• ტექსტის ქვე-გვერდი

      •  სკოლის განვითარების გრძელვადიანი გეგმა

         

        2023-2030

         

        წარმოდგენილი სტრატეგიული გეგმა განსაზღვრავს შპს დამოუკიდებელი სკოლა ,,მოძღვარის“ განვითარების ძირითად მიმართულებას, რომელიც ემყარება: საქართველოს კონსტიტუციას, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, სკოლის წესებს, სკოლის შინაგანაწესს, ეროვნული სასწავლო გეგმას, ბავშვთა უფლებების კონვენციას, სხვა ნორმატიულ აქტებს და მიზნად ისახავს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით დასახული ამოცანების შესრულებას.

         

         

         

        პრეამბულა

         

        სკოლის მისია, ხედვა, ღირებულებები:

        სკოლის მისიაა: დამოუკიდებელი სკოლა მისიაა აღზარდოს თავისუფალი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნება,  რომელიც  მზად იქნება 21-ე საუკუნის გამოწვევების წინაშე;

        • მოსწავლე, რომელიც იქნება წიგნიერი და მოაზროვნე, შემოქმედებითი, მიზანდასახული და კონკურენტუნარიანი; 
        • მოსწავლე, დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერებით;
        • მოსწავლე, რომელმაც იცის კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა; ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე გაცნობიერებული აქვს თავისი უფლება-მოვალეობები. 

        სკოლის უმთავრესი მისიაა უწყვეტი ზრუნვა მოსწავლეთა პროფესიულ ორიენტაციაზე,  მათთვის ისეთი  წინაპირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალი  განვითარების გზის  სწორად არჩევაში.      

        სკოლის ხედვაა          

         კონსტრუქტივისტულ მიდგომებზე დაფუძნებული სწავლა- სწავლებისა  და არაფორმალური განათლების გაძლიერების გზით, 2030 წლისათვის შევქმნათ სასკოლო გარემო , სადაც მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი  „ცოდნითა და გაცნობიერებით“ (სწავლის ან საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფაქტების, პრინციპების, თეორიების, თეორიული და პრაქტიკული მეთოდების ასიმილაციის შედეგი), „უნარით“ (კონკრეტული დავალების შესრულებისა და პრობლემების გადაჭრისათვის შესაბამისი ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა) ან/და „პასუხისმგებლობითა და ავტონომიურობით“ (ღირებულებებითა და დამოუკიდებლობის შესაბამისი ხარისხით პირის მიერ ცოდნისა და უნარების გამოყენება) დაიმკვიდრონ თავი როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ შრომის ბაზარზე და იყვნენ მაღალკონკურენტული გლობალური სივრცის განუყოფელი და აქტიური ნაწილი.

        სკოლის ღირებულებებია:

        სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით:

        • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა.
        • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს.
        • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე.
        • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს.
        • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.

         

        SWOT - ანალიზი

         

        იმისათვის, რომ სკოლამ მოახერხოს თავისი მისიის შესრულება და მოსწავლეებისათვის საუკეთესო საგანმანათლებლო მომსახურების შეთავაზება, აუცილებელია სწორად იქნეს დანახული სკოლის მიერ დასახული და შესრულებული სტრატეგიული გეგმის დადებითი და უარყოფითი, სუსტი და ძლიერი მხარეები. სისუსტეების გამოვლენა მიმართულია იმისკენ, რომ არსებული შესაძლებლობის ფარგლებში გადაიქცეს ძლიერ მხარეებად, ხოლო საფრთხეების წინასწარ შეფასება საშუალებას იძლევა, რომ სკოლა მზად დახვდეს სავარაუდო გამოწვევებს.

        S (ძლიერი მხარე)

        W (სუსტი მხარე)

        • პოზიტიური, წამახალისებელი  გარემო;
        • მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო;
        • თანამშრომლობითი სასწავლო გარემო;
        • მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა;
        • ამფითეატრი;
        • სასკოლო კულტურა;

         

        • აკადემიური პერსონალის მხრიდან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების სიმცირე;
        • გაცდენის შემთხვევაში, ჩამნაცვლებელი მასწავლებლების არარსებობა;
        • სასკოლო ცხოვრებაში საბაზო და საშუალო საფეხურის მშობელთა დაბალი დაინტერესება და ჩართულობა;
        • სკოლის დამატებითი სერვისების სიმწირე;
        • დაბალი ანაზღაურებიდან გამომდინარე, სკოლაში არსებულ ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პოზიციებზე კვალიფიციური კადრების დასაქმების დაინტერესების ნაკლებობა;
        • საკმარისი ბიუჯეტის არარსებობის გამო ადმინისტრაციული/აკადემიური კადრებისათვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო სერვისების სიმცირე;

         

         

        O (შესაძლებლობები)

        T (საფრთხე)

        • დამატებითი შემოსავლების მოზიდვა/მოძიება;
        • დამატებითი სერვისების განვითარება;
        • სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების განხორციელება;
        • მოსწავლეთა კონტიგენტის ზრდა;
        • მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის წარმატებით დანერგვა;
        • ადამიანური რესურსის კვალიფიკაციის ზრდა/განვითარება.

         

        • არასტაბილური  ეკონომიკური გარემო;
        • ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების სიმცირე ბაზარზე;
        • პანდემია;
        • რეგულაციების ხშირი ცვლილებით გამოწვეული საფრთხეები;

         

         

         

         

        სტრატეგიული მიმართულებები:

         

        სკოლის შესაძლებლობებისა და გარემოს შესწავლის (SWOT ანალიზი), მისიითა და ხედვით განსაზღვრული მიზნებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება/მოვალეობების განხორციელებისათვის    დამოუკიდებელ სკოლა მოძღვარს დაგეგმილი აქვს 2023-2030 წლებში იმუშაოს შემდეგი სტრატეგიული მიმართულებით:

         

        • სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება;
        • ადამიანური რესურსის განვითარება;
        • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;
        • უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა;
        • სასკოლო საზოგადოების ჩართულობა;
        • მოსწავლეთა მხარდაჭერის გაუმჯობესება;
        • სკოლის ორგანიზაციული განვითარება.

         

        თითოეული სტრატეგიული მიმართულება თავის მხრივ, იყოფა ამოცანებად.

        1. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებ
        • ახალი პროგრამების შემუშავება/დანერგვა;
        • სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდა;
        • სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
        • აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა.

        სწავლა ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენას, მათ ინტელექტუალურ განვითარებას. ხარისხზე ორიენტირებულ სკოლაში მოსწავლე ეუფლება არა მხოლოდ ინფორმაციის მიღების, არამედ ცოდნის გააზრების, გამოყენების, დამოუკიდებლად დასკვნების გამოტანისა და შეფასების გაკეთების უნარ-ჩვევებს. მოსწავლის განვითარების დინამიკის დადგენა და თანმდევი დამატებითი სამუშაოების განხორციელება არის სრულყოფილი და ხარისხიანი განათლების მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება.  

         

        სტრატეგიული მიზნები

        ამოცანები

        შესრულების პერიოდი

        2023- 2024

        2024- 2025

        2025- 2026

        2026- 2027

        2027- 2028

        2028- 2029

        2029- 2030

        სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებ

         

        ახალი პროგრამების შემუშავება/ დანერგვა

         

         

         

         

         

         

         

        სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდა

         

         

         

         

         

         

         

        სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/ განხორციელება

         

         

         

         

         

         

         

        აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა

         

         

         

         

         

         

         

         

         

        1. ადამიანური რესურსის განვითარება

         

        • პერსონალის მართვის პოლიტიკის და პრაქტიკის გაუმჯობესება;
        • აკადემიური კორპუსის გაძლიერების მიზნით საუკეთესო კადრების მოზიდვა;
        • ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზება.

        ხარისხიანი განათლებისა და ეფექტური სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა წარმოუდგენელი და შეუძლებელია კვალიფიციური, მომზადებული და პროფესიულად მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლის გარეშე. სკოლამ უნდა უზრუნველყოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. ამის განსახორციელებლად სკოლა უზრუნველყოფს ადმინისტრაციული თუ აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზებას, რაშიც მოიაზრება ტრენინგები, ვებინარები, სამუშაო შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა და ა.შ.

         

         

         

        სტრატეგიული მიზნები

        ამოცანები

        შესრულების პერიოდი

        2023- 2024

        2024- 2025

        2025- 2026

        2026- 2027

        2027- 2028

        2028- 2029

        2029- 2030

        ადამიანური რესურსის განვითარება

         

        პერსონალის მართვის პოლიტიკის და პრაქტიკის გაუმჯობესება

         

         

         

         

         

         

         

        აკადემიური კორპუსის გაძლიერების მიზნით საუკეთესო კადრების მოზიდვა

         

         

         

         

         

         

         

        ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზება

         

         

         

         

         

         

         

         

        1. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება

         

        • ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;
        • საგანმანათლებლო/სასწავლო რესურსების განახლება/შევსება;
        • საინფორმაციო რესურსების გაუმჯობესება;
        • ფინანსური მდგრადობა.

        სკოლისთვის მნიშვნელოვანია სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესისათვის საჭირო მატერიალური რესურსის არსებობა, სასკოლო ინვენტარით და საჭირო რესურსებით სასწავლო დაწესებულების უზრუნველყოფა, მძლავრი საბიბლიოთეკო ფონდის შექმნა, საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზის განვითარება, ლაბორატორიების გამდიდრება და სხვა. სკოლაში შექმნილია ყველა აუცილებელი პირობა სასწავლო პროცესის წარმართვისათვის.

         

         

        სტრატეგიული მიზნები

        ამოცანები

        შესრულების პერიოდი

        2023- 2024

        2024- 2025

        2025- 2026

        2026- 2027

        2027- 2028

        2028- 2029

        2029- 2030

        მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებ

         

        ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

         

         

         

         

         

         

         

        საგანმანათლებლო/სასწავლო რესურსების განახლება/შევსება

         

         

         

         

         

         

         

        საინფორმაციო რესურსების გაუმჯობესება

         

         

         

         

         

         

         

        ფინანსური მდგრადობა

         

         

         

         

         

         

         

        1. უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა

         

        • საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;
        • უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
        • უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.

         

        სკოლაში სასწავლო პროცესი და ზოგადად აღზრდის სისტემა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობისა და ნდობის პრინციპებს. მოსწავლე უსაფრთხოდ და დაცულად უნდა გრძნობდეს თავს. სკოლაში შექმნილი უნდა იყოს ყველა პირობა, რათა დაკმაყოფილებული იყოს სასკოლო საზოგადოების ფიზიკური უსაფრთხოების მოთხოვნები. სკოლაში ფუნქციონირებს უსაფრთხოების მკაფიოდ შემუშავებული სისტემა, რომელშიც მოიაზრება მანდატურები, დარაჯები, ვიდეო კამერები, სახანძრო უსაფრთხოებისა ნორმების დაცვა, პრევენციული ღონისძიებები. სკოლამ უნდა მისცეს მოსწავლეებსა და თანამშრომლებს აუცილებელი ცოდნა კრიტიკულ სიტუაციებში ქცევის შესახებ და განუვითაროს შესაბამისი უნარ-ჩვევები.

         

        სტრატეგიული მიზნები

        ამოცანები

        შესრულების პერიოდი

        2023- 2024

        2024- 2025

        2025- 2026

        2026- 2027

        2027- 2028

        2028- 2029

        2029- 2030

        უსაფრთხო, ორგანიზებული და  დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა

        საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა

         

         

         

         

         

         

         

        უსაფრთხოების ნორმების დაცვა

         

         

         

         

         

         

         

         

        უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება

         

         

         

         

         

         

         

        1. სასკოლო საზოგადოების ჩართულობა

         

        • მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტივობების გაზრდა;
        • მშობელთა ჩართულობა სასწავლო აღმზრდელობით პროცესში;
        • მშობლებთან ურთიერთობების ფორმების დახვეწა;
        • მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა;
        • მართვის კოლეგიური ორგანოების გააქტიურება.

        სკოლის წარმატებული ფუნქციონირებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის მოსწავლეებთან, მშობლებთან ურთიერთობის სისტემის ჩამოყალიბება.  სასკოლო საზოგადოებისათვის ღია და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია სკოლაში მიმდინარე პროცესებზე, წარმატებებსა და ინიციატივებზე. სკოლის წარმატებული საქმიანობისათვის მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა, რისი აუცილებელი პირობაცაა მათი ინფორმირებულობა.

         

        სკოლის წარმატებული საქმიანობისათვის მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოების ჩართულობა სკოლისათვის სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. სწორედ ამიტომ, სკოლის მმართველობითი კოლეგიური ორგანოების შემადგენლობა დაკომპლექტებულია როგორც სკოლის თანამშრომლების, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისაგან.

         

        სტრატეგიული მიზნები

        ამოცანები

        შესრულების პერიოდი

        2023- 2024

        2024- 2025

        2025- 2026

        2026- 2027

        2027- 2028

        2028- 2029

        2029- 2030

        სასკოლო საზოგადოების ჩართულობა

        მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტივობების გაზრდა

         

         

         

         

         

         

         

        მშობელთა ჩართულობა სასწავლო აღმზრდელობით პროცესში

         

         

         

         

         

         

         

        მშობლებთან ურთიერთობების ფორმების დახვეწა

         

         

         

         

         

         

         

        მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა

         

         

         

         

         

         

         

        მართვის კოლეგიური ორგანოების გააქტიურება

         

         

         

         

         

         

         

        1. მოსწავლეთა მხარდაჭერა

         

        • მოსწავლეთა აკადემიური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის სისტემის უზრუნველყოფა;
        • დამატებითი სერვისების განვითარება;
        • მოსწავლეთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

         

        ნაყოფიერი სასწავლო პროცესის ფორმირებისთვის აუცილებელია მოწესრიგებული სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეები თავს დაცულად და კომფორტულად იგრძნობენ. სკოლის მიზანია პირველ რიგში უზრუნველყოს მოსწავლის სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია, მოიპოვოს მისი ნდობა და შეუქმნას მას მიმღებლობითი გარემო. მხარდაჭერის სტრატეგიის გამოყენებით ხდება სწავლებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა და შემდგომში მოსწავლის აკადემიური თუ ქცევითი მიღწევების წახალისება.

         

        მოსწავლეთა სრულფასოვანი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების მიცემა. მოსწავლეთა ინტერესების შესაბამისად სხვადასხვა კლუბებისა და დამატებითი მომსახურების შეთავაზება, სხვადასხვა სიახლეების შეთავაზება სასკოლო საზოგადოებისათვის.

         

         

        სტრატეგიული მიზნები

        ამოცანები

        შესრულების პერიოდი

        2023- 2024

        2024- 2025

        2025- 2026

        2026- 2027

        2027- 2028

        2028- 2029

        2029- 2030

        მოსწავლეთა მხარდაჭერა

         

        მოსწავლეთა აკადემიური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის სისტემის უზრუნველყოფა

         

         

         

         

         

         

         

        დამატებითი სერვისების განვითარება

         

         

         

         

         

         

         

        მოსწავლეთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელება

         

         

         

         

         

         

         

         

         

         

         

         

         

         

         

         

        1. ორგანიზაციული განვითარება

         

        • სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
        • სკოლის ცნობადობის გაზრდა;
        • სრული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესისათვის მომზადება.

        პარტნიორულ ურთიერთობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლის განვითარებისთვის; პირველ რიგში, მნიშვნელოვანია პარტნიორობა სკოლის შიგნით, რათა ერთად მოხდეს პრობლემების გადაჭრა დასახული მიზნის მისაღწევად.

         

        მეორე მხრივ, კონკურენტუნარიან გარემოში პარტნიორობა საჭიროა სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სკოლებთან, კერძო პირებთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, უნივერსიტეტებთან, თემთან და სხვა ორგანიზაციებთან, რომელშიც სკოლის წარმატებით დაინტერესებული ყველა პირი მიიღებს მონაწილეობას.

         

        ამასთან, აუცილებელია მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ და მომავალი ავტორიზაციის პროცესისათვის სკოლაში მოქმედი მექანიზმების დახვეწა.

         

         

        სტრატეგიული მიზნები

        ამოცანები

        შესრულების პერიოდი

        2023- 2024

        2024- 2025

        2025- 2026

        2026- 2027

        2027- 2028

        2028- 2029

        2029- 2030

        ორგანიზაციული განვითარება

        სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან/ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა

         

         

         

         

         

         

         

        სკოლის ცნობადობის გაზრდა

         

         

         

         

         

         

         

        სრული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესისათვის მომზადება

         

         

         

         

         

         

         

    • კონტაქტი

      • დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარი"
      • 2 704 734 ;
        595 704 634
      • ი. ბაბუციძის ქ. 12
        თბილისი, შემოსასვლელი ოცხელის ქუჩიდან


        Georgia
      • https://www.facebook.com/skolamodzgvari2/
      • შპს "დამოუკიდებელი სკოლა მოძღვარი"
        ს/კ: 208156261

        საქართველოს ბანკი
        ბანკის კოდი BAGAGE22
        ა/ნ: GE63BG0000000908568800GEL

        პროკრედიტ ბანკი
        ბაკის კოდი: MIBGGE22
        ა/ნ: GE70PC0493600100001824GEL
  • ფოტო გალერეა

      ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად