თქვენ თუ ყოფილხართ ქართული კალიგრაფიის ხელოვნების ჯადოსნურ მასტერკლასზე?
ჩვენი მეექვსე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ IQ აკადემიას და შესანიშნავი გამოცდილება მიიღეს მათი ნამუშევრები კი თავად შეგიძლიათ შეაფასოთ
თქვენ თუ ყოფილხართ ქართული კალიგრაფიის ხელოვნების ჯადოსნურ მასტერკლასზე?
ჩვენი მეექვსე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ IQ აკადემიას და შესანიშნავი გამოცდილება მიიღეს მათი ნამუშევრები კი თავად შეგიძლიათ შეაფასოთ
ხელით წერის კულტურისა და ტექნიკის განვითარების მიზნით,მეორე კლასის ორივე ჯგუფში დღეს ჩავატარეთ სახალისო აქტივობა - ,,კალიგრაფიის კონკურსი”
გიზიარებთ მე-2ბ კლასის ფოტომასალას,სადაც კონკურსის გამარჯვებული გახდა სალომე მამუკიშვილი,ხოლო ყველა დანარჩენ მოსწავლეს გადაეცა სიგელი კონკურსში მონაწილეობისათვის
ვულოცავთ გამარჯვებულს და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ ყველა მონაწილეს!
მეოთხე კლასის მოსწავლეები საგანში ,,მე და საზოგადოება” ეცნობიან თემას - საქართველოს საგანძური, კულტურა და წესჩვეულებები. ასევე, უყურეს ფილმს ექვთიმე ღვთისკაცის შესახებ, რის შემდეგაც განიხილეს ეროვნული საგანძურის მნიშვნელობა თითოეული ქართველისთვის.
სწორედ ეს განხილული და წაკითხული ინფორმაცია მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში თავისი თვალით დაათვალიერეს და კიდევ უფრო გაიღრმავეს ცოდნა.
ამგვარი ვიზიტები საშუალებას აძლევს ბავშვებს, უკეთ გაეცნონ საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას. მუზეუმი მოიცავს სხვადასხვა დროინდელი არტეფაქტების, ორნამენტებისა და ნამუშევრების დიდ ასორტიმენტს, რომლებიც საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩენების წყაროა.
პირველი კლასის მოსწავლეები სტუმრად ,,კოდალას” სახელოსნოში
მათ ადგილზე მოისმინეს ინფორმაცია,თუ როგორ მზადდება ხის ეკოლოგიური სათამაშოები და თავიანთი ხელითაც კი დაამზადეს ულამაზესი ,,აი ია”
სტუდენტური სერვისებისა და მხარდაჭერის სამსახურის ორგანიზებით, დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარის“ მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები ორდღიან ინტერაქციულ გადაუდებელი დახმარების ვორქშოპში ჩაერთნენ
გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი კიდევ ერთი საინტერესო წამოწყება,რომელიც მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების,არგუმენტირებული მსჯელობისა და თვითგამოხატვის უნარ-ჩვევების განვითარებას შეუწყობს ხელს;
აქტივობის ფარგლებში,კვირაში ერთხელ,სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ გაკვეთილი,რომელზეც შეძლებენ აზრების გაცვლას,საინტერესო თემებზე ღრმა და დეტალურ მსჯელობას და საბოლოოდ მივალთ დასკვნებამდე,რომლებიც მათი პიროვნული გაზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელია;
საინტერესო ვიქტორინის დროა!
დღეს მეათე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებთან ჩატარდა ვიქტორინა ისტორიის გაკვეთილზე,სადაც ერთმანეთს გუნდურად შეეჯიბრნენ;
კითხვები,რომლებიც სახალისო ფორმით იყო შედგენილი,ეხებოდა ისტორიული მოვლენებისა და სხვადასხვა კარიკატურის ამოცნობას,რაც ხელს უწყობს ნასწავლი მასალის გამეორებას,მოვლენების უკეთ აღქმასა და დამახსოვრებას;
პედაგოგი: ქეთი გველუკაშვილი
2 აპრილი მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედაა გამოცხადებული;
ამასთან დაკავშირებით, ჩვენი სკოლის მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა,პედაგოგთან ერთად,მოამზადეს სხვა კლასის მოსწავლეებისთვის პრეზენტაციები,სადაც ისაუბრეს დაავადების მნიშვნელობაზე და სხვადასხვა ცნობილ ადამიანზე,ვისაც აუტიზმის ნიშნები აქვს;
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნისა და მსგავსი აქტივობების მიზანია,გავზარდოთ ცნობიერება და ხელი შევუწყოთ აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებების დაცვასა და რეალიზებას;
ნასწავლი მასალის გამეორებისა და ცოდნის განმტკიცების მიზნით,ჩვენს სკოლაში დაიწყო სემესტრის შუალედური ტესტირებები;
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მონდომებულ მოსწავლეებს!
ყველაზე სახალისო და საინტერესო მესამე შეჯიბრი,ამჯერად მეათე და მეთერთმეტე კლასებს შორის
გპირდებით,ბევრს იხალისებთ
გაზაფხული ვიზეიმოთ,დედა …
გიზიარებთ მესამე კლასის საგაზაფხულო ღონისძიების კადრებს
პედაგოგი: ელისო ჯონჯუა
მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველებაში შეისწავლეს თემა :
სასიცოცხლო ციკლი;
თემის განმტკიცების მიზნით,ისინი ეწვივნენ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს,სადაც პროგრამის- ,,4 სიცოცხლე” ფარგლებში, მოისმინეს ინფორმაცია და ვიზუალურადაც გაეცნნენ აბრეშუმის ჭიის სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპს
ჭადრაკის შიდასასკოლო ტურნირი დასრულდა და პირველი სამი ადგილის მფლობელი მოსწავლეები არიან : იოანე სომხიშვილი, გიორგი სიბაშვილი და საჰილდიიპ სინგჰ რანდავა
ვულოცავთ ჩვენს მონდომებულ მოსწავლეებს და ვუსურვებთ წარმატებას ყველა მონაწილეს შემდეგ ტურნირებში!
მეექვსე კლასი სტუმრად სახელოსნოში,საინტერესო ვორქშოფზე
ადგილზე მასპინძლებმა ჩვენს პატარებს გააცნეს ტექსტისა და ილუსტრაციების შექმნის პროცესი,წაიკითხეს სხვადასხვა ამონარიდები წიგნიდან და ბოლოს თავადაც შეთხზეს და დაასურათეს სხვადასხვა ამბავი
ამჯერად მე-3ბ კლასის მოსწავლეები ყველაზე გემრიელ ვორქშოფზე
ბენტო ტორტების დამზადების მასტერკლასი კომპანია ასორტისგან
,, ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს “
23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა!
ეს თარიღი ,,იუნესკომ” უილიამ შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების დღის გამო აირჩია;
როგორც ხედავთ,ჩვენი მოსწავლეებიც აქტიურად ჩაერთნენ ამ დღის აღნიშვნაში და მათი მთავარი სათქმელი ისაა,რომ წიგნის კითხვა,ახალი სამყაროს აღმოჩენა და ფანტაზიისა და ცოდნის განვითარება ყველა მდგომარეობაშია შესაძლებელი
ჩვენი აქტიური მოსწავლეები ჩართულები არიან პროექტში,რომლის ფარგლებშიც მათ ევალებათ,რომ მოამზადონ პრეზენტაციები სხვადასხვა საინტერესო თემაზე;
პროექტის მიზანია,მოსწავლეებში საჯარო საუბრის ხელოვნების,პრეზენტაბელურობისა და ცოდნის განვითარება; მათი პრეზენტაციები ფასდება სხვადასხვა კრიტერიუმით,რაც შემდგომ საშუალებას აძლევთ,განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები;
საპრეზენტაციო უნარებისა და უცხო ენის ცოდნის განვითარება
მერვე კლასის მოსწავლეები რუსული ენის გაკვეთილებზე აქტიურად ეცნობოდნენ ინფორმაციას ცნობილ ადამიანებზე,რის შემდეგაც გადაწყვიტეს,თავად შეექმნათ პრეზენტაციები მათთვის მისაბაძი პიროვნების შესახებ;
პედაგოგი : დარეჯან ივანიშვილი