დაინტერესებულია, შექმნას სკოლაში განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი (შემდგომში-წესი), რათა დეტალურად გაიწეროს პროცესის თანმიმდევრობა და მიეცეს მას ორგანიზებული სახე.

        1.2 წინამდებარე წესის მოქმედება ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ ყველა პირზე, სკოლის მოსწავლეზე, მის მშობელზე/კანონიერ წარმომადგენელზე. ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირზე, რომელსაც სურს, სკოლას მიმართოს განცხადებით/საჩივრით.

        1.3 სკოლაში საჩივრის განცხადების მისაღებად, იგი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხოურ ენაზე შესრულებული განცხადების/საჩივრის სკოლაში მისაღებად, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.

         

        მუხლი 2. სკოლაში საჩივრის/ განცხადების განხილვის პრინციპები

        2.1 სკოლაში წარდგენილი საჩივარი/განცხადება განიხილება ობიექტურობისა და სამართლიანობის, მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით, კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად დადგენილ ვადებში.

        2.2 საჩივრის/განცხადების განხილვისას დაუშვებელია იმ პირის მონაწილეობა, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ან/და არსებობს სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღებაზე გადაწყვეტილებაზე.

         

        მუხლი 3. განცხადების/საჩივრის წარდგენის წესი

        3.1 სკოლაში საჩივრის/განცხადების წარდგენა შესაძლებელია სკოლის კანცელარიაში განმცხადებლის/საჩივრის ავტორის მიერ ჩაბარებით, საფოსტო გზავნილის ან/და ელექტრონული გზავნილის  საშუალებით.

        3.2 სკოლაში შემოსული განცხადება/საჩივარი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დაუყოვნებლივ. არასამუშაო საათებში (18:00 საათიდან 09:00 საათამდე) შემოსული განცხადება/საჩივარი რეგისტრაციაში უნდა გატარდეს მომდევნო სამუშაო დღეს.

        3.3 სკოლაში შემოსულ განცხადებაზე/საჩივარზე ადმინისტრაცია რეაგირებას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესის შესაბამისად.

        3.4 განცხადება საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს წერილობით ფორმით და იგი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

        • სკოლის დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი/საჩივრის ავტორი;
        • განმცხადებლის/საჩივრის ავტორის ვინაობასა და მისამართს (საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მითითებით);
        • მოთხოვნას;
        • გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მის მოთხოვნას;
        • გასაჩივრებული ადმინისტრაციული-სამართლებლივი აქტის გადაწყვეტილების დასახელებას (მხოლოდ საჩივრის შემთხვევაში);
        • განცხადების/საჩივრის წარდგენის თარიღსა და ხელმოწერას;
        • განცხადების/ საჩივარზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

         

         

        მუხლი 4 განცხადების განხილვის ზოგადი წესი და მისი ვადები

        4.1.  განცხადებას განიხილავს უფლებამოსილი  პირი/სტრუქტურული ერთეული, რომლის კომპეტენციის ფარგლებსაც განეკუთვნება განცხადებაზე პასუხის გაცემა.

        4.2 კორესპონდენცია, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, გაიცემა სკოლის დირექტორის სახელითა და ხელმოწერით.

        4.3. განცხადების განხილვის ვადა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი განისაზღვრება 10 სამუშაო დღით. თუ განცხადებით მოთხოვნილია ინდივიდუალურ- ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესებს, ის გამოიცემა განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში.

        4.4 თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის საქმე გარემოებათა დადგენისთვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, უფლებამოსილმა პირმა/სტრუქტურამ ერთეულმა შესაძლებელია ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას მიიღოს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცემის ვადის გაგრძელების შესახებ.

        4.5 ამ მუხლის 4.4. პუნქტით გათვალიწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

         

        მუხლი 5 საჩივრის განხილვის ზოგადი წესი და ვადები

        5.1. საჩივარს განიხილავს უფლებამოსილი პირი/სტრუქტურული ერთეული /კომისია, რომლის კომპეტენციის ფარგლებსაც განეკუთვნება საჩივარზე პასუხის გაცემა.

        5.2.საჩივრის განხილვას ვადაა ერთი თვე.

        5.3. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისთვის აუცილებელია საჩივრის განსახილველად ერთ თვეზე მეტი ვადა, შესაბამისი პირი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია, გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საჩივრის ვადის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, წინამდებარე მუხლის 5.2 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებითი ერთი თვით.

        5.4. ამ წესის 5.3. მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორს ინფორმაცია ვადის გაგრძელებაზე უნდა ეცნობოს საჩივრის სკოლაში რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში.

        5.5. საჩივარზე პასუხი უნდა იყოს დასაბუთებული.

        5.6. სკოლის მიერ მომზადებულ კორესპონდენციაში, საჭიროების შემთხვევაში, მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.

         

        თავი II. საჩივრის განხილვის წესი დისციპლინური წარმოებისას

         

        მუხლი 6. დისციპლინური სახდელის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ზოგადი წესი

        6.1. დირექტორის/დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ, ან დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე და სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით საჩივრდება სკოლის დირექტორთან.

        6.2. დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით უნდა გასაჩივრდეს დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ერთად;

        6.3. წინამდებარე მუხლის 6.1. და 6.2. პუნქტებით გათვალისწინებული გასაჩივრება არ იწვევს დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით გამოცემული აქტის მოქმედების შეჩერებას.

         

        მუხლი 7. დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და განხილვაზე უარის თქმის საფუძვლები.

        7.1. დირექტორის/დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ, ან დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე და სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით,საჩივრდება ორი კვირის ვადაში იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ აქტის გამოცემის ან აქტის გამოცემისგან თავის შეკავების შესახებ.

        7.2. საჩივარი  არ განიხილება , თუ:

        ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

        ბ) სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

        გ) ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

        დ) გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

        7.3. დირექტორის/დისციპლინური კომიტეტი ვალდებულია, საჩივრის მიღებასა და განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე მისცეს საჩივრის წარმდგენ პირს

        აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. დირექტორის/დისციპლინური კომიტეტი საჩივრის მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან 5 დღის ვადაში.

         

        მუხლი 8. დაინტერესებული პირისა და გასაჩივრებული აქტის/ გადაწყვეტილების გამომტანი პირის/ორგანოს მონაწილეობა საჩივრის განხილვის დროს

         

        8.1.    დირექტორი  საჩივრის რეგისტრაციიდან  5 დღის განმავლობაში უგზავნის ადმინისტრაციული საჩივრის და მასზე დართული დოკუმენტების ასლს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამომცემ პირს/სტრუქტურულ ერთეულს.

        8.2.    გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი პირი/სტრუქტურული ერთეული ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივრის ასლის მიღებიდან 5 დღის განმავლობაში წარუდგინოს დირექტორს  მოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ყველა მასალა და საკუთარი წერილობითი დასკვნა ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე.

        8.3.    თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილ, ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირი, აგრეთვე სხვა დაინტერესებული მხარე საკუთარ მოსაზრებას, აგრეთვე სხვა დაინტერ3ესებული მხარე საკუთარ მოსაზრებას, აგრეთვე საქმესთან დაკავშირებულ დამატებით დოკუმენტებს წარადგენს  გაცნობიდან  არა უგვიანეს 5 დღისა დღისა.

        8.4.    დირექტორი ნიშნავს განხილვას და  წერილობით აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების მონაწილეს სხდომის გამართვის თარიღს მის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა.

         

         

         

         

        მუხლი 9. საჩივრის განხილვის ვადა

         

        9.1.    დირექტორი  ვალდებულია, საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

        9.2.    თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის სსაჩივრის განსახილველად საჭიროა ერთ თვეზე მეტი ვადა, დირექტორი  უფლებამოსილია, გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. წინამდებარე მუხლი 9.1. პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით ერთი თვით.

        9.3  დირექტორი  ვალდებულია მიიღოს ამ მუხლის 9.2 პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 7 დღისა და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საჩივრის წარმდგენ პირს.

        9.4 დირექტორის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

         

        თავი III. მასწავლებლის  ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებული შედეგების გასაჩივრება

         

        მუხლი 10. მასწავლებლის  ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებული შედეგების გასაჩივრების წესი

        10.1 მასწავლებლის  ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებული შედეგების გასაჩივრება პირს შეუძლია კონკურსის შედეგების (მის მიმართ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება)გამოცხადებიდან (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან-წერილობით გაგზავნის შემთხვევასა და გაგზავნიდან - გადაწყვეტილების ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში) არაუგვიანეს 2 დღისა.

        10.2 კონკურსის პროცედურებისა და შედეგების გასაჩივრებისთვის პირმა განაცხადი უნდა შეიტანოს სკოლის დირექტორის სახელზე, რომელიც ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით ქმნის საპრეტენზიო კომისიას.

        10.3 საპრეტენზიო კომისიას უნდა ჰყავდეს თავჯდომარე და მდივანი. პირი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის წევრი.

        10.4 საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

        10.5 საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

        10.6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.

        10.7. საპრეტენზიო განაცხადი განიხილება საპრეტენზიო კომისიის მიერ მისი მირებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში. საპრეტენზიო კომისიამ საკითხის არსებითად განხილვის შედეგად, შეიძლება მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

        ა) საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილების შესახებ;

        ბ) საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;

        გ) საპრეზენტაციო განაცხადის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

        10.8.     წინამდებარე მუხლით დადგენილი წესები მოქმედებს მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებული როგორც ღია, ისე შიდა კონკურსის შედეგების გასაჩივრებისას.

        10.9.    თუ წინამდებარე თავით არ არის დადგენილი რაიმე პროცედურა ან მისი ვადები, საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას გამოიყენება ამ წესის II თავით საჩივრის განხილვისთვის დადგენილი წესები.

         

        თავი IV. თანამშრომელთა, მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა და მოსწავლეთა საჩივრის განხილვა

         

        მუხლი 11.  თანამშრომელთა, მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა და მოსწავლეთა საჩივრის განხილვის წესი

         11.1.    საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეს, თანამშრომელს და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს წერილობითი საჩივრით მიმართოს სკოლის დირექტორს ორი კვირის განმავლობაში იმ მომენტიდან, რაც მისთვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ.

        11.2.    სკოლის მოსწავლის მიმართვა შეიძლება ეხებოდეს მოსწავლის უფლებების დარღვევას მასწავლებლის, სხვა მოსწავლის , სკოლის რომელიმე თანამშრომლის ან დირექტორის უკანონო ქმედების შედეგად.

        11.3.    მოსწავლეს აქვს უფლება წარადგინოს მიმართვა დამოუკიდებლად, ან მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ერთად მიმართვა უნდა იყოს კეთილსინდისიერი და ემსახურებოდეს სიმართლის დადგენას.

        11.4.    თუ მოსწავლეს აქვს პრეტენზია სკოლის დირექტორის მიმართ, ამ შემთხვევაში მიმართვა უნდა წარედგინოს სკოლის დისციპლინარულ კომიტეტს.

        11.5.    საჩივარი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში, წარდგენილ უნდა იქნას სკოლის დისციპლინარულ კომიტეტის  სახელზე.

        11.6.    მასწავლებლის მიმართ პრეტენზიას განიხილავს სკოლის დისციპლინური კომიტეტი, ხოლო სკოლის სხვა თანამშრომლის მიმართ პრეტენზიას განიხილავს დირექტორი, ან დისციპლინური კომიტეტი დირექტორის წარდგინების საფუძველზე.

        11.7.    სკოლის რომელიმე მოსწავლის მიმართ პრეტენზიას განიხილავს დირექტორი, ან დისციპლინური კომიტეტი.

        11.8.    საჩივარი უნდა შეიცავდეს წინამდებარე წესის მე-3 მუხლის 3.4. პუნქტით დადგენილ რეკვიზიტებს.

        11.9.    დირექტორი უფლების დარღვევის თაობაზე საჩივარს განიხილავს საჩივრის შეტანიდან ორი კვირის ვადაში.

        11.10.    დირექტორის გადაწყვეტილება და მისი ქმედება ან უმოქმედობა შეიძლება გასაჩივრდეს დისციპლინარულ კომიტეტში გადაწყვეტილების გაცნობიდან/გადაწყვეტილების გამოსატანად განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლიდან ორი კვირის ვადაში.

        11.11 დისციპლინარული კომიტეტი  საჩივარს განიხილავს წინამდებარე წესის II თავით განსაზღვრული წესით. ამასთან, თუ წინამდებარე თავით არ არის დადგენილი რაიმე პროცედურა ან მისი ვადები, გამოიყენება ამ წესის II თავით დადგენილი წესები.

         

        თავი V. შიდა სასკოლო გამოცდის შედეგების გასაჩივრება

         

        მუხლი 12. შიდა სასკოლო გამოცდების შედეგების გასაჩივრების წესი

        12.1 სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სკოლაში ჩატარებული გამოცდების პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები საჩივრდება გამოცდის ჩატარებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, სკოლის დირექტორთან;

        12.2. ამ მუხლის 12.1 პუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება საპრეტენზიო კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. კომისია დაკომპლექტებული უნდა იყოს სულ მცირე 3 წევრით.

        12.3 კომისიის სხდომებს იწვევს და უძღვება კომისიის თავმჯდომარე. კომისია პრეტენზიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლის 10.1 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი საპრეტენზიო განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.

        12.4. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. კომისიის გადაწყვეტილებები აისახება შესაბამისი სხდომის ოქმში, რომელიც მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობით და რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

        12.5. კომისიამ შეიძლება მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

        ა) პრეტენზიის დაკმაყოფილების შესახებ;

        ბ) პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

        გ) პრეტენზიის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

        12.6. კომისია უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილებების სკოლის დირექტორისათვის გაცნობას საპრეტენზიო განაცხადების განხილვის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღისა, ხოლო დირექტორი უზრუნველყოფს საჩივრის ავტორისთვის გადაწყვეტილების გაცნობას 1 დღის ვადაში.

        12.7. სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სკოლაში ჩატარებული გამოცდების შედეგები საჩივრდება შედეგების დამტკიცების შესახებ სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 1 თვის ვადაში გორის საქალაქო სასამართლოში.

         

        თავი VI დასკვნითი დებულებები

         

        მუხლი 13. წესის გაცნობა სასკოლო საზოგადოებისათვის

        13.1 სკოლა უზრუნველყოფს წესის გაცნობას სასკოლო საზოგადოების წევრებისათვის.

        13.2. სკოლა, საჭიროების შემთხვევაში, ყველა დაინტერესებულ პირს განუმარტავს წინამდებარე წესში აღწერილ პროცედურებს.

         

        მუხლი 14. წესის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა

        14.1. წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებული და დამტკიცებულია სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

        14.2. დოკუმენტში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა ხორციელდება 14.1. პუნქტში მითითებული წესით.

    • კონტაქტი

      • დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარი"
      • 2 704 734 ;
        595 704 634
      • ი. ბაბუციძის ქ. 12
        თბილისი, შემოსასვლელი ოცხელის ქუჩიდან


        Georgia
      • https://www.facebook.com/skolamodzgvari2/
      • შპს "დამოუკიდებელი სკოლა მოძღვარი"
        ს/კ: 208156261

        საქართველოს ბანკი
        ბანკის კოდი BAGAGE22
        ა/ნ: GE63BG0000000908568800GEL

        პროკრედიტ ბანკი
        ბაკის კოდი: MIBGGE22
        ა/ნ: GE70PC0493600100001824GEL
  • ფოტო გალერეა

      ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად