მთავარი გვერდი
სტუმრად IQ აკადემიაში
თქვენ თუ ყოფილხართ ქართული კალიგრაფიის ხელოვნების ჯადოსნურ მასტერკლასზე?
ჩვენი მეექვსე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ IQ აკადემიას და შესანიშნავი გამოცდილება მიიღეს მათი ნამუშევრები კი თავად შეგიძლიათ შეაფასოთ
1
,,კალიგრაფიის კონკურსი”
ხელით წერის კულტურისა და ტექნიკის განვითარების მიზნით,მეორე კლასის ორივე ჯგუფში დღეს ჩავატარეთ სახალისო აქტივობა - ,,კალიგრაფიის კონკურსი”
გიზიარებთ მე-2ბ კლასის ფოტომასალას,სადაც კონკურსის გამარჯვებული გახდა სალომე მამუკიშვილი,ხოლო ყველა დანარჩენ მოსწავლეს გადაეცა სიგელი კონკურსში მონაწილეობისათვის
თემა - საქართველოს საგანძური, კულტურა და წესჩვეულებები
მეოთხე კლასის მოსწავლეები საგანში ,,მე და საზოგადოება” ეცნობიან თემას - საქართველოს საგანძური, კულტურა და წესჩვეულებები. ასევე, უყურეს ფილმს ექვთიმე ღვთისკაცის შესახებ, რის შემდეგაც განიხილეს ეროვნული საგანძურის მნიშვნელობა თითოეული ქართველისთვის.
სწორედ ეს განხილული და წაკითხული ინფორმაცია მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში თავისი თვალით დაათვალიერეს და კიდევ უფრო გაიღრმავეს ცოდნა.
პირველი კლასის მოსწავლეები სტუმრად ,,კოდალას” სახელოსნოში
პირველი კლასის მოსწავლეები სტუმრად ,,კოდალას” სახელოსნოში
მათ ადგილზე მოისმინეს ინფორმაცია,თუ როგორ მზადდება ხის ეკოლოგიური სათამაშოები და თავიანთი ხელითაც კი დაამზადეს ულამაზესი ,,აი ია”
გადაუდებელი დახმარების ვორქშოპი
სტუდენტური სერვისებისა და მხარდაჭერის სამსახურის ორგანიზებით, დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარის“ მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები ორდღიან ინტერაქციულ გადაუდებელი დახმარების ვორქშოპში ჩაერთნენ
2
კიდევ ერთი საინტერესო წამოწყება!
გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი კიდევ ერთი საინტერესო წამოწყება,რომელიც მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების,არგუმენტირებული მსჯელობისა და თვითგამოხატვის უნარ-ჩვევების განვითარებას შეუწყობს ხელს;
აქტივობის ფარგლებში,კვირაში ერთხელ,სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ გაკვეთილი,რომელზეც შეძლებენ აზრების გაცვლას,საინტერესო თემებზე ღრმა და დეტალურ მსჯელობას და საბოლოოდ მივალთ დასკვნებამდე,რომლებიც მათი პიროვნული გაზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელია;
ანგარიშში შესვლა
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად