ტექსტის ქვე-გვერდი
შპს დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარის“ სხვადასხვა საგნის მასწავლებლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი არეგულირებს სკოლაში მასწავლებლის შტატზე ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამართული კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) გამოცხადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. განსაზღვრავს დასაკავებელი ვაკანტური ადგილის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის პროცედურებს.
მუხლი 2. კონკურსის მიზნები და ამოცანები
1. კონკურსის მიზანია ვაკანტური ადგილის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.
2. კონკურსის ამოცანებია კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობების, პიროვნული თვისებების შეფასება და ვაკანტური ადგილის მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა;
მუხლი 3. კონკურსის პრინციპები
კონკურსის პრინციპებია:
ა) ობიექტურობა _ კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;
ბ) გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა პრეტენდენტისათვის;
გ) საჯაროობა – კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;
დ) კოლეგიურობა – კონკურსის უნდა ჩაატარდეს და ვაკანტური ადგილის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერევა უნდა განხორციელდეს საკონკურსო კომისიის მიერ;
ე) კორექტულობა – კონკურსის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
მუხლი 4. კონკურსის გამოცხადება
- ვაკანტური ადგილის დასაკავებლად სკოლის მიერ კონკურსის გამოცხადება ხდება ინტერნეტსივრცეში არსებულ დასაქმების ვებგვერდზე - www.pedagogi.ge/ teacherjobs/ge -ზე.
- კანდიდატმა განცხადება უნდა წარადგინოს ელექტრონულად
- კონკურსის შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) სკოლისა და კონკურსის წესით დასაკავებელი ვაკანტური ადგილის დასახელება;
ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;
გ) შესასრულებელი სამუშაო;
დ) ანაზღაურების ოდენობა;
4. საკონკურსო კომისიის სხდომა კანდიდატებთან გასაუბრებას უზრუნველყოფს განაცხადის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.
5. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ქმედუნარიან ფიზიკურ პირს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური ადგილის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.
მუხლი 5. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა
1. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება პლატფორმის საშუალებებით.
2. გასაუბრებაზე დაბარებული იქნება მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებენ საკონკურსო პირობებს.
მუხლი 6. კონკურსის ჩატარების პროცედურა
1. კონკურსს ატარებს სკოლის შესაბამისი საკონკურსო კომისია, რომელიც შედგება არანაკლებ 5 და არაუმეტეს 7 წევრისაგან.
2. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის წევრები.
3. კომისია დაკომპლექტებულია სკოლის თანამშრომლებით და მოწვეული სპეციალისტებით;
4. საკონკურსო კომისიას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, ბრძანებით ამტკიცებს სკოლის დირექტორი.
5. კანდიდატს კომისია შეარჩევს გასაუბრების გზით.კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს სკოლის საკონკურსო კომისია სკოლის დირექტორთან შეთანხმებით.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 7. საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და კონკურსის შედეგები
1. საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
3. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
4. კომისია გასაუბრების დასრულების შემდეგ კანდიდატების დაუსწრებლად განიხილავს დასაკავებელ თანამდებობასთან თითოეული კანდიდატის შესაბამისობის საკითხს.
5. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.
6. კომისიის მიერ კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესის მე-7 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
7. კონკურსის შედეგების მიხედვით, სკოლის საკონკურსო კომისია თითოეულ ვაკანტურ ადგილზე სკოლის დირექტორს დასანიშნად წარუდგენს ერთ კანდიდატს, რომელთანაც სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
8. კომისიის თავმჯდომარე ან სხვა უფლებამოსილი პირი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანებს 5 დღისა აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას.
9. თუ კომისიამ უარი განაცხადა ვაკანტურ ადგილზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე ან ამ ვაკანტურ ადგილზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, კონკურსი ითვლება ჩაშლილად.
მუხლი 8. საპრეტენზიო კომისია
1. კონკურსის პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით იქმნება საპრეტენზიო კომისია.
2. საპრეტენზიო კომისია შედგება 5 წევრისაგან.
3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის წევრი.
4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.
7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
9. პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს საკონკურსო კომისიის მიერ საკონკურსო სხდომის გამართვიდან ერთი დღის ვადაში. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 დღის ვადაში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო კომისიას.
10. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით.
მუხლი 9. კონკურსის შედეგების გასაჩივრება
კანდიდატის მიერ კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10. კანდიდატისადმი დადგენილი სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. სკოლაში დაწყებითი/საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული (300 კრედიტიანი) საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
ბ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (60 კრედიტიანი) ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი (მაძიებლობა), ან პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (მაინორი);
გ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია (საგნის გამოცდა);
დ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
ე) 2015 წლამდე სერტიფიცირებული (საგნის და პროფესიული უნარების გამოცდა) პირი.
2. მასწავლებელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა.