სიახლეები

          • ახალი ინოვაციების ცენტრის გახსნა

            30/12/2017

            დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარის" მოსწავლეები ახალი ინოვაციების ცენტრის გახსნაზე მიიწვიეს. ცენტრი გახსნა საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა განათლების მინისტრ, ბატონ ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად

          • სტუმრად საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში

            30/12/2017

            დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარის" XI-XII კლასის მსოწავლეები საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ. სასწავლო-შემეცნებითი ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო ლაბორატორიები, მატერაიალურ-ტექნიკური ბაზა, საფრენოსნო ფაკულტეტისთვის განკუთვნილი ავიასიმულატორი და გეცვნენ ინფორმაციას სასწავლო პროგრამების შესახებ.

          • ინოვაციების თბილისის საერთაშორისო ფესტივალი 2017

            30/12/2017

            საქართველოს უნივერსიტეტმა, მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის საერთაშორისო ფესტივალ 2017 - ის ფარგლებში, დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარის" IX-X კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა, მოსწავლეები დაესწრნენ ვორქშოფს თემაზე: „მეწარმოება და ინოვაციები - 21 საუკუნის გამოწვევები და თანამედროვე მიდგომები“. ვორქშოფზე განხილული იყო შემდეგი თემები: · „მე მეწარმე და ინოვატორი“ - მეწარმეობრივი კომპეტენციები, ინოვაცია და 21- ე საუკუნის მიდგომები სწავლებაში; · მეწარმის და ინოვატორის პიროვნული თვისებები - ფსიქოლოგიური ასპექტები; · ინოვაციური პროექტების მართვის თავისებურებები და განვითარების პერსპექტივები საქართველოში; · ბიზნეს მოდელის ჩარჩო. მოსწავლეებთან ერთად სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა, დღის ბოლოს საქართველოს უნივერსიტეტმა დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარის" მოსწავლეებს სერთიფიკატები გადასცა.

          • Orthodontic Center

            29/12/2017

            ორთოდონტიულ ცენტრსა და დამოუკიდებელ სკოლა "მოძღვარს" შორის მორიგი საინტერესო და საჭირო თანამშრომლობა შედგა. ორთოდონტიული ცენტრის ექიმი-ჰიგიენისტი: ქეთი გამგებელი I კლასის მოსწავლეებს შეხვდა და სახალისო ინფორმაციული პრეზენტაცია წარუდგინა პირუს ღრუს მოვლის შესახებ.

          • შატო მუხრანი-ღვინის ტური

            29/12/2017

            IX-Xკლასის მოსწავლეებმა შატო მუხრანში აღმოაჩინეს ქართული სამეფო ოჯახის ისტორია და ლეგენდები,შეიგრძნეს სიძველის სურნელი,მოინახულეს ივანე მუხრანბატონის სასახლე,ბაღი,ღვინის უნიკალური სარდაფები, ღვინის ქარხანა,აღმოაჩინეს შატოს ღვინის დაყენების ხელოვნება, ტურის ბოლოს კი შატო მუხრანის ვენახში გაისეირნეს.

          • დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარის" V-VI კლასის მოსწავლეები ნატახტარის ქარხანაში

            29/12/2017

            დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარის" V-VI კლასის მოსწავლეები ნატახტარის ქარხანას სტუმრობდნენ ტურის ფარგლებში დაათვალიერეს: 1. ლუდის სახარში განყოფილება, 2. საფერმენტაციო განყოფილება (+ საფუარის შესანახი ოთახი) და საფილტრაციო განყოფილება 3. ჩამოსასხმელი განყოფილება - Krones-ის დანადგარი, რომელიც რამდენიმე პროცედურას ახორციელებს: პოლიეთილენის კაფსულის გაბერვა, რეცხვა, ჩამოსხმა, ეტიკეტირება, შეფუთვა. შუშის ბოთლის ჩამოსასხმებლი ხაზი, ქილის და კასრის ჩამოსასხმელი ხაზები. 4. ლიმონათის განყოფილება. დღის ბოლოს ბავშვებმა საჩუქრად მიიღეს პერსონალურად, თითოეული მოსწავლის სახელზე ჩამოსხმული ლიმონათი

          • მწვანე გაკვეთილი

            29/12/2017

            დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარის" II-III კლასის მოსწავლეები გარდენიას სტუმრობდნენ. ბავშვებმა დაათვალიერეს ულამაზესი სათბური და მცენარეები, "მწვანე გაკვეთილზე" კი თავიანი ხელით შეღებეს და "დეკოტაჟით" მორთეს ქოთნები, ბოლოს მცენარეები ჩარგეს და მიიღეს ინფორმაცია მათი მოვლის შესახებ.

          • დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარის" IX კლასის მოსწავლეები კომპანია "იფქლში"

            29/12/2017

            დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარის" IX კლასის მოსწავლეებს კომპანია "იფქლმა" თავის განახლებულ საწარმოში უმასპინძლა. სკოლის მოსწავლეების ტურს კომპანიის მთავარი ტექნოლოგი, გელა კოდალაშვილი, გაუძღვა. მან ბავშვებს პურისათვის საჭირო ინგრედიენტები "იფქლის" უახლეს ლაბორატორიაში გააცნო და მათ შეკითხვებსაც უპასუხა. თეორიული ინფორმაციის მიღების შემდეგ გელა კოდალაშვილმა მოსწავლეებთან ერთად საწარმოში გადაინაცვლა, სადაც "იფქლის" პურეულის მომზადების თითოეული ფაზა, ფქვილის გაცრიდან, გამომცხვარი პურის მიღების მომენტამდე, მოსწავლეებს თავად გააცნო

    • კონტაქტი

      • დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარი"
      • 2 704 734 ;
        595 704 634
      • ი. ბაბუციძის ქ. 12
        თბილისი, შემოსასვლელი ოცხელის ქუჩიდან


        Georgia
      • https://www.facebook.com/skolamodzgvari2/
      • შპს "დამოუკიდებელი სკოლა მოძღვარი"
        ს/კ: 208156261

        საქართველოს ბანკი
        ბანკის კოდი BAGAGE22
        ა/ნ: GE63BG0000000908568800GEL

        პროკრედიტ ბანკი
        ბაკის კოდი: MIBGGE22
        ა/ნ: GE70PC0493600100001824GEL
  • ფოტო გალერეა

    • ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად