• ტექსტის ქვე-გვერდი

      • მუხლი 1. მოქმედების სფერო

        1. ეს წესი განსაზღვრავს შპს დამოუკიდებელი სკოლა ,,მოძღვარის“  (შემდგომში - „სკოლა“) მოსწავლეთა, მშობელთა და სკოლის პერსონალს შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტურ გზას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს მონაწილე მხარეთა ინტერესებს;
        2. მედიაციის მარეგულირებელი წესი არის საუკეთესო საშუალება, რათა მოსწავლეთა, მშობელთა და სკოლის პერსონალს შორის კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, მოხდეს დროული და ეფექტური რეაგირება.
        3. წინამდებარე წესი არ არეგულირებს  მოსწავლესა და მშობელს შორის ან  მშობლებს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების გზას. აღნიშნულ პროცესში სკოლა არ ერთვება.

         

        მუხლი 2. მედიაციის მიზნები

        1. მედიაციის მარეგულირებელი წესის მიზანია მოსწავლეებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, მოსწავლეებსა და სკოლის პერსონალს შორის  კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში ადრეული და ეფექტური ჩარევით, კონფლიქტური სიტუაციის მშვიდობიანი გადაწყვეტა, პროაქტიული რეაგირება და პრევენცია  მათი  კანონიერი  წარმომადგენლების,  ადმინისტრაციისა და ფსიქოლოგის (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) ჩართულობით.
        2. წინამდებარე წესის მიზანს, ასევე, წარმოადგენს კონფლიქტის გადაჭრის კომპრომისული გზის პოვნა, რომელიც ოპტიმალური იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
        3. მნიშვნელოვანია, რომ მედიაციის მეშვეობით კონფლიქტის მონაწილე მხარეები თავად მივიდნენ კონფლიქტის მოგვარების გზამდე. სკოლის წარმომადგენლის მიზანი კი მედიაციის პროცესში უნდა იყოს, რომ მან მოსწავლეებს, მშობლებსა და სკოლის პერსონალს ნათლად აჩვენოს კონფლიქტის გადაწყვეტის სასურველი შედეგები. ამასთან, მედიატორმა ფასილიტაცია უნდა გაუწიოს კონსტრუქციულ დიალოგს და საჭიროების შემთხვევში, თავად შესთავაზოს მოსწავლეებს კომპრომისზე დაფუძნებული გამოსავალი.

         

        მუხლი 3. მედიატორის მოვალეობები

        1. კონფლიქტის გამოვლენის დროს მედიატორის როლს ასრულებენ  დირექტორის მოადგილეები მოსწავლეთა კანონიერი წარმომადგენლების, კლასის დამრიგებლის და ფსიქოლოგის (საჭიროების შემთხვევაში) ჩართულობით;

        2. მედიატორმა უნდა შეძლოს:

        2.1 დაპირისპირებულ მხარეებს შორის არსებულ წინააღმდეგობათა და კონფლიქტების გაცნობიერება;

        2.2 კონფლიქტური სიტუაციების ეფექტიანად მართვა/რეგულირება;

        2.3 განვითარებული კონფლიქტის შესაძლო შედეგების პროგნოზირება;

        2.4 კონფლიქტების ნეგატიური შედეგების აღმოფხვრა/თავიდან აცილება.

        2.5   დაპირისპირებული მხარეებისათვის კონფლიქტური სიტუაციიდან გამოსავლის ჩვენება;

        2.6   დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგის გამართვა;

        2.7 საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლეების კანონიერი წარმომადგენლებისა და სკოლის შესაბამისი ორგანოების მედიაციის პროცესში ჩართვა.

        3. მედიატორი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობა და იყოს მიუკერძოებელი;

        4. მედიატორი ვალდებულია შექმნას ისეთი ატმოსფერო, სადაც დაპირისპირებული მხარეები კომფორტულად შეძლებენ კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების განხილვასა და მისი მოგვარების გზებზე მსჯელობას.

        5. მედიაციის პროცესში მედიატორი მონაწილეობას იღებს როგორც ნეიტრალური მხარე და ეხმარება კონფლიქტში მონაწილე პირებს საკუთარი და სხვების ინტერესების გააზრებასა და პოზიციების განსაზღვრაში;

         

        მუხლი 4. მედიაციის დაწყების საფუძვლები და მედიატორის ფუნქცია

        1. მედიაციის დაწყების საფუძველია კონფლიქტური სიტუაციის წარმოქმნა ან კონფლიქტური სიტუაციის წარმოქმნის წინაპირობების არსებობა;

        2. მედიატორი ვალდებულია:

        1. დაადგინოს და გააანალიზოს დაპირისპირებულ მხარეებს ურთიერთობა კონფლიქტური სიტუაციის წარმოშობამდე;
        1.  შეისწავლოს  არსებული კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები;
        1. განიხილოს კონფლიქტში მყოფ პირებს შორის არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა. (რამდენად აქტუალურია კონფლიქტი, რა გავლენა იქონია მან კონფლიქტში მონაწილე პირზე და ა.შ);
        1. აგრძნობინოს კონფლიქტში ჩართულ პირებს, რომ აღნიშნული პრობლემა არ წარმოადგენს გადაულახავ დაბრკოლებას და მდგომარეობიდან არსებობს კომპრომისული გამოსავალი;
        1. მიიღოს ინფორმაცია მხარეებისათვის  სასურველ შედეგებზე კონფლიქტური სიტუაციიდან გამომდინარე.

        2.6  მედიატორის მოვალეობა არ არის კონფლიქტში მონაწილე პირების დავის ერთპიროვნულად გადაწყვეტა. მან მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს გამოსავლის ძიების პროცესს.

         

        მუხლი 5. მედიაციის ეტაპები

        1. მედიაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
        • მედიატორის მიერ კონფლიქტური სიტუაციის შესწავლა;
        • ინდივიდუალური გასაუბრებები (საჭიროების შემთხვევაში);
        • საერთო შეხვედრის გამართვა და დისკუსია;
        • მედიაციის დასკვნითი ეტაპი.

        1.1 მედიატორის მიერ კონფლიქტური სიტუაციის შესწავლა  - პირველ რიგში, მედიატორმა დეტალურად უნდა შეისწავლოს კონფლიქტის მიზეზები,  გამოიკვლიოს ფაქტები.

        1.2 ინდივიდუალური გასაუბრება - თუ ამას საჭიროება მოითხოვს, მედიატორმა შესაძლოა კონფლიქტში მონაწილე რომელიმე პირთან მოითხოვოს ინდივიდუალური გასაუბრება, რომელსაც შესაძლოა დაესწროს სკოლის ფსიქოლოგი. დამოუკიდებლად შეხვედრისას მედიატორი ეხმარება კონფლიქტში მონაწილე პირს/პირებს მთლიანი სურათის დანახვაში საკუთარი პოზიციის მესამე პირის პერსპექტივიდან შეფასებაში, მეორე მხარის შეხედულებების, არგუმენტებისა და გრძნობების გააზრებასა და გათავისებაში.

        1.3 საერთო შეხვედრის გამართვა და დისკუსია - დისკუსიის ეტაპი არის მედიაციის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი. შეხვედრის დაწყებისას, უმჯობესია, თუ მედიატორი წარმოთქვამს ძალიან მოკლე შესავალ სიტყვას და კონფლიქტში მონაწილე და სხვა დამწრე პირებს კიდევ ერთხელ შეახსენებს მათი შეკრების მიზეზს. შესავალ სიტყვას უნდა ჰქონდეს დაძაბულობის განმუხტვის მიზანი. ამ შეხვედრას, საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეების კანონიერ წარმომადგენლებთან ერთად, უნდა დაესწროს სკოლის ფსიქოლოგი. დისკუსიისას კონფლიქტში მონაწილე პირებმა უნდა გამოთქვან საკუთარი შეხედულებები კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებთან, მათ ქცევებთან და გრძნობებთან დაკავშირებით. ამ დროს მედიატორის მთავარი ფუნქციაა, რომ მან ფასილიტაცია გაუწიოს კონფლიქტში მონაწილეებს შორის არსებულ დიალოგს და საჭიროების შემთხვევაში, მათი  ყურადღება დაუბრუნოს ძირითად განსახილველ საკითხს. მედიატორმა უნდა შეძლოს დიალოგის პროდუქტიულ რეჟიმში წარმართვა და საჭიროების შემთხვევაში, წარუდგინოს კონფლიქტის მონაწილეებს არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი. ამასთან, მედიატორი აზუსტებს, აჯამებს და საბოლოო სახეს აძლევს კონფლიქტის მონაწილეების პოზიციებს.

        1.4 მედიაციის დასკვნითი ეტაპი - მედიატორი კიდევ ერთხელ აფასებს მედიაციის პროცესსა და მხარეების მოსაზრებებს. სასურველია, რომ შეჯამებისას მედიატორმა კვლავ განმუხტოს სიტუაცია და იზრუნოს იმაზე, რომ კონფლიქტში მონაწილე პირები კვლავ დაუბრუნდნენ კონფლიქტამდე არსებულ მდგომარეობას.

         

        მუხლი 6. მედიაციის პროცესის დასრულების შემდეგ განსახორციელებელი ღონისძიებები

        1. მნიშვნელოვანია, რომ მედიაციის პროცესის შესახებ ზოგადი და მოკლე ინფორმაცია ჰქონდეთ სკოლის ადმინისტრაციის წევრებს; ამის მისაღწევად საჭიროა, შემთხვევის დადგომისთანავე მოხდეს ადმინისტრაციის წევრების შეტყობინება ელექტრონული საკომუნიკაციო პლატფორმის ან უშუალო შეხვედრის საშუალებით. ასევე, მნიშვნელოვანია ადმინისტრაციის დროული ინფორმირება მედიაციის პროცესის მსვლელობისა და შედეგების შესახებ.

        2. მედიაციის პროცესის დასრულება არ ნიშნავს იმას, რომ საკითხი სრულად ამოწურულია და ის აღარ საჭიროებს მასზე დამატებითი ყურადღების გამახვილებას. მედიაციის დასრულების შემდეგ, სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს ხელი კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის მეგობრული ურთიერთობის აღდგენას. აღნიშნულისათვის შესაძლებელია გამოიყენოს ჯგუფური სამუშაოები და სხვადასხვა აქტივობები. მაგალითად, შესაძლებელია, მედიაციაში მონაწილე პირები აღმოჩნდნენ ერთ სამუშაო ჯგუფში, მიეცეთ საერთო დავალება და ა.შ. ეს ხელს შეუწყობს კონფლიქტში მონაწილე პირებს შორის არსებული დაძაბულობის ბოლომდე განმუხტვას და შესაძლებელი იქნება მედიაციის პროცესის საბოლოოდ შეფასება.

        3. მოსწავლეებს შორის არსებული კონფლიქტისას კლასის სხვა მასწავლებლებსაც, რათა მათაც ხელი შეუწყონ მოსწავლეთა შერიგების პროცესს, და საჭიროების შემთხვევაში,  კლასის დამრიგებელს აცნობონ მოსწავლეებს შორის არსებული მდგომარეობის შესახებ.

         

        მუხლი 7. მედიაციის მარეგულირებელი წესის მიღება და მასში ცვლილების შეტანა

        1.  მედიაციის მარეგულირებელ წესს  შეიმუშავებს და  ბრძანებით ამტკიცებს სკოლის დირექტორი.

        2.  მედიაციის მარეგულირებელი წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით.

    • კონტაქტი

      • დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარი"
      • 2 704 734 ;
        595 704 634
      • ი. ბაბუციძის ქ. 12
        თბილისი, შემოსასვლელი ოცხელის ქუჩიდან


        Georgia
      • https://www.facebook.com/skolamodzgvari2/
      • შპს "დამოუკიდებელი სკოლა მოძღვარი"
        ს/კ: 208156261

        საქართველოს ბანკი
        ბანკის კოდი BAGAGE22
        ა/ნ: GE63BG0000000908568800GEL

        პროკრედიტ ბანკი
        ბაკის კოდი: MIBGGE22
        ა/ნ: GE70PC0493600100001824GEL
  • ფოტო გალერეა

      ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად