სიახლეები

          • კიბერსპორტის ტურნირი

            16/05/2025

            კიდევ ერთი კიბერსპორტის ტურნირი და ჩვენი გამარჯვებულია კვლავ დავიდ ავაქიანი

            ტურნირის მიზანია მოსწავლეებში აქტიური სასკოლო ცხოვრების შექმნა და თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა;

            მადლობა თითოეულ მონაწილეს! ჩვენს გამარჯვებულს კი სკოლის სახელით გადაეცემა ტექნიკის მაღაზია ზუმერის სასაჩუქრე ვაუჩერი

          • მორიგი პრეზენტაციების წარდგენა

            16/05/2025

            გრძელდება პროექტი,რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს ევალებათ,რომ შექმნან და წარადგინონ პრეზენტაციები სხვადასხვა თემაზე. დღეს კი მათ ისაუბრეს თუ რა როლი აქვს სკოლას ადამიანის ცხოვრებაში;

            მსგავსი პროექტები ავითარებს მეტყველების,საჯარო საუბრის ხელოვნებისა და პრეზენტაბელურობის უნარებს;

            მათი შეფასება კი ხდება სხვადასხვა კრიტერიუმით,მათ შორის იმითაც,თუ რამდენად კარგად ვითარდება ყველა საჭირო უნარი ყოველ მომდევნო პრეზენტაციაზე;

          • სტუმრად ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში

            16/05/2025

            დაგვეთანხმებით,რომ საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია სწორად აირჩიონ მომავლის პროფესიები და ჰქონდეთ მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება;

            ამ მიზნით ხშირად ვსტუმრობთ არაერთ დაწესებულებას და ამჯერად გვიმასპინძლა ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიამ,სადაც მოსწავლეები გაეცცნენ სხვადასხვა პროფესიების შესწავლისთვის საჭირო ინფორმაციასა და პროცედურებს;

          • კინგსის შემოდგომის სეზონის ოქროს მედალოსნები !

            16/05/2025

            კინგსის შემოდგომის სეზონის ოქროს მედალოსნები !

            მესამე კლასის მოსწავლე - იოანე სომხიშვილი და მეოთხე კლასის მოსწავლე - ნიკოლოზ ჯანიაშვილი ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ ბავშვებს და კიდევ უამრავ წარმატებას ვუსურვებთ!

          • სასუნთქი სისტემის მოდელები

            16/05/2025

            მერვე კლასის მოსწაავლეების ხელით შექმნილი სასუნთქი სისტემის მოდელები

            მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს თეორიული მასალის განმტკიცებას,რადგან პრაქტიკული სამუშაოები უფრო მეტად ეხმარება მოსწავლეს,რომ მარტივად შეისწავლოს თემა;

            პედაგოგი : ნინო როგავა

          • ინტელექტუალური შეჯიბრი - რა? სად? როდის?

            16/05/2025

            ინტელექტუალური შეჯიბრი - რა? სად? როდის?

            შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა. საინტერესო და დაძაბული თამაშის შემდეგ,გამოვლინდა ერთი გამარჯვებული გუნდი;

            ვულოცავთ გამარჯვებულებს და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ!

          • თემა - თბილისი

            16/05/2025

            თემა - თბილისი და საინტერესო პრეზენტაციები ჩვენი მეცხრე კლასის მოსწავლეებისაგან;

            პრეზენტაციების მთავარი მიზანი აუდიტორიასთან საუბრის ხელოვნების განვითარება და, რა თქმა უნდა, ცოდნის გაღრმავება იყო; მათ ისაუბრეს თბილისის ისტორიის, სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებისა და მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ,რომელიც შეისწავლეს გეოგრაფიაში;

            პედაგოგი: რუსუდან ცქიფურიშვილი

          • პრეზენტაციები 9 მაისთან დაკავშირებით

            16/05/2025

            9 მაისთან დაკავშირებით, საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა,ისტორიის პედაგოგთან ერთად, ერთმანეთს წარუდგინეს პრეზენტაციები და გაუზიარეს ინფორმაცია. ასევე, იხილეს სხვადასხვა საინტერესო კადრი ფილმებიდან,მეორე მსოფლიო ომის შესახებ;

            მსგავსი ტიპის აქტივობების მიზანია საინტერესო და საჭირო ინფორმაციების გაზიარება და არსებული ცოდნის გაღრმავება

          • საინტერესო ხელოვნების გაკვეთილი

            16/05/2025

            მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ხელოვნებაში შეისწავლეს სხვადასხვა ქვეყნის კულტურა და მთავარი ღირსშესანიშნაობები;

            ინფორმაციის გაცნობის შემდეგ,თავისივე სურვილითა და პედაგოგის დახმარებით,შექმნეს პროექტები,განავრცეს წიგნში არსებული ინფორმაციები და წარადგინეს კლასის წინაშე;

            მსგავსი აქტივობები მათი ცოდნის განმტკიცებასა და პრეზენტაციების შექმნისა და წარდგენის უნარების განვითარებას უწყობს ხელს;

            პედაგოგი: ნანიკო თაბაგარი

    • კონტაქტი

      • დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარი"
      • 2 704 734 ;
        595 704 634
      • ი. ბაბუციძის ქ. 12
        თბილისი, შემოსასვლელი ოცხელის ქუჩიდან


        Georgia
      • https://www.facebook.com/skolamodzgvari2/
      • შპს "დამოუკიდებელი სკოლა მოძღვარი"
        ს/კ: 208156261

        საქართველოს ბანკი
        ბანკის კოდი BAGAGE22
        ა/ნ: GE63BG0000000908568800GEL

        პროკრედიტ ბანკი
        ბაკის კოდი: MIBGGE22
        ა/ნ: GE70PC0493600100001824GEL
  • ფოტო გალერეა

    • ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად