სიახლეები

          • VII კლასის მოსწავლეები შატო მუხრანს სტუმრობდნენ

            13/04/2023

            VII კლასის მოსწავლეები შატო მუხრანს სტუმრობდნენ. მოინახულეს სამეფო ოჯახის, ივანე მუხრანბატონის სასახლე, ღვინის უნიკალური სარდაფები, მარანი, ღვინის თანამედროვე ქარხანა. მოისმინეს ინფორმაცია თუ როგორ უნდა დაყენდეს უნიკალური ღვინო, როგორ ინახავდნენ ძველად და დღეს ამ "ჯადოსნურ სითხეს"

            ბავშვები დაესწრნენ მასტერკლასს, ტრადიციული ქართული კერძის ხინკლის მომზადებას. თავიანთი ხელით მოახვიეს და დააგემოვნეს

            დღის ბოლოს კი ისტორიული წილკანის ღვთისმშობლის ეკლესიაც მოილოცეს. ტურის განმავლობაში დაწვრილებულ ისტორიულ ცნობებს აწვდიდათ ისტორიის პედაგოგი ნოდარ შოშიტაშვილი.

          • გასვლითი გაკვეთილი ქართულ ლიტერატურასა და ისტორიაში

            13/04/2023

            VI კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ღია ინტეგრირებული გასვლითი გაკვეთილი ქართულ ლიტერატურასა და ისტორიაში. გაკვეთილო თემით: "ძველი თბილისი და მისი ღირშესანიშნაობები, მრავალეროვნული სალოცაევბი, ქარვასლა, ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონი"

          • X-XI-XII კლასის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ.

            13/04/2023

            X-XI-XII კლასის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ. დაათვალიერეს უნივერსიტეტი, მოისმინეს ინფორმაცია უნივერსიტეტის პროგრამების შესახებ, დაესწრნენ ლექციას - როგორ წარვმართოთ ეფექტური პრეზენტაცია, ეფექტური პრეზენტაციის ტექნიკები. მოგეხსენებათ, ჩვენთან სკოლაში აქტიურად ხორციელდება პრეზენტაციის აწყობა, წარდგენის სწავლება, უნივერსიტეტში მოსმენილმა ლექციამ კი კიდევ სხვა კუთხითაც დაანახა მოსწავლეებს, თუ რა უნდა გაითვალისწინონ პრეზენტაციის წარდგენისას.

          • წარმატებული მესამე საპრეზენტაციო კვირა 📜🏛️

            13/03/2023

            მესამე საპრეზენტაციო კვირამ წარმატებულად ჩაიარა VII - XII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები თავისუფალ თემებსა და ორ ძირითად თემაზე: ქართული ენა , ევროინტეგრაცია

            როგორც ყოველთვის, საინტერესოდ წარიმართა პრეზენტაციები , ასაღნიშნია მოსწავლეთა პროგრესი. საპრეზენტაციო კვირეული საგაზაფხულო არდადეგებით შეჩერდება და მარტის ბოლოსთვის განახლდება. დიდი მადლობა მოსწავლეებს გაწეული შრომისთვის. 📜🏛️📜🏛️

          • პროექტი მუსიკაში 🎵🎶📯

            24/02/2023

            X კლასის მოსწავლეებმა მუსიკის გაკვეთილზე წარმოადგინეს პროექტი თემაზე: "ეროვნული იდენტობისა და ევროპული მუსიკალური აზროვნების საკითხები ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში"

          • III კლასის მოსწავლეები ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში 🎨🖼️🖌️

            24/02/2023

            III კლასის მოსწავლეები ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს სტუმრობდნენ. სადაც დაათვალიერეს ჩვენი ხელოვნების პედაგოგის ია არსენიშვილის ნამუშევრები და ანა შალიკაშვილის გამოფენა

            “ჩხიკვთა ქორწილი”, წუნა და წრუწუნა”, “რწყილი და ჭიანჭველა”, ეს იმ ქართული მულტფილმების მცირე ჩამონათვალია, რომელთათვისაც ესკიზები სწორედ ანა შალიკაშვილმა შექმნა.

          • პრეზენტაციები თემაზე - ბულინგი 🤝

            14/02/2023

            რიგით მეორე საპრეზენტაციო კვირა და VII- IX კლასის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები თემაზე - ბულინგი

            საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, სადაც მოსწავლეებმა ისაუბრეს ბულიგის სახეებზე, მათ გამომწვევ შესაძლო მიზეზებზე და გადაჭრის გზებზე.

            საკმაოდ სასიხარულო ტენდენციაც დავაფიქსირეთ, გამოკითხული პრეზენტატორების 100% მიიჩნევს რომ ჩვენ სკოლაში, არც ბულინგის მსხვერპლი გამხდარა და არც ფაქტს შესწრებია. თავადვე დაასკვნეს რომ ამის მთავარი მიზეზი ყურადღებაა რომელსაც მოსწავლეებს ვაქცევთ და საინფორმაციო კამპანია რომელსაც სისტემატიურად ვატარებთ.

          • პრეზენტაციები თემაზე - მმართველობის ფორმები და საქართველო 🗽🏛️📜💷

            14/02/2023

            რიგით მეორე საპრეზენტაციო კვირა და X - XII კლასის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები თემაზე - მმართველობის ფორმები და საქართველო.

            საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, სადაც მოსწავლეებმა ისაუბრეს, როგორც ისტორიულ ასევე ყველაზე გავრცელებულ, მმართველობის მოდელებზე და საკუთარი აზრები გაგვაცნეს საუკეთესო მოდელის შესახებ.

    • კონტაქტი

      • დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარი"
      • 2 704 734 ;
        595 704 634
      • ი. ბაბუციძის ქ. 12
        თბილისი, შემოსასვლელი ოცხელის ქუჩიდან


        Georgia
      • https://www.facebook.com/skolamodzgvari2/
      • შპს "დამოუკიდებელი სკოლა მოძღვარი"
        ს/კ: 208156261

        საქართველოს ბანკი
        ბანკის კოდი BAGAGE22
        ა/ნ: GE63BG0000000908568800GEL

        პროკრედიტ ბანკი
        ბაკის კოდი: MIBGGE22
        ა/ნ: GE70PC0493600100001824GEL
  • ფოტო გალერეა

    • ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად