• ტექსტის ქვე-გვერდი

      • მუხლი1. შესავალი

        მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში მოსწავლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს. მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, უკეთეს შედეგებს აღწევენ, აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მოსწრება, გამოირჩევიან პოზიტიური ქცევითა და სკოლისადმი კეთილგანწყობით. მშობელთა აქტიური ჩართულობა დადებითად აისახება სასკოლო საზოგადოებაზე, მასწავლებლებზე, მშობლებსა და მოსწავლეებზე.

        წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მასწავლებელსა და მშობელს შორის ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული კომუნიკაციაა.  მასწავლებელი კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, სკოლასა და ოჯახს ერთმანეთთან აკავშირებს. მშობლები ერთვებიან სასწავლო პროცესში მასწავლებელთა მოკავშირეებად და ისინი ერთად ემსახურებიან საერთო მიზანს -  მოსწავლის ნიჭის გამოვლენის ხელშეწყობასა და წარმატებისკენ მიმართვას.

         

        მუხლი 2. ზოგადი დებულებები

        პირი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შპს „დამოუკიდებელი სკოლა მოძღვარის“ მოსწავლის მშობლად/კანონიერ წარმომადგენლად იწოდება მას შემდეგ,  რაც სკოლასა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმდება ხელშეკრულება და მოსწავლე ჩაირიცხება შესაბამის კლასში.

         

        მუხლი 3. დებულების მიზნები

        1.           დებულების მიზანია:

        1.1.         მშობლებსა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა;

        1.2.        მშობელთა დროული ინფორმირება სკოლის მიზნების,  დაგეგმილი ღონისძიებებისა და შეფასების თაობაზე;

        1.3.        მშობლების დროული ინფორმირება მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასა და  სოციალურ, ემოციურ თუ ინტელექტუალურ განვითარებასთან დაკავშირებული  საჭიროებების თაობაზე;

        1.4.        მოსწავლეთა ხელშეწყობა მასწავლებლებთან, თანატოლებთან, ოჯახის წევრებთან და  საზოგადოებასთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში;

        1.5.        სკოლის მიმართ მოსწავლეთა კეთილგანწყობილი, მაღალი პასუხისმგებლობით აღსავსე, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული  დამოკიდებულების  ჩამოყალიბება;

        1.6.        სასწავლო პროცესის მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგების ხელშეწყობა;

        1.7.        სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა;

         

         

         

         

         

         

         

        მუხლი 4. მასწავლებლის/დამრიგებლის  ვალდებულებები მშობლებთან ურთიერთობისას:

        1.                          მასწავლებელი/დამრიგებელი ვალდებულია:

        1.1.                      დაამყაროს მშობლებთან ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე დამყარებული ურთიერთობა;

        1.2.                      შეხვდეს მშობელს დადებითი განწყობით და სათანადო დრო გამოყოს მასთან საუბრისთვის;

        1.3.                      დამრიგებელი ვალდებულია ამ დებულების მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია მიაწოდოს მშობლებს დადგენილი დროისა და პირობების შესაბამისად;

        1.4.                      დროულად მიაწოდოს მშობლებს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასა და  სოციალურ, ემოციურ თუ ინტელექტუალურ განვითარებასთან დაკავშირებული  საჭიროებების თაობაზე;

        1.5.                      ხელი შეუწყოს მშობელთა აქტიურ ჩართულობას და წაახალისოს სასარგებლო ინიციატივები;

        1.6.                      მშობელთან ურთიერთობის დროს (მიმოწერისას ან საუბრისას) პირველ რიგში წარმოაჩინოს, მოსწავლის დადებითი მხარეები, მხოლოდ ამის შემდეგ  შეიძლება სხვადასხვა სახის პრობლემების განხილვა.

        1.7.                      მშობლისთვის ინფორმაციის მიწოდების დროს არ დაუშვას მოსწავლის  ღირსებების შელახვა, უხეშობა.

        1.8.                      სასწავლო წლის დასაწყისშივე მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლესა და მშობელს მოსწავლის მიერ  გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში  სავარაუდო შედეგების შესახებ.

        მუხლი 5. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის  უფლება-მოვალეობები

         

        5.1 სკოლასა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის ხელშეკრულების გაფორმებით მხარეებს წარმოეშობათ ურთიერთვალდებულებები.

        5.2. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებებია:

        5.2.1. უზრუნველყოს  შვილისათვის სწავლისა და აღზრდის შესაბამისი პირობები, აღჭურვოს მოსწავლე წიგნებითა და სხვა სასწავლო ინვენტარით;

        5.2.2. უზრუნველყოს მოსწავლის დასწრება გაკვეთილებსა და სავალდებულო სასკოლო ღონისძიებებზე;

        5.2.3. გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში წინასწარ შეატყობინოს სკოლას;

        5.2.4. ხელი შეუწყოს შვილს სწავლაში და აკონტროლოს მისი მომზადების ხარისხი;

        5.2.5. აქტიურად ითანამშრომლოს სკოლის მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან;

        5.2.6. შეასრულოს ამ დებულებით, სკოლის შინაგანაწესით და დირექტორთან დადებული  ხელშეკრულებით  განსაზღვრული  პირობები;

        5.2.7. შეასრულოს კანონმდებლობის მოთხოვნებით გათვალისწინებული ფინანსური       ვალდებულებები   სკოლის   წინაშე;

        5.2.8. აანაზღაუროს შვილის მიერ  სკოლისათვის მიყენებული  მატერიალური  ზარალი;

         

        5.3. მშობლის/კანონიერ წარმომადგენელის უფლებებია:

        5.3.1. მოთხოვოს სასწავლო პროცესში მონაწილე პირებს მათთვის დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად  შესრულება;

        5.3.2. მიიღოს  ინფორმაცია  სკოლის  ფუნქციონირების იმ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია მისი შვილის სწავლა-განათლებასთან.

        5.3.3. მოითხოვოს მოსწავლის ობიექტური შეფასება;

        5.3.4. მოითხოვოს  ინფორმაცია მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასა და  სოციალურ, ემოციურ თუ ინტელექტუალურ განვითარებასთან დაკავშირებული  საჭიროებების თაობაზე;

        5.3.5. მოითხოვოს ნებისმიერი საკითხის განხილვა მშობელთა კრებაზე და  პედაგოგიური საბჭოს სხდომებზე.  მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაესწროს აღნიშნული საკითხის განხილვას.

         

        მუხლი 6. მშობლის სკოლაში გამოცხადების წესი  

        6.1. მშობლებთან ურთიერთობა წესრიგდება წერილობით ან წინასწარ დანიშნული შეხვედრის მეშვეობით. მშობელი ვალდებულია წინასწარ შეუთანხმდეს სკოლის ადმინისტრაციას შეხვედრის დანიშვნის შესახებ;

        6.2. მშობელს შეუძლია მოვიდეს სკოლაში და გაესაუბროს დამრიგებელსა და მასწავლებლებს.

        6.3.  საგნის მასწავლებელს დირექციასთან ან კლასის დამრიგებელთან შეთანხმებით  უფლება  აქვს დაიბაროს სკოლაში მშობელი;

        6.4  სემესტრის განმავლობაში სულ მცირე  ორჯერ დამრიგებელი აწყობს ინდივიდუალურ შეხვედრას მშობლებთან.

        6.5 შეხვედრაზე  მშობელი თუ საჭიროდ  მიიჩნევს დამატებით რომელიმე საგნის მასწავლებელთან გასაუბრებას, ამ შემთხვევაში დამრიგებელი უზრუნველყოფს მათ შეხვედრას.

         

        მუხლი 7მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობის ფორმა

         

        7.1. სკოლის საქმიანობისა და სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის შესახებ ინფორმაცია მშობელს  მიეწოდება საკლასო კრებებზე, ინდივიდუალურ შეხვედრებზე კლასის დამრიგებლის მეშვეობით;

        7.2. თითოეულ კლასში მშობელთა სავალდებულო კრება ტარდება სასწავლო წლის დასაწყისში და ყოველი  სემესტრის ბოლოს; მშობელთა კრებისათვის ყველა დამრიგებელი ინდივიდუალურ დღის წესრიგს ამზადებს, რომელიც სკოლის დირექციასთან უნდა შეათანხმოს.

        7.3. მშობელთა რიგგარეშე კრების მოწვევა აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია კლასის დამრიგებელს ან დირექციას;

        7.4. საგნის მასწავლებელს დირექციასთან ან კლასის დამრიგებელთან შეთანხმებით  უფლება  აქვს დაიბაროს სკოლაში მშობელი;

        7.5. სკოლაში წარმოებს „საინფორმაციო დაფა“, სადაც განთავსებულია მშობლისათვის საინტერესო ინფორმაცია, სიახლეები, დაგეგმილი შეხვედრებისა და ღონისძიებების გრაფიკი;

        7.6  მშობლებთან კომუნიკაცია ხორციელდება   ინდივიდუალურ და ჯგუფურ შეხვედრებზე, სატელეფონო ზარით, ელექტრონული ჟურნალით, ელექტრონული ფოსტით, წერილის გაგზავნა და ა.შ.

        7.7 თუ  მშობელი ვერ მოდის სკოლაში, მასწავლებელი ვალდებულია სატელეფონო ზარით შეატყობინოს მას მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და  საჭიროებების შესახებ;

        7.8 მშობლებთან შეხვედრაზე  განიხილება სხვადასხვა გადაწყვეტილებები (წესები, რეგულაციები, შეფასების სისტემა, დავალების ტიპები/სირთულე/მოცულობა, დავალების შესრულების პროცესში ბავშვის დახმარების მეთოდი);

        7.9           სკოლის ვებ გვერდი modzgvari.edupage.org  სკოლის  www.facebook.com -ის გვერდი წარმოადგენს მშობლებთან კომუნიკაციის საშუალების ერთ-ერთ სახეს

        7.10        სასწავლო პროცესში არსებული მიმდინარე სიახლეების (მაგ. სწავლის გადასახადის ცვლილება; მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენა და სხვა) შესახებ ინფორმაციას მშობელი  იღებს ადმინისტრაციის მიერ შეტყობინებით;

         

        მუხლი 8. მშობლისათვის/მოსწავლისათვის სავალდებულო მისაწოდებელი ინფორმაცია

        8.1 დამრიგებელი  ვალდებულია ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში მშობელს/მოსწავლეს მიაწოდოს ინფორმაცია და გააცნოს შემდეგი დოკუმენტები:

        ü    სკოლის მთავარი პრინციპები;

        ü    სკოლის შინაგანაწესი;

        ü    მოსწავლის ქცევის კოდექსი;

        ü    უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მექანიზმები;

        ü    სასკოლო სასწავლო  გეგმა;

        ü    გრიფირებული და დამხმარე სახელმძღვანელოების ნუსხა;

        ü    სასწავლო პროგრამები;

        ü    სადამრიგებლო პროგრამები;

        ü    სკოლის რესურსებით, მათ შორის ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

        8.2 პირველ მშობელთა კრებაზე დამრიგებლის მოწვევით, თითოეული საგნის მასწავლებელი მოსწავლეების მშობლებს აცნობს შეფასების პრინციპებსა და კრიტერიუმებს.

         

         

        მუხლი 9.  მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირების წესი

        9.1 მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირება მოხდება მშობელთან ინდივიდუალურად ორგანიზებულ შეხვედრაზე, ასევე, შესაძლებელია, მშობლის სურვილის სემთხვევაში, ინფორმირება მოხდეს სატელეფონო ზარით ან/და ელექტრონული ფოსტით

        9.2 მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირება მოხდება:

        ü    მშობელთა კრებაზე (ზოგადი მიმოხილვა);

        ü    ყოველდღიური კომენტარებით მოსწავლეთა რვეულებში I-IV კლასებში;

        ü    საინფორმაციო ნიშნების ფურცლებით, რომელიც სემესტრის განმავლობაში მინიმუმ ორჯერ მიეწოდება მშობელს;

        ü    საგნების მიხედვით მოსწავლის აკადემიურო მოსწრების ფურცლით, რომელშიც სემესტრების მიხედვით აღინიშნება თითოეული საგნის შეფასებები.

        ü    მშობლებთან ინდივიდუალური შეხვედრების დროს;

        ü    ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით;

        ü    საგნის მასწავლებელთან ინდივიდუალურ შეხვედრებზე;

        ü    ელექტრონული ჟურნალით

        9.3       საგნის მასწავლებელი, მშობელთან პირადი ურთიერთობის დროს, უფლებამოსილია მშობელს გააცნოს შვილის სასწავლო შედეგები, მხოლოდ იმ სასწავლო დისციპლინაში რომელსაც ასწავლის;

         9.4 მოსწავლის აკადემიური მოსწრების, პირადი ურთიერთობების, დისციპლინის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი განხილვა საჯაროდ დაუშვებელია. მოსწავლის პირად ინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამრიგებელი ან დირექციის წევრი ინდივიდუალურად ხვდება მშობელს;

        მუხლი 10. საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები

        10.1. სკოლა ვალდებულია სასწავლო წლის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ აწარმოოს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენლებთან საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

        ა) მშობლის როლი ბავშვის განათლებაში და აღზრდაში;

        ბ) შვილთან ეფექტური კომუნიკაცია; გ) ძალადობა (მათ შორის ნაადრევი ქორწინება) და მისი გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიაზე; დ) ოჯახში ძალადობა და მისი გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიაზე; ე) ბულინგი, კიბერბულინგი და მათი გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიაზე; ვ) ჯანსაღი ცხოვრების წესი;

        ზ) პერსონალური მონაცემების დაცვა;

        თ) სხვა საკითხები, რომლებიც უზრუნველყოფს კანონიერი წარმომადგენლის ჩართულობის ამაღლებას მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში.

        8.2 სკოლა სასწავლო პროცესის განახლებამდე მოსწავლეებთან და მათ კანონიერ წარმომადგენლებთან, დასწრებით ან ონლაინ ფორმატში, დამრიგებლების მეშვეობით უნდა მოაწყოს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები და მიაწოდოს ინფორმაცია ,,პანდემიის პირობებში საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმის შესახებ’’, რომელშიც გაწერილია პრევენციული ღონისძიებები. აღნიშნული გეგმის ფარგლებში სკოლამ მასწავლებლებს, თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს  უნდა ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი და გააცნო წესები.

        მუხლი 11. ცვლილების შეტანა

        11.1 მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირებისა და  მშობელთან ურთიერთობის შესახებ დებულებას  შეიმუშავებს და ბრძანებით ამტკიცებს  დირექტორი.

        11.2 მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირებისა და  მშობელთან ურთიერთობის შესახებ დებულების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით.

    • კონტაქტი

      • დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარი"
      • 2 704 734 ;
        595 704 634
      • ი. ბაბუციძის ქ. 12
        თბილისი, შემოსასვლელი ოცხელის ქუჩიდან


        Georgia
      • https://www.facebook.com/skolamodzgvari2/
      • შპს "დამოუკიდებელი სკოლა მოძღვარი"
        ს/კ: 208156261

        საქართველოს ბანკი
        ბანკის კოდი BAGAGE22
        ა/ნ: GE63BG0000000908568800GEL

        პროკრედიტ ბანკი
        ბაკის კოდი: MIBGGE22
        ა/ნ: GE70PC0493600100001824GEL
  • ფოტო გალერეა

      ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად