დამოუკიდებელი სკოლა მოძღვარის მისია
სკოლის მისიაა: დამოუკიდებელი სკოლა მისიაა აღზარდოს თავისუფალი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნება, რომელიც მზად იქნება 21-ე საუკუნის გამოწვევების წინაშე;
- მოსწავლე, რომელიც იქნება წიგნიერი და მოაზროვნე, შემოქმედებითი, მიზანდასახული და კონკურენტუნარიანი;
- მოსწავლე, დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერებით;
- მოსწავლე, რომელმაც იცის კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა; ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე გაცნობიერებული აქვს თავისი უფლება-მოვალეობები.
სკოლის უმთავრესი მისიაა უწყვეტი ზრუნვა მოსწავლეთა პროფესიულ ორიენტაციაზე, მათთვის ისეთი წინაპირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალი განვითარების გზის სწორად არჩევაში.
სკოლის ხედვაა
კონსტრუქტივისტულ მიდგომებზე დაფუძნებული სწავლა- სწავლებისა და არაფორმალური განათლების გაძლიერების გზით, 2030 წლისათვის შევქმნათ სასკოლო გარემო , სადაც მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი „ცოდნითა და გაცნობიერებით“ (სწავლის ან საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფაქტების, პრინციპების, თეორიების, თეორიული და პრაქტიკული მეთოდების ასიმილაციის შედეგი), „უნარით“ (კონკრეტული დავალების შესრულებისა და პრობლემების გადაჭრისათვის შესაბამისი ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა) ან/და „პასუხისმგებლობითა და ავტონომიურობით“ (ღირებულებებითა და დამოუკიდებლობის შესაბამისი ხარისხით პირის მიერ ცოდნისა და უნარების გამოყენება) დაიმკვიდრონ თავი როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ შრომის ბაზარზე და იყვნენ მაღალკონკურენტული გლობალური სივრცის განუყოფელი და აქტიური ნაწილი.
სკოლის ღირებულებებია:
სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით:
- გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა.
- მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს.
- თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე.
- ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს.
- განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.