დღეს ჩატარდა ინტელექტუალური შეჯიბრი "ტვინების ბრძოლა" ჩვენი III, IV, V კლასის მოსწავლეებისათვის. დაძაბულ პაექრობაში გამარჯვება მოიპოვა გუნდმა "რკინის არწივები". ვულოცავთ მათ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ დღევანდელი შეჯიბრის თითოეულ მონაწილეს.
სიახლეები
"ტვინების ბრძოლა"
25/10/20223
ხის სათამაშოების მასტერკლასი "კოდალაში"
20/10/2022IV კლასის მოსწავლეები კოდალას ხის სათამაშოების მასტერკლასს დაესწრნენ.
მოისმინეს ინფორმაცია, თუ როგორ მზადდება ხის სათამაშოები და თავიანთი ხელითაც დაამზადეს ისინი
მწვანე გაკვეთილი გარდენიაში
20/10/2022III კლასის მოსწავლეები გარდენიაში - მწვანე გაკვეთილი
დაათვალიერეს ულამაზესი გარდენია, მოისმინეს ინფორმაცია სხვადასხვა მცენარის შესახებ და პაწაწინა ხელებით მცენარეებიც დარგეს
1
II კლასის მოსწავლეები შოკოლადის მუზეუმში
19/10/2022II კლასის მოსწავლეები შოკოლადის მუზეუმს სტუმრობდნენ. მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია შოკოლადის შესახებ. გაიგეს თუ როგორ მზადდება და თან დააგემოვნეს შავი და თეთრი შოკოლადი.
ისტორიის კომპლექსური დავალება
12/10/2022მე 7 კლასში ჩატარდა კომპლექსური დავალება ისტორიაში თემაზე „პირველყოფილი ადამიანის ყოფა-ცხოვრება და საქმიანობა“. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა გაკვეთილზე შექმნეს მაკეტები. კლასი დაიყო 3 ჯგუფად და იმუშავეს პირველყოფილი ადამიანების სხვადასხვა ჯგუფებზე, კერძოდ ბავშვების და მოხუცების, მამაკაცების და ქალების ჯგუფებზე.
7
2022-23 სასწავლო წლის წიგნების ჩამონათვალი
06/09/2022მოგესალმებით ძვირფასო მშობლებო ❤️ გთხოვთ იხილოთ 2022-23 სასწავლო წლის2022-23 სასწავლო წლის წიგნების ჩამონათვალი კლასების მიხედვით 📖📚
6
ბოტანიკურ ბაღში
12/07/2022ერთი ულამაზესი დღე საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში...
ჩვენი III კლასის მოსწავლეები შემეცნებით ტურს დაესწრნენ, მოიარეს ბოტანიკური ბაღი და ჩაერთნენ საინტერესო თამაშში გამოიცანი მცენარე.
მე,ბებია,ილიკო და ილარიონი
12/07/2022ჩვენი V კლასის მოსწავლეები მოზარდ მაყურებელთა თეატრს ესტუმრნენ და დაესწრნენ სპექტაკლს: მე,ბებია,ილიკო და ილარიონი
ბოლო ზარი 2022 და სიურპრიზი მშობლებისგან
12/07/2022
მომავალი პროფესია
12/07/2022ჩვენი XI-XII კლასის მოსწავლეების სტუმრობდნენ. საქართველოს ეროვნულ , თავისუფალ და კავკასიის უნივერსიტეტებს, სადაც ჩაუტარდათ საინტერესო შეხვედრები ვორქშოოპები, მომავალი გადაწყვეტილების გააზრებულად მისაღებად.
რუსთაველის თეატრში
12/07/2022ჩვენი IX-X კლასის მოსწავლეები რუსთაველის თეატრს სტუმრობდნენ, სადაც დაათვალიერეს ისტორილი დარბაზები და მოისმინეს ისტორია თეატრის შესახებ.
ასევე შეხვდნენ მსახიობ გოგა ბარბაქაძეს და ისაუბრეს მათთვის საინტერესო თემებზე
საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი
12/07/2022დღეს ჩვენმა VII კლასის მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაცია შემოგვთავაზეს თემაზე - ,,საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი"
ისაუბრეს პატრიოტიზმზე, მის მნიშვნელობასა და ქართველ გმირებზე.
შოკოლადის მუზეუმში
12/07/2022ჩვენი II კლასის მოსწავლეებს ამჯერად "შოკოლადის მუზეუმმა" უმასპინძლა, სადაც ნახეს დოკუმენტური ფილმი შოკოლადის წარმოების და ისტორიის შესახებ. ასევე დაათვალიერეს მუზეუმში განთავსებული საინტერესო ექსპონატები.
ლექციის ბოლოს კი მასპინძელთა უგემრიელესი პროდუქტიც დააგემოვნეს.
ერთად უკრაინის მხარდასაჭერად
12/07/2022ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო, დღეს ჩვენი საერთო ძალისხმევით შეგროვებული უკრაინელებისათვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება მივიტანეთ ჩამბარებელ პუნქტში და რამდენიმე დღეში გაიგზავნება უკრაინაში.
დიდ მადლობას გიხდით ყველას ვინც წვლილი შეიტანეთ ამ მნიშვნელოვან საქმეში.
ასევე მადლობას ვუხდით "ჯორჯიან ქარდბოარდი-Georgian Cardboard" რომელმაც უსასყიდლოდ გადმოგვცა მუყაოს ყუთები.
ექსკურსია ზოოპარკში
12/07/2022დღეს ჩვენი I კლასის მოსწავლეები ზოოპარკს ესტუმრნენ, სადაც ჩაუტარდათ თავისუფალი გაკვეთილი ცხოველებისა და მათ საცხოვრებელი გარემოს შესახებ.
ხელმარჯვე ოსტატები
12/07/2022დღეს ჩვენი IV კლასის მოსწავლეები კოდალას სკოლა-სახელოსნოს სტუმრობდნენ.
წარმატებით გაიარეს მასტერკლასი "ნორჩი ოსტატი" და დაეუფლნენ ხის ეკო-სათამაშოების შექმნის ტექნიკას.
აფხაზეთი
12/07/2022დღეს , VI კლასში , წარმოდგენილი იყო ძალიან საინტერესო პრეზენტაცია თემაზე - აფხაზეთი .
მადლობა ისტორიის მასწავლებელს და მოსწავლეებს გაწეული შრომისათვის
პრეზენტაციები
12/07/2022დღეს ჩვენმა VII , IX და X კლასელებმა წარადგინეს პრეზენტაციები შემდეგ თემებზე :
- ფემინიზმი
- მუსიკის გავლენა ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე
- ადამიანთა უფლებები ჩრ.კორეაში
- განსხვავება რელიგიასა და კულტურას შორის
გილოცავთ დამდეგ 2022 წელს
12/07/2022სკოლა მოძღვარი გილოცავთ დამდეგ 2022 წელს
ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო, გთავაზობთ საახალწლო ვიდეო რგოლს
კოსმოსში მოგზაურობა
12/07/2022ჩვენი V კლასელების პროექტი კოსმოსზე
მათ შექმნეს ინდივიდუალური კოსმოსში სამოგზაურო სააგენტო და ასტროტურისტებს შესთავაზეს სხვა და სხვა პლანეტებზე გამგზავრება.