სიახლეები

          • ნორჩ ასტრონომთა სკოლა (9-10კლ)

            29/12/2017

            თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტში ასტრონომიის სალექციო კურსს დაესწრნენ დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარის" მოსწავლეები.სალექციო კურსს უძღვებოდა პროფესორი: შალვა საბაშვილი. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ თსუ-ს პლანეტარიუმი

          • ტური საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში

            29/12/2017

            დამოუკიდებელი სკოლა მოძღვარის XI-XII კლასის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო რესურს ცენტრში,საინფორმაციო ტურში მიიღეს მონაწილეობა. ისინი შეხვდნენ საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია აქტუალურ საკითხებზე.

          • ტური-"თბილისის მრავალ კონფესიური ისტორიიდან"

            29/12/2017

            დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარის" წარჩინებული მოსწავლეებისათვის მოეწყო ლაშქრობა, შემდეგი მარშუტით: მეტეხის პლატო, აბო თბილელის ნიში, მცირე ეკლესია, აბანოთუბანი კალა, წავკისის ხევი (ლეღთვახევის კანიონი), სომხური ტაძარი, სინაგოგა, ჯუმა მეჩეთი, ბოტანიკური ბაღი და ნარიყალას ციხე.

          • I-II კლასის მოსწავლეებმა დედის დღე მოგვილოცეს

            29/12/2017

            Blooms-ყვავილების მაღაზიის ფლორისტებმა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა ჩაუტარეს ბავშვებს.ისაუბრეს ყვავილებზე,მცენარეებზე,დარგეს რამდენიმე სახეობის ყვავილი და ასევე ჯეჯილი დათესეს წინასააღდგომოთ. უყურეს საინტერესო და სახალისო ვიდეოებს ყვავილების შესახებ და რაც მთავარია ბავშვებმა თავიანთი ხელით ააწყვეს თაიგულები დედიკოებისთვის დღის ბოლოს I კლასის მოსწავლეებმა დედის დღესადმი მიძღვნილი ღონისძიება წარმოგვიდგინეს.

          • როგორ იბეჭდება და როგორ იღებს წიგნი საბოლოო სახეს

            29/12/2017

            ჩვენს მოსწავლეებს კითხვა ძალიან უყვართ, ამიტომ ისინი დაინტერესდნენ, თუ როგორ იბეჭდება და როგორ იღებს წიგნი საბოლოო სახეს. V-VI კლასის მოსწავლეები სტამბას ესტუმრნენ. დაათვალიერეს სასტამბო დანადგარები (საჭრელი, დამასხივებელი, ასაკინძი და ა.შ.) მათ ასევე ნახეს პროცესი, თუ როგორ იბეჭდება სარეკლამო ბანერები და ფლაერები, ბრენდული ჭიქები და ა.შ. დღის ბოლოს კი სტამბამ მათ სამახსოვრო წიგნები გადასცა.

          • IX-X კლასი სტუმრად IBSU-ში

            29/12/2017

            შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიების "პროგრამირების დღე IBSU-ში" ფარგლებში IX-X კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ პრაქტიკული ტრენინგი, გაეცნენ პროგრამირების ისტორიასა და საფუძვლებს,. მათ დაწერეს მარტივი, სახალისო პროგრამები ვიზუალური პროგრამირების საშუალებით. შეიტყვეს ქართულ ბაზარზე ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი პროგრამირების ენების შესახებ. დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და გაიგეს იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლის მიღებასაც შეძლებენ IBSU-ში სწავლის შემთხვევაში. ღონისძიების დასკვნით ნაწილში მონაწილეებს შორის გაიმართა შეჯიბრი წინასწარ განსაზღვრული ამოცანის სწრაფად და სწორად შესრულებაში. გამარჯვებულებსა და მონაწილეებს გადაეცათ სიმბოლური პრიზები და სერთიფიკატები

          • ტური თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტში

            29/12/2017

            დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარის" მოსწავლეები დღეს სტუმრობდნენ თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტს. მოსწავლეებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ : საბუნებისმეტყველო დარგის მუზეუმს,კამპუსის ბიბლიოთეკას,ქიმიის,ბიოლოგიის,ფიზიკის,ინჟინერიის და კომპიუტერული მეცნიერებების ლაბორატორიებს, ასევე დაათვალიერეს კულინარიული აკადემია. ყოველივე ზემოთ აღნიშნულმა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

          • ტური სახვით ხელოვნებაში

            29/12/2017

            დამოუკიდებელ სკოლა "მოძღვარის" სახვითი ხელოვნების მოყვარული ბავშვები ძველ თბილისს სტუმრობდნენ.ექსკურსია მოეწყო -მხატვრების ქუჩის "შარდენის" დათვალიერებით. ბავშვებმა ასევე დაათვალიერეს 4 რელიგიის სალოცავი ადგილები (სინაგოგა, მეჩეთი, კათოლიკური ტაძარი და სიონი) გაეცვნენ: ებრაულ,ისლამურ,კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ხელოვნებას. ბავშვებმა შეასრულეს ნამუშევრები- "ძველი თბილისი" საღამო დასრულდა კონცერტით სადაც მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და სომეხი ბავშვები.

          • ენა, მამული, სარწმუნოება

            29/12/2017

            დამოუკიდებელ სკოლა "მოძღვარში" IV კლასმა ჩაატარა გამოსაშვები ზეიმი, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ბავშვებმა წარმოადგინეს სცენა საქართველოს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. ზეიმის დასასრული ძალიან ემოციური იყო. ბავშვები დაემშვიდობნენ დაწყებითი კლასის მასწავლებელს დოდო მაზმიშვილს და უმღერეს გამოსამშვიდობებელი სიმღერა,რამაც დიდი ემოცია გამოიწვია, როგორც ბავშვებში ასევე დამსწრე საზოგადოებაში

          • თბილისი არტ ჰოლი

            29/12/2017

            დამოუკიდებელ სკოლა "მოძღვარმა" XII კლასს სკოლის დამთავრება საკონცერტო დარბაზ ,,თბილისი არტ ჰოლი-ში" გამართული კონცერტით მიულოცა. მონაწილეობას იღებდნენ სკოლის მოსწავლეები და საბავშვო ბაღი "მოძღვარის" აღსაზრდელები. დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარი" მადლობას უხდის ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო XII კლასის საზეიმო განწყობით გაცილებაში.

    • კონტაქტი

      • დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარი"
      • 2 704 734 ;
        595 704 634
      • ი. ბაბუციძის ქ. 12
        თბილისი, შემოსასვლელი ოცხელის ქუჩიდან


        Georgia
      • https://www.facebook.com/skolamodzgvari2/
      • შპს "დამოუკიდებელი სკოლა მოძღვარი"
        ს/კ: 208156261

        საქართველოს ბანკი
        ბანკის კოდი BAGAGE22
        ა/ნ: GE63BG0000000908568800GEL

        პროკრედიტ ბანკი
        ბაკის კოდი: MIBGGE22
        ა/ნ: GE70PC0493600100001824GEL
  • ფოტო გალერეა

    • ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად