ჩვენმა მოსწავლეებმა ისაუბრეს გენდერული თანასწორობის შესახებ. არსებულ სტერეოტიპებზე და მისი დაძლევის გზებზე
სიახლეები
გენდერული თანასწორობა
12/07/2022
პრეზენტაცია: გლობალური დათბობა
12/07/2022დღეს ჩვენმა მოსწავლეებმა წარადგინე პრეზენტაციები თემაზე- გლობალური დათბობა ისაუბრეს ძირითად პრობლემებსა და მისი გადაჭრის, ჩვენთვის ნაცნობ გზებზე
კომპლექსური დავალებები მათემატიკაში
12/07/2022ღია გაკვეთილი Xll კლასში
დღეს ჩვენმა აბიტურიენტებმა წარადგინეს კომპლექსური დავალება მათემატიკაში.
თემები :
გულისცემის და არტერიული წნევის ჩაწერა მათემატიკური მოდელით.
პლანეტებს შორის მანძილის გაზომვა ტრიგონეტრიის გამოყენებით.
წელიწადის ოთხი დროის და ზოგადად დროის პერიოდულობა.
გენდერული თანასწორობა
12/07/2022დღეს ჩვენმა Vll კლასელებმა განიხილეს თემა: გენდერული თანასწორობა
ისაუბრეს სტერეოტიპებზე და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებულ გენდერულ პრობლემებზე.
პრეზენტაციები: ტოლერანტობა /ქსელური თამაშები
12/07/2022დღეს ჩვენმა Xl და X კლასელებმა წარადგინეს პრეზენტაციები თემებზე - ტოლერანტობა და "ონლაინ თამაშები"
ისაუბრეს ტოლერანტობის რაობაზე და ონალინ თამაშების დადებით და უარყოფით მხარეებზე.
რა არის მდგრადი განვითარება?
12/07/2022დღეს ჩვენს Vll და Vlll კლასელებს ჩაუტარდათ საინფორმაციო ვიდეოგაკვეთილი თემაზე - რა არის მდგრადი განვითარება?
ისაუბრეს მდგრადი განვითარების რაობაზე , მის აუცილებლობასა და მისი მიღწევის გზებზე.
პრეზენტაცია: სოციალური მედიის გავლენა საზოგადოებაზე
12/07/2022ჩვენმა X და XI კლასელებმა წარადგინეს პრეზენტაციები თემაზე- სოციალური მედიის გავლენა საზოგადოებაზე
ისაუბრეს სოციალური მედიის გავლენაზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე
რა? სად? როდის?
12/07/2022დღეს ჩვენთან გაიმართა ინტელექტუალური შეჯიბრი ,, რა ? სად? როდის?’’ , სადაც მონაწილეობდნენ ბავშვები VII_დან XII კლასების ჩათვლით.
ფინალში გასულ გუნდებს გადაეცათ სიგელები , ხოლო გამარჯვებულ გუნდს სკოლისგან ბოულინგის ვაუჩერი.
რა არის ბულინგი?
12/07/2022ამჯერად , ჩვენს VI კლასელებს კლასელებს ჩაუტარდათ საინფორმაციო გაკვეთილი ,, რა არის ბულინგი’’
გაკვეთილის პროცესში ნახეს ბულინგის საწინააღმდეგო ანიმაცია , ისაუბრეს და იმსჯელეს ბულინგის შესაძლო მიზეზებსა და მისი აღმოფხვრის გზებზე .
სკოლა მოძღვარი 27 წლისაა
12/07/2022უკვე 27 წელი თქვენს გვერდით, თქვენს სამსახურში !
სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა
12/07/2022დღეს დეზინფექცია ჩაუტარდა სკოლის შენობაში არსებულ ყველა ოთახს და დამუშავდა ზედაპირები
აღსანიშნავია, რომ ჩვენს ყველა მასწავლებელსა და ადმინისტრაციულ პერსონალს გავლილი აქვს ტესტირება და მათი 96% უკვე აცრილია Covid-19-ის ვაქცინით
სკოლის შენობაში შემოსული თითოეული პირისთვის კი აუცილებელია ხელების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება და თერმოსკრინინგი
რა არის ბულინგი ?
12/07/2022დღეს ჩვენს მე-5 კლასელებს ჩაუტარდათ საინფორმაციო გაკვეთილი ,,რა არის ბულინგი ‘’ .
მათ ისაუბრეს ბულინგის ნეგატიურ მიზეზებსა და შედეგებზე, ასევე მისი აღმოფხვრის შესაძლო გზებსა და საშუალებებზე
ყველაზე პატარა მოძღვარელები
12/07/2022დამოუკიდებელი სკოლა ,,მოძღვარი'' ულოცავს ჩვენს პირველკლასელებს სწავლის დაწყებას ! ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოზე , ყოველგვარი რეგულაციების დაცვით.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს დიდ ოჯახში !
გისურვებთ წარმატებებს !
სოციალური პროექტი "კულტურული მემკვიდრეობის დაცვა"
28/11/2019მე-6 კლასმა ისტორიის პედაგოგის ნანა ბეგიაშვილის ხელმძღვანელობით განახორციელა სოციალური პროექტი თემაზე "კულტურული მემკვიდრეობის დაცვა". პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს ეთნოგრაფიული მუზეუმი, წარმოადგინეს პრეზენტაცია და შექმნეს საგანმანათლებლო ბუკლეტები.
10
სოციალური პროექტი თემაზე "არა რუსულ ოკუპაციას"
26/11/2019ჩვენი სკოლის მე-12 კლასელებმა, ისტორიის პედაგოგის ნანა ბეგიაშვილის ხელმძღვანელობით განახორციელეს სოციალური პროექტი საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ, რომელიც ეხება ოკუპირებული ტერიტორიების თემას. პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობამ უკეთ გაიგოს და გაითავისოს მოქალაქეობრივი მრწამსის მნიშვნელობა და როლი.....
16
V-VIკლასის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
13/04/2019V-VI კლასის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, ქარვასლას დარბაზებს სტუმრობდნენ. "ჩემო ჭკვიანო ბავშვებო, რამდენი რამ გისწავლიათ და რამდენი რამ იცით" , ასეთი სიტყვებით დაგვემშვიდობა მუზეუმის გიდი. <3 მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროექტში - "საოცარი თიხა"
6
მორიგი სპექტაკლი ჩვენი პატარებისთვის
13/04/20191
II კლასი კაფე - „შოკოლადი-მუზეუმში"
13/04/2019II კლასის მოსწავლეები კაფეს - „შოკოლადი-მუზეუმი" სტუმრობდნენ, რომელიც ისტორიულ შენობაში, 20-ე საუკუნეში ცნობილი მეწარმის, მიხეილ კალანტაროვის სახლში მდებარეობს და ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც ნატურალური, ქართული წარმოების თეთრი და შავი შოკოლადის დაგემოვნება შეიძლება. შოკოლადით სავსე გარემოში საინტერესო ლექცია ჩაუტარა ბავშვებს კაფე „შოკოლადი-მუზეუმის“ დამფუძნებელმა, ლევან კიკალიშვილმა და უგემრიელესი ცხელი შოკოლადიც დააგემოვნეს <3
ოსკარ უაილდის "ვარსკვლავბიჭუნა"
31/03/2019ქალბატონ მანანა სანიშვილის ხელმძღვანელობით V, VI და VIII კლასის მოსწავლეებმა ოსკარ უაილდის "ვარსკვლავბიჭუნა" წარმოადგინეს.
5
"მხოლოდ სიყვარული გვჭირდება"
31/03/2019ქალბატონი ირმა მაკასარაშვილის ხელმძღვანელობით IX და XII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ორი განსხვავებული სიყვარული: გალაკტიონ ტაბიძის "მესაფლავე" და უილიამ შექსპირის "რომეო და ჯულიეტა". თუმცა, ორივეს მესიჯი ერთია- "მხოლოდ სიყვარული გვჭირდება". ❤❤
3